თსუ სასწავლო პროცესის განახლებას ჰიბრიდული ფორმატით აპირებს – რას გეგმავენ სხვები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესს ჰიბრიდული ფორმატით გააგრძელებს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, თითოეული ფაკულტეტი უფლებამოსილია პრაქტიკული და ლაბორატორიული კომპონენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმართოს არადისტანციურ, სააუდიტორიო ფორმატში უსაფრთხოების ყველა რეგულაციის გათვალისწინებით. მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე და ჯანდაცვის მიმართულების იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, პრაქტიკული და ლაბორატორიული, კლინიკური კომპონენტები შესაძლებელია წარმართოს …

მოსწავლეებს უფლება აქვთ აირჩიონ, როგორ გააგრძელებენ სწავლას – ონლაინ თუ პირისპირ

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მშობლებმა, რომლებიც დასწრებით სწავლების ნაცვლად ონლაინსწავლებას აირჩევენ თავიანთი შვილებისთვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ  „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ მიერ შექმნილ ვებგვერდზე. „ონლაინსწავლებაზე განაცხადის გაკეთება ან რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. ვინაიდან, უწყებათაშორის საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში გაგრძელდება, გამონაკლისის სახით, მიმდინარე კვირას, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი …

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის სკოლები დახურული, როცა ყველა სექტორი ღიაა“ – UNICEF

საქართველოში UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს, მაია ქურციკიძეს, რომელიც დღეს ბათუმის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა, ვკითხეთ, რატომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობამ „იუნისეფის“ რეკომენდაციები სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებაზე. მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ამ კითხვას პასუხი მთავრობამ უნდა გასცეს. „ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა მომხდარიყო ადგილობრივი რისკების შეფასება და გადაწყვეტილების ამის მიხედვით მიღება და არა ერთი საზომით. სოფლებში ბევრი  …

სკოლების 60 პროცენტში სწავლის პირისპირ დაწყება შეგვეძლო – ტაბატაძე

„სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება“, – ეს პოზიცია აქვს UNICEF-ს პანდემიაში სასკოლო პროცესების მართვაზე. საქართველოში კი პირიქით მოხდა – მუშაობს რესტორნები, სავაჭრო ობიექტები და სხვა ყველა დაწესებულება, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლებმა და უნივერსიტეტებმა ახალი სასწავლო წელიც 15 სექტემბერს ონლაინში უნდა განაახლონ. ზოგი ფიქრობს, რომ თუ მოსწავლეები ვერც წელს მოახერხებენ მასწავლებლებთან პირისპირ …

სკოლებში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან განახლდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან განახლდება. ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, 4-12 მაისამდე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. ამის შესახებ განაცხადეს დღეს, 11 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. სკოლებში სასწავლო პროცესი 30 აპრილის შემდეგ შეწყვეტილია. სწავლის შეწყვეტამდე აჭარაში 13 სკოლა დაიხურა კოვიდის გამოვლენის გამო, მასწავლებელთა ინფიცირების მაჩვენებელი კი ქვეყნის მასშტაბით, 0.1 პროცენტი იყო.

სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 15 მარტიდან განახლდება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აუდიტორიებში სასწავლო პროცესი 15 მარტიდან განახლდება. ხოლო კონფერენცია-ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება პირველი მარტიდან. სხდომის შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამატებით განმარტა, რომ  პირველი მარტიდან უმაღლეს სასწავლებლებს და კოლეჯებს უფლება ექნებათ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. „ეს ნებაყოფლობითია. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მიიღებენ უმაღლესი სასწავლებლები ჩვენთან შეთანხმებით. შემდგომი …

ბათუმის სკოლებში მოსწავლეთა 73 % გამოცხადდა – სამინისტრო

დღეს, პირველ თებერვალს, აჭარის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში განახლდა. გამონაკლისი მხოლოდ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაა, სადაც სასწავლო პროცესის განახლება ორი კვირით გადაიდო, რადგან 3 პედაგოგს კოვიდი დაუდასტურდა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადების მაჩვენებელი აჭარაში ასე გადანაწილდა: ბათუმი -73.5%; ხელვაჩაური-81%; ქობულეთი-85 %; შუახევი-93%; ქედა-91%; ხულო- 95%. სამინისტროს განცხადებით, ეს …

ექნებათ თუ არა სკოლებს შერეული მეთოდით სწავლების გაგრძელების უფლება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო პროტოკოლის თვალსაზრისით სკოლები მზად არიან საკლასო ოთახებში სწავლის გასაახლებლად. „ჩვენი განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რადგან სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული. მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ სკოლებში იქნება უსაფრთხო გარემო,“- ამბობს ჩხენკელი. მან ბრიფინგზე არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, შესაბამისად, პასუხგაუცემელია კითხვა, რომელიც ამ დღეებში …

21 იანვარს სწავლა განახლდება – როგორ დავიცვათ ბავშვები გრიპისა და წითელას ვირუსისგან

საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება. H1N1 ვირუსის გავრცელების გამო სწავლა განათლების სამინისტრომ ერთი კვირით გადადო და ნაცვლად 15 იანვრისა, სწავლა 21 იანვარს განახლდება. დღეს, 18 იანვარს, საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციები დაუგზავნა, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სწავლის დაწყების დროს. სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, რომ სასწავლო პროცესის დაწყებამდე შენობები სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაონ. „ამასთან, …

რუსთაველის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო – სწავლა 25 სექტემბერს დაიწყება

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა აკადემიური და ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია, 2017 წლის 30 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია იწარმოებს 10:00-დან 17:00 საათამდე. ბსუ-ს ინფორმაციით, რეგისტრაცია იწარმოებს შემდეგ მისამართებზე: [checklist] საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე: ბიოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ზღვის ბიოლოგია, ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია  (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, II …

Exit mobile version