ბათუმში გაზის ჩართვა დაწყო და დღის ბოლომდე დასრულდება

„დილის 10 საათიდან დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები, ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად დღის ბოლოს, დაახლოებით 6 საათამდე დასრულდება,“ – გვითხრეს კომპანია „სოკარის“ ცხელ ხაზზე. ბათუმში 19 037 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა ბოლო 5 დღეა – 13 ივლისიდან. გაზი ბათუმში 39 ქუჩაზე იყო გათიშული. მიზეზი ხიდის მშენებლობაა გოროდოკის უბანში. ამ ხიდის მშენებლობა 2026 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო …

ბათუმში 500-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება

ბათუმში 500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დღეს, 13 აპრილს შეუწყდა. როგორც კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში“ განმარტეს, გაზის შეწყვეტა სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ავარიულ დაზიანებას უკავშირდება. გაზის მიწოდება ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს შეუწყდათ. სმს შეტყობინებაში, რომელიც „სოკარის“ აბონენტებმა მიიღეს, აღნიშნულია, რომ აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად 14 აპრილიდან, 17:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე, …

ქობულეთის სოფლები, სადაც გაზსადენი გაიყვანეს და გაზს არ რთავენ – „საარჩევნოდ იქნება, ალბათ“ 

„არჩევნებს უცდიან ალბათ, რომ გაზი ჩაგვირთონ,“ – ამ ვერსიას ქობულეთში ბევრისგან მოისმენთ იმ სოფლებში, სადაც გაზის მილები წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, 2020 წელს გაიყვანეს და ამ დრომდე მოსახლეობას გაზს არ აწვდიან. ქობულეთის 10 სოფელში გაზის მილების გაყვანის სამუშაოები 2021 წლის აპრილში დასრულდა, სამუშაოები დამკვეთმა ჩაიბარა და ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა სისტემაში გაზი არ გაუშვიათ. „გატესტა სოკარის …

ბათუმში გაზი 800-მდე აბონენტს არ მიეწოდება – როდის აღდგება გაზმომარაგება

ბათუმის რამდენიმე ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. საუბარია ჩხაიძის, გოგიტიძის, მაიაკოვსკის და მიმდებარე ქუჩებზე. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი ავარიული დაზიანება გახდა. „800-მდე აბონენტია გათიშული. გუშინ, გვიან ღამით, ავარია მოხდა, მანქანა დაეჯახა მილს და ვმუშაობთ აღდგენაზე. შუადღისთვის დავიწყებთ გაზის ჩართვას,“ – გვითხრეს „სოკარში“.  

ვის როდის ჩაურთავენ გაზს – „სოკარ ჯორჯიას“ განმარტება

ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 29 ნოემბერს, დილიდან დაიწყო. „სოკარ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 ნოემბერს, დღის ბოლომდე დასრულდება. „დაბნელებამდე ვიმუშავებთ… პირველ რიგში, ვრთავთ სარფის ნაწილს და ანგისის დასახლებას, სადაც კოვიდსასტუმროებია. უკვე იწყება ბათუმის ცენტრალური ნაწილის ჩართვა. სხვადასხვა უბანში ერთდროულად მიმდინარეობს სამუშაოები,“ – გვითხრა „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა, ვახტანგ ბერიშვილმა. „სოკარ ჯორჯია“ აბონენტებს მოუწოდებს …

გაზი აჭარაში 10 ოქტომბერს, დილის 6 საათზე გაითიშება

10 ოქტომბრის 06:00 საათიდან 12 ოქტომბრის 12:00 საათამდე აჭარაში  სრულიად ბათუმსა და ხელვაჩაურს, ასევე, ნაწილობრივ ქობულეთს, გაზმომარაგება შეუწყდება. „სოკარის“ განმარტებით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად მიეწოდებათ. „12 ოქტომბრიდან, შაბათიდან, დავიწყებთ გაზის ჩართვას ეტაპობრივად და ორი-სამი დღე დააგვიანდება, რომ მთლიანად დავტვირთოთ რეგიონი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ვახტანგ …

როდის აღუდგება ბათუმში რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება

ბათუმის რამდენიმე ქუჩას ბუნებრივი აირი, 29 ივნისის ათი საათიდან აღარ მიეწოდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში გაზი არ მიეწოდება მელიქიშვილის, ასათიანის, ბაგრატიონისა და მისი მიმდებარე ქუჩებს. „სოკარ ჯორჯია გაზი ბათუმის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებეს“ უთხრეს, რომ არ იციან რამდენი აბონენტია ამ დროისთვის გამორთული. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის მიწოდება ავარიული დაზიანების გამო შეწყდა. „სოკარის“ ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ გაზის …

სოკარის განმარტება ხელვაჩაურში გაზის შეწყვეტაზე

ხელვაჩაურში დღეს დილიდან აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, შეზღუდვა გაზსადენზე გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც მოსახლეობა წინასწარ sms შეტყობინებებით გააფრთხილეს. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” მომხმარებელს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ საცხოვრებელ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ დანადგარები. კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება ხელვაჩაურში 3 საათიდან  ეტაპობრივად აღდგება, საღამოს საათებში …

ბათუმში 800 აბონენტს გაზი ეტაპობრივად, დღის ბოლომდე ჩაერთვება

„სოკარის“ ინფორმაციით, ბათუმში იმ აბონენტებს, რომელთაც გუშინ საღამოდან ამ დრომდე გაზი არ მიეწოდებოდათ, გაზი დღის განმავლობაში, ეტაპობრივად ჩაერთვებათ. როგორც „სოკარში“ გვითხრეს, აბონენტებისათვის გაზის ჩართვა უკვე დაწყებულია. კომპანიის ინფორმაციით, გაზის გათიშვის მიზეზი მიწისქვეშა მილის დაზიანება გახდა, შედეგად 800-მდე აბონენტს შეუწყდა გაზის მიწოდება. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ …

ბათუმში 800-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება

დღეს, 31 მარტს, ბათუმში, ბონის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდა. როგორც „სოკარში“ გვითხრეს, ამ დროისათვის ბათუმში დაახლოებით 800 აბონენტია გათიშული. „სოკარში“ ამბობენ, რომ გაზის გათიშვის მიზეზი მიწისქვეშა მილის დაზიანება გახდა. კომპანიის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ აბონენტებს ხვალ, პირველ აპრილს, დღის პირველ ნახევარში აღუდგებათ გაზის მიწოდება.

ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება სამი საათიდან აღდგება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 5 თებერვალს, 3:00 საათიდან, ეტაპობრივად აღდგება.  გაზის მოწოდება ხელვაჩაურის რამდენიმე უბანში გუშინ, 4 თებერვალს, 7:00 საათზე, ავტოავარიის გამო, შეწყდა: „ მანქანა დაეჯახა გაზის მილს“ დღეს, 13:00-დან საღამოს 18:00 საათამდე, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გელაურში, ხუცუბანში, ქვედა სამებასა და ნაკაიძეებში …

რა ხდება გაზის უკანონოდ მოხმარების დროს

„სოკარმა“ ბოლო თვეების განმავლობაში ასამდე აბონენტი გამოავლინა, რომლებიც განზრახ დაზიანებული მრიცხველის საშუალებით უკანონოდ მოიხმარდნენ ბუნებრივ აირს. რამდენია ჯარიმა ასეთ დროს და რა პასუხისმგებლობა ეკისრება აბონენტს – ამის შესახებ „ბათუმელები“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონალური ოფისის დირექტორს, დავით ლეკიშვილს ესაუბრა. ბატონო დავით, რა გზით ახერხებენ გაზის უკანონოდ მიტაცებას მოქალაქეები და როგორია ასეთი შემთხვევების სტატისტიკა? უახლოესი ორი …

ქობულეთს ბუნებრივი აირი ავარიის გამო არ მიეწოდება

ქობულეთს დღეს, 24 ივნისს, დილიდან ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორის, დავით ლეკვეიშვილის განცხადებით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე წუხელ მომხდარი ავარიაა. „მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელიც თითქმის სრულდება და დაახლოებით 1,5 ან 2 საათში დავიწყებთ ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას“ – გვითხრა დავით ლეკვეიშვილმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის [დღის 12 საათი] ქობულეთში გაზის მიწოდება შეწყვეტილი …

Exit mobile version