ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადობდა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „2026 წლის დასაწყისში საფარს დახმარებისთვის მიმართა ახალგაზრდა ქალმა, რომელზეც მამა წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა – ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას. დანაშაული 6 წლის წინ ხდებოდა, მაგრამ, როდესაც გოგო იმავე საფრთხის წინაშე დადგა და მამამ მასზე ძალადობა სხვა ფორმით დაიწყო, ის …
Tag Archives: სექსუალური ძალადობა ბავშვებზე
კაცი 13 წლის მოზარდს ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებდა – მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების და პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტებზე ავრცელებს ინფორმაციას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანი გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგო გაიცნო, რომელსაც facebook-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა …
ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ვინ უნდა აღმოფხვრას და როგორ – ინტერვიუ ექსპერტთან
ბოლო დღეებში ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის რამდენიმე შემთხვევა გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგით, მოზარდის თვითმკვლელობით დასრულდა. რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო ბავშვებისა და მოზარდების დაცვას სქესობრივი ძალადობისგან და რა უნდა გაკეთდეს ძალადობის აღმოსაფხვრელად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, გოგა ხატიაშვილს ესაუბრა. ბატონო გოგა, როგორ ფიქრობთ, რატომ გვაქვს არასრულწლოვანთა მიმართ …
Continue reading “ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ვინ უნდა აღმოფხვრას და როგორ – ინტერვიუ ექსპერტთან”
„სქესობრივ განათლებაზე უარის თქმა, ნიშნავს გაწირო ბავშვები ძალადობისთვის“
ევროპის რეგიონში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოზარდებს შორის შობადობის და აბორტის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი და საქართველო, „სადაც არ არსებობს სავალდებულო ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების პროგრამები“. ამ ქვეყნებში ასევე ძალიან მაღალია ბავშვებზე კიბერსექსუალური ძალადობის რისკები და შემთხვევები. სკოლებში სქესობრივი განათლების დანერგვაზე საქართველოს მთავრობას ევროპის ასოცირების შეთანხმების ფარგლებშიც მიუთითეს, მიუთითა გაერომაც. …
Continue reading “„სქესობრივ განათლებაზე უარის თქმა, ნიშნავს გაწირო ბავშვები ძალადობისთვის“”
შშმ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმეზე პოლიციამ 1 პირი დააკავა
შს სამინისტროს ინფორმაციით, შშმ გოგონებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის და ვიდეოკადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით, მუქარის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. „თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს არსებული საქმის მასალების შესწავლა. რაც შეეხება, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა …
Continue reading “შშმ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმეზე პოლიციამ 1 პირი დააკავა”
შშმ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო – შსს
შს სამინისტროს ინფორმაციით, შშმ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დაწყებულია ინფორმირებული პირების გამოკითხვა. გუშინ, 5 ივნისს, პოლიციას და ასევე პროკურატურას მიმართეს შშმ ქალების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, რომლებიც „ბათუმელებთან“ ამბობდნენ, რომ არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ასახულია არასრულწლოვან შშმ გოგონებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები. უფლებადამცველების თქმით, საუბარია შვიდიდან 16 …
Continue reading “შშმ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო – შსს”
ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი დები პროკურატურამ დაზარალებულად ცნო – PHR
საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულად ცნო დები, რომლებიც ბავშვობაში, ნათესავის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR – იცავს. „ეკა* 31 წლის არის. დაახლოებით 7 წლის იყო, როდესაც მის მიმართ ბიძამ სექსუალური ძალადობა დაიწყო. ეკას მიმართ სექსუალური ძალადობა ხშირად ხდებოდა და წლების განმავლობაში გრძელდებოდა. მარიამი* დღეს 24 წლისაა. მის მიმართ …
14 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირისთვის ბათუმში კაცს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის გამო ერთ პირს ბრალი წარედგინა. ბრალი აქვს წაყენებული კიდევ ერთ პირს – მამას არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის და მუქარის გამო. „19 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით – იმის გამო, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი იყო გოგო და სახლში გვიან დაბრუნდა, მის მიმართ ფიზიკური …
8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ორ პირს 20-20 წელი მიუსაჯეს
პროკურატურის ცნობით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ ორი პირი, ბ.გ. და ზ.გ. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გაუპატიურების ფაქტზე დამნაშავედ ცნო. ასევე, ზ.გ. დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით, ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე. „2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ბ.გ.-მ და ზ.გ.-მ დაზარალებულის …
Continue reading “8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ორ პირს 20-20 წელი მიუსაჯეს”
მოზარდზე სექსუალური ძალადობისთვის პირს 15 წელი მიუსაჯეს
პროკურატურის ცნობით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტ წელს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის მუქარით, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 15 წელი მიუსაჯა. „ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ნ.-მ ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვნის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა სექსუალური ხასიათის ქმედებები. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ო.ნ. დამნაშავედ ცნო …
Continue reading “მოზარდზე სექსუალური ძალადობისთვის პირს 15 წელი მიუსაჯეს”
წელს 50%-ით გაიზარდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები – შსს
სრულწლოვანი პირების შემთხვევაში გაუპატიურების მაჩვენებელი საქართველოში 42 პროცენტით გაიზარდა. საუბარია ოფიციალურ სტატისტიკაზე პირველი იანვრიდან პირველ ნოემბრამდე. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. დანაშაულის შესახებ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს გაუპატიურების 142 შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს – 100. შინაგან საქმეთა სამინისტრო შეჯამებული სახით აქვეყნებს ინფორმაციას სხვა სახის სექსუალური ძალადობის შესახებ …
Continue reading “წელს 50%-ით გაიზარდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები – შსს”
კაცი არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა, სასამართლომ მას 18 წელი მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულად ცნო პირი, რომელიც 14 წელს მიუღწეველ გერს სისტემატურად აუტაპიურებდა. ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწეველის მიმართ განხორციელებული გაუპატიურების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 …
13 წლის გოგოს საქმე – დაკავებულს მოზარდის გაუპატიურება და ოჯახში ძალადობა ედება ბრალად
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ, 14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა. ზ.მ.-ს ბრალდება 5 მარტს, …
შერცხვენა „ღირსების“ სახელით – რა ტვირთს ჰკიდებს გოგოებს საზოგადოება
„დანაშაული გამოისყიდა“ – ეს არის ფრაზა, რომელიც 14 წლის ნინი ცეცხლაძის ბაბუამ, შვილიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ თქვა. საზოგადოების მხრიდან ამ ნათქვამმა კრიტიკა და ახლა უკვე ბრალდებული ბაბუის მიმართ აღშფოთება გამოიწვია. რა ტვირთს ჰკიდებს საზოგადოება გოგოებს და როგორ არის გაგებული დღეს „ღირსება“, რომლის „შელახვა“ ბავშვებსაც კი საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ? სად არის სკოლა და რა როლი …
Continue reading “შერცხვენა „ღირსების“ სახელით – რა ტვირთს ჰკიდებს გოგოებს საზოგადოება”
10 წელი პატიმრობა არასრულწლოვნის გაუპატიურების გამო
სენაკის რაიონულმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გ.გ.-ს, რომელსაც პროკურატურა არასრულწლოვნის გაუპატიურებას ედავებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა გასული წლის ნოემბერში მოხდა. „ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, გ.გ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვან ს.გ.-ს დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. უარის მიღების შემდეგ გ.გ.-მ არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით, დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მეორე …
Continue reading “10 წელი პატიმრობა არასრულწლოვნის გაუპატიურების გამო”
ყველაზე პატარა ბავშვი, რომელიც წელს გააუპატიურეს, 4 წლის იყო – პედოფილიის სტატისტიკა
ყველაზე პატარა ბავშვი, რომელიც წელს საქართველოში გააუპატიურეს, 4 წლის იყო. 2019 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, სულ საქართველოში წელს 10 ბავშვი გააუპატიურეს: 4 ბიჭი და 6 გოგო. ოფიციალური სტატისტიკა „ბათუმელებს“ გენერალური პროკურატურიდან მოაწოდეს. ჩვენ სექსუალური ხასიათის დანაშაულების შესახებ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, სადაც დაზარალებულები არასრულწლოვნები არიან. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პედოფილიის ჩადენის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. მაგალითად, გაუპატიურების …
8 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 29 წლის კაცი დააკავეს
8 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურში მოხდა. არასრულწლოვანთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობენ. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, გარყვნილი ქმედება ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას გულისხმობს 16 წელს მიუღწეველ პირთან. ეს დანაშაული 5 -დან 7 წლამდე თავისუფლების …
Continue reading “8 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 29 წლის კაცი დააკავეს”
შსს სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს – კანონპროექტი
შსს-ს ინფორმაციით, სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას, მათთვის მთელი რიგი უფლებების [მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების] ჩამორთმევასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს. „დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას …
Continue reading “შსს სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს – კანონპროექტი”
შსს: 116 პირი ბრალდებულია არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში
შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილა. 4 მხილებული იყო გაუპატიურების ჩადენაში (სსკ-ის 137-ე მუხლი); 2 – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 138-ე მუხლი); 24 – გარყვნილი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 141-ე მუხლი); 86 – 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ …
Continue reading “შსს: 116 პირი ბრალდებულია არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში”