წელს ბათუმის ბულვარი პლაჟებს აუქციონზე არ გაიტანს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია პლაჟებს ერთწლიანი ვადით, პირდაპირი წესით, გაასხვისებს. ბათუმის მერიისა და საკრებულოს, ასევე ბულვარის ადმინისტრაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აუქციონებს წელს არ გამოაცხადებენ. მერია თანახმაა, ბულვარმა ხელშეკრულებები გაუგრძელოს მოქმედ მოიჯარეებს, რომ მათ იგივე ქონებითა და პირობებით შეძლონ სარგებლობა, რაც გასულ წელს ჰქონდათ ხელშეკრულებით განსაზღვრული. ამ გადაწყვეტილებას გასულ კვირას, 31 მაისს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილების მიზეზი …

ჩვენ არ მივცემთ სხვა მოიჯარეებს მუშაობის საშუალებას – გონიო-კვარიათის მცხოვრებლები მთავრობას

გონიო-კვარიათის მცხოვრებლებმა, რომლებსაც პლაჟზე კაფე-ბარები და სხვადასხვა ობიექტი აქვთ განთავსებული, აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია გამართეს. ისინი აპროტესტებენ ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ძველმა მოიჯარეებმა ობიექტები უნდა მოშალონ. მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი მერიასთან ყოველწლიურად ანახლებდნენ საიჯარო ხელშეკრულებებს, თუმცა გასულ წელს მერიამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე თითქმის ყველა მოიჯარეს უარი უთხრა. კვარიათის მცხოვრები კობა …

ბათუმის ბულვარი პლაჟზე ადაპტირებულ საშხაპეს და გასახდელს დადგამს

ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ პლაჟზე ადაპტირებული საშხაპისა და გასახდელის დამზადება-მონტაჟისთვის ბულვარის ადმინისტრაციას 22 741 ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურებას ბულვარი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოაცხადა. საშხაპე და გასახდელი პლაჟზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დამონტაჟდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 6 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება. ბულვარის ადმინისტრაცია წელს პლაჟზე დამატებით …

როდის გამოცხადდება აუქციონები ბათუმსა და კვარიათში პლაჟებზე

ბათუმის სანაპირო ზოლში – მწვანე კონცხიდან გონიო-კვარიათის ჩათვლით პლაჟებზე – საპლაჟო ინფრასტრუქტურის, ასევე გართობისა და კვების ობიექტების მოსაწყობად აუქციონებს ბათუმის მერია და „ბათუმის ბულვარი“ [ბულვარის გასწვრივ პლაჟზე]  აცხადებს. პლაჟები იყოფა სექტორებად და გაიცემა გარკვეული დროით იჯარით, პირობიანი აუქციონის წესით. აუქციონში მონაწილეობა კი კონკრეტული ნაკვეთის როგორც ყოფილ მოიჯარეს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ბათუმის მერია მიმდინარე წელს …

საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის „ბათუმის ბულვარი“ 126 000 ლარს გადაიხდის

„ბათუმის ბულვარი“ საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის მაქსიმუმ 126 740 ლარს გადაიხდის. ბულვარის სარგებლობაში არსებულ სანაპირო ზოლზე გასახდელების, საშხაპეების, ხის ბილიკებისა და სასმელი წყლის შადრევნის მოწყობაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პლაჟზე 20 გასახდელი, ამდენივე საშხაპე და სასმელი წყლის ერთი  შადრევანი უნდა დამონტაჟდეს. ხის საფეხმავლო ბილიკები კი ჯამში 159 კვ/მ-ს დაფარავს. ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის  10 აპრილს დასრულდება, …

Exit mobile version