როგორ უკავშირდება დენის 33%-ით გაძვირება ბიტკოინების ბიზნესს და ივანიშვილს 

რამდენიმე დღის წინ საქართველოში დენის ტარიფი 33% – ით გაძვირდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დენი გაძვირდა და რაც ყველა სხვა პროდუქტს გააძვირებს, ელექტროენერგიის ხარჯვის გაზრდაა. თუ გადაავლებთ თვალს კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ხარჯავენ, ნახავთ, რომ დენი ძალიან ბევრი სჭირდებათ და თან ელექტროენერგიას დღგ-ს გარეშე იღებენ ის ბიზნესკომპანიები, რომლებიც მაინინგის ბიზნესით არიან დაკავებული. რა სარგებელი …

8 პირი დააკავეს ბიუჯეტისთვის 4 მილიონამდე ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიუჯეტისთვის 3 926 361 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე 8 პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს სქემა – დააფუძნეს ათეულობით კომპანია და სვანეთიდან 102 მლნ ლარის ღირებულების, დაახლოებით 130 000 კუბური მეტრი ხის მასალა გაყიდეს. „ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებში დააფუძნეს ათეულობით კომპანია, მათ შორის: შპს „ნამორა …

„ველური სვანეთი”- XIX საუკუნის ბრიტანელი მოგზაურის 600-გვერდიანი წიგნი

  „უშგული ისეთი განუმეორებელია, ისეთი განსხვავებულია ყველა ქალაქისა და სოფლისგან რაც კი ოდესმე, სადმე მინახავს, ცალკე თავი უნდა მივუძღვნა“, – წერს 1883 წელს გამოცემულ ინგლისურენოვან წიგნში ბრიტანელ-კანადელი დიპლომატი, სამართალმცოდნე, მწერალი და მოგზაური – კლაივ ფილიპს უოლი. წიგნს „ველური სვანეთი“/„Savage Svanetia” ჰქვია. კლაივ ფილიპს უოლი ორ ნაწილად გამოცემულ 600-გვერდიან ტექსტს უძღვნის საქართველოში, სვანეთში მოგზაურობას. „ველური სვანეთის“ …

სვანური ნარჩვის დამზადებას არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ნარჩვის დამზადების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ნარჩვი ქართული ყველის ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც სვანეთში ამზადებენ. ნარჩვი ძროხის ყველისგან მზადდება. ახალ ყველს ფშვნიან, ამატებენ მარილს და ხის სპეციალურ ყუთში ათავსებენ, რომელსაც შემდეგ სიმძიმეს დაადებენ, რომ ყველი დაიწნეხოს და დაიწუროს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2020 წლის 13 აგვისტოს ბრძანებაში აღნიშნულია: „მიენიჭოს …

200 მეხანძრე და 4 ვერტმფრენი – ხანძრის მეოთხე დღე სვანეთში

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სვანეთში, სოფელ ხაიშთან ხანძრის 4 აქტიური კერიდან 3 ლოკალიზებულია. სვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. საგანგებოს ინფორმაციით, მთის ორ ფერდზე, არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერიდან, მოხერხდა 3-ის ლოკალიზება, მეოთხე ადგილზე კი, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, მუშაობს საჰაერო ძალა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სულ 4 ვერტმფრენია ჩართული. მობილიზებულია …

„დეცე ლახვრა“ – ცის ფანჯარა კავკასიონზე

სვანეთი – რა გახსენდებათ პირველი, როცა საქართველოს ერთ-ერთი კუთხის სახელს გაიგონებთ? სვანური კოშკები? უშბა თუ თეთნულდი? მზით ამონათებული შხარა თუ უშგულის პანორამა? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე სვანეთზე ცისფერი, გამჭვირვალე, ხმაურიანი ნენსკრა წარმომიდგება თვალწინ. არსად მანამდე მსგავსი შეფერილობის მდინარე არ მინახავს და მგონია, ერთხელ თუ ნახავს ადამიანი ჭუბერის მწვანე ხეობაში ჩაფლულ ამ ფირუზისფერ სასწაულს, შეუძლებელია …

Exit mobile version