როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები სკოლებში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის არდადეგები სკოლებში 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით, ახალი, 2026 სასწავლო წელი სკოლებში 15 იანვარს განახლდება. მომავალი წლიდან, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, განათლების სფეროში რეფორმა დაიწყება, რომელიც საჯარო სკოლების 11-წლიან სწავლებაზე გადასვლას გულისხმობს. მე-12 კლასი სავარაუდოდ შენარჩუნდება კერძო სკოლებში, საჯარო სკოლების შემთხვევაში კი, მხოლოდ ცალკეულ ქალაქებში …

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება

საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება. სასწავლო პროცესი სკოლებში 15 მარტს განახლდება. „ბათუმელებს“ ინფორმაცია რესურსცენტრში დაუდასტურეს. სასწავლო წლის ბოლომდე სკოლების დიდ ნაწილში სკოლის დირექტორთა არჩევნებიც უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის დირექტორობის მსურველთა ტესტირება იგეგმება, რომელიც 10 მარტს უნდა დაიწყოს. 1221 სკოლაში ახალი დირექტორია ასარჩევი. დირექტორობის ვაკანსიებია გამოცხადებული აჭარის 129 საჯარო სკოლაშიც.

როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 2023 წლის 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში სწავლა არდადეგების შემდეგ ჩვეულ ფორმატში გაგრძელდება. სკოლის ის მოსწავლეები, ვისაც I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურთ, გამოცდებს 7 მარტის ჩათვლით ჩააბარებენ. გამოცდებზე გასასვლელად მათ რეგისტრაცია 15 თებერვლამდე უნდა გაევლოთ. „ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს …

როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. პანდემიიდან გამომდინარე, აჭარაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, სკოლებისა და კლასების გარკვეული ნაწილი დისტანციურად სწავლობს, თუმცა როგორც ბათუმის რესურსცენტრში გვითხრეს, სასწავლო პროცესი არც ერთ სკოლაში არ შეფერხებულა. დღეს, 22 თებერვალს, მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციომ საბჭომ კოვიდრეგულაციების დიდი ნაწილი შეამსუბუქა, თუმცა სკოლები …

როგორ აანაზღაურებენ მასწავლებლები 4-11 მაისის უქმე დღეებს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებმა 4-11 მაისის ჩათვლით გამოცხადებული უქმე დღეების ანაზღაურება ინდივიდუალურად დაგეგმილი სასწავლო პროცესით უნდა შეძლონ. „იმისთვის, რომ სასწავლო დღეების შემცირება უარყოფითად არ აისახოს მოსწავლეთა შედეგებზე და სკოლებმა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესრულება შეძლონ, განათლებისა სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რაც სასწავლო პროგრამის მოდიფიცირებას გულისხმობს“, – ამბობს სამინისტრო. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს უკვე გაეგზავნა დეტალური …

არდადეგები დაიწყო – სკოლებში ჩატარდება დეზინფექცია

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო არდადეგები ერთი კვირით გადმოიწია და ის 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება. არდადეგები გაგრძელდება 16 მარტამდე. ამ პერიოდში კი ყველა სკოლაში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. „პროფილაქტიკის მიზნით გადავწყვიტეთ სკოლებში დეზინფექციის ჩატარება“, – განაცხადა დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების …

სკოლის არდადეგების 2018-2019 წლის სრული გრაფიკი

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება. საგაზაფხულო არდადეგები კი დაიწყება 8 მარტიდან და 15 მარტამდე გაგრძელდება. ზაფხულის არდადეგები 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდეა გათვალისწინებული, მხოლოდ მე-2 და მე-11 კლასებისთვის. პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდება, მე-12-კლასელებისთვის კი – 20 მაისს. როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა …

განათლების სამინისტრომ სკოლებს საგაზაფხულო დასვენების დღეები განუსაზღვრა

საქართველოს განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს დასვენების დღეები განუსაზღვრა. ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე იქნება,  საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან 15 მარტამდე, ხოლო ზაფხულის არდადეგები  – 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სიახლეა ის, რომ სკოლებს საგაზაფხულო არდადეგები დაემატა, რაც წინა წლებში არ იყო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განსაზღვრულია 15 სექტემბერი, ხოლო …

Exit mobile version