„ოცნების“ პარლამენტარის, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებით 10 მლნ ლარი მიიღო – TI

„ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახი გამდიდრებას განაგრძობს. მისი შვილის კომპანიამ, სახელმწიფო ტენდერებით 10 მლნ ლარი მოიგო“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ [TI] კვლევაში, რომელიც დღეს, 6 მაისს გამოქვეყნდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, გიორგი ჯაფარიძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ, შპს „ექსპერტ ჰაუსმა“ 2018 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებით, 10 446 411 ლარი მიიღო. „ამ …

საჯარო უწყებებმა ქვეკონტრაქტორების აყვანის მანკიერი პრაქტიკა არ შეცვალეს – TI

„სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ქვეკონტრაქტორი კომპანიების აყვანის არაერთგვაროვანი და ხარვეზიანი პრაქტიკა“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. ორგანიზაციის განცხადებით, ეს პრაქტიკა სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დამატებით კორუფციულ რისკებს და საჯარო ფინანსების მანკიერი მართვის პრაქტიკას აძლიერებს. ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულება ჰქონდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში და პროცესი 2022 წელს უნდა დასრულდეს. …

ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნაზე ბიუჯეტიდან 328 535 ლარი დაიხარჯება

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება და ღონისძიება 20 ივნისამდე გაგრძელდება. ღონისძიებებისთვის მთლიანობაში 328 535 ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან, 90 ათასი ლარი ბათუმის, ხოლო 238 535 ლარი აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. თანხა ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით, დაიხარჯება. დოკუმენტების მიხედვით, ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება. აღნიშნული თანხებით გათვალისწინებულია საზაფხულო დეკორაციების – კერძოდ, ფერადი ტილოების, …

პენიტენციური 5.5 მილიონად სამოქალაქო საავადმყოფოების მომსახურებას ყიდულობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრებისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად სამოქალაქო საავადმყოფოების მომსახურების შესყიდვას შემჭიდროებულ ვადებში გეგმავს. უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა და ითხოვა, რომ გამარტივებული შესყიდვის უფლება მისცეს. პენიტენციური სამსახური 5 მილიონ 500 000 ლარის ჯამური ღირებულების სტაციონარული და ამბულატორიული ტიპის სამედიცინო მომსახურების შესყიდვას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო მომსახურება უნდა მიიღოს 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 …

„დაგი“ და „ანაგი“ – დავა 11 მილიონისთვის

კომპანია „დაგს“, რომელმაც ბათუმში 38-მილიონიანი ტენდერი მოიგო და „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების აშენებას იწყებს, სხვა, 11-მილიონიან ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ტენდერი „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალების რემონტზე აქვს გამოცხადებული. აეროპორტების გაერთიანების სატენდერო კომისიამ „დაგს“ ჯერ დოკუმენტების დაზუსტება მოსთხოვა, მოგვიანებით კი ჩათვალა, რომ დაზუსტებული დოკუმენტაციაც არ შეესაბამებოდა ტენდერის მოთხოვნებს და დისკვალიფიკაცია მისცა. [toggle title=”შეუსაბამობები, რაც კომისიამ …

რას ვეღარ შეიძენენ საჯარო დაწესებულებები გამარტივებული შესყიდვით – სიახლე ტენდერებში

საქართველოს მთავრობამ ის საქონელი და მომსახურება განსაზღვრა, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები ტენდერის გარეშე – გამარტივებული წესით ვეღარ შეისყიდიან. ამ ჩამონათვალშია სატრანსპორტო საშუალებები, კომპიუტერული მოწყობილობები, საოჯახო ტექნიკა, საბუღალტრო, საკანცელარიო მომსახურებები, ბეჭდვა და სხვა. სახელმწიფო შესყიდვებში გამოყენებული კლასიფიკატორის (CPV) ის კოდები, რომელთა მიმართაც 2020 წლის 14 იანვრიდან უკვე აღარ დადგინდება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად …

რა ზიანი მიაყენა აჭარის გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტს – ენმ-ს განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა, დღეს, 30 ივლისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ აუდიტის სამსახურის დოკუმენტი მიიტანა, სადაც, მისივე თქმით, საუბარია აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. „აღნიშნული დოკუმენტი აუდიტის სამსახურს ჯერ ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ჩვენ ის  მოვიპოვეთ,“- აცხადებს ხარაზი. აუდიტის პირველად ანგარიშში [ასეა აღნიშნული წარმოდგენილ დოკუმენტზე], რომელიც 2016-2017 წლებს მოიცავს, საუბარია ხელვაჩაურში, …

Exit mobile version