1 და 2-თეთრიანი მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლომდეა – სები

საქართველოს ეროვნული ბანკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება. „2021 წლის 1-ლი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გადაცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1-ლი იანვრიდან – მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის …

კარტოფილის და ბენზინის გაძვირება მაისში ინფლაციის მატების მთავარი მიზეზი იყო – სები

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, 2019 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.5 პროცენტით გაიზარდა. სების მონაცემებით, თუ აპრილში ინფლაციის მაჩვენებლის [4.1 პროცენტით] მატების მთავარი მიზეზი სიგარეტისა და კარტოფილის გაძვირება იყო, მაისში აპრილთან შედარებით ინფლაციის მატებაზე მნიშვნელოვნად კარტოფილის და ბენზინის გაძვირებამ იმოქმედა, რომლებიც შესაბამისად 31 და 5 პროცენტით გაძვირდა. „საპირისპიროდ, …

სებ-ი სავალუტო ჯიხურებს ამოწმებს – 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 10 დააჯარიმა

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, შემოწმების შედეგად თბილისის ტურისტულ ზონებში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმეს, ხოლო 10 პუნქტი დააჯარიმეს. „დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ, რითაც მომხმარებელი შეგნებულად შეჰყავდათ შეცდომაში“ – აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში. …

იანვრიდან ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას თანხის დამრგვალების წესი ამოქმედდება

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მხოლოდ თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე და ყველა მეწარმე სუბიექტი ვალდებული იქნება, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელოს თანხის დამრგვალების მეთოდით, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განახორციელოს უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას თანხის დამრგვალება უნდა მოხდეს მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის …

ვემსახურები ბანკს

კომერციულმა ბანკებმა შარშან 141 მილიონი ლარით მეტი წმინდა მოგება ნახეს, ვიდრე წინა წელს. ეს მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 3 პროცენტით იზრდება, ბანკების მოგება კი – ათჯერ მეტად. მოსახლეობას, რომელიც იძულებულია ბანკის პირობებს დათანხმდეს, მრავალწლიანი და მაღალპროცენტიანი ვალები წლობით აწევს ტვირთად. როგორ იგებენ ბანკები მილიონებს და რატომ არ იკლებს პროცენტი სესხზე? [red_box]საკომისიოებითა და გაწეული მომსახურებით …

ფულის დაკარგვის რისკის შემცირება მის დაბანდებამდე – როგორ ამოვიცნოთ „ფინანსური პირამიდა“

„ის კომპანიები, რომელთა საქმიანობა არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნესსაქმიანობაში აბანდებენ,“ – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი [სები], რომელიც მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით. სების განცხადებით, საქართველოს ბაზარზე ბოლო პერიოდში გამოჩნდა ისეთი ტიპის კომპანიები, „რომლებიც თანხის მათთან დაბანდების სანაცვლოდ მომხმარებლებს სხვადასხვა ორგანიზაციებში აღებული სესხების …

კომერციული ბანკების საკუთარი სახსრები 4,1 მილიარდი ლარია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა [სებ] კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ბოლო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. სების ინფორმაციით, 2017 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. მიმდინარე წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები [მიმდინარე ფასებში] 37,6 მლნ ლარით, ანუ 0.1 პროცენტით …

Exit mobile version