მაღალი კონკურენცია საპირფარეშობისთვის ბულვარში

ელექტრონულ აუქციონებზე დაფიქსირებული კონკურენციით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საპირფარეშო ბულვარში ერთ-ერთი სერიოზული შემოსავლის წყარო უნდა იყოს. ბულვარის ადმინისტრაციამ 17.28 კვ.მეტრი საზოგადოებრივ საპირფარეშო ანბანის კოშკთან 309-ე ბიჯით გაასხვისა სამი წლით. ბიჯი 234 ლარი იყო. ელექტრონული ვაჭრობაში ორი კონკურენტი მონაწილეობდა და ფასი 7800 ლარიდან 80 000 ლარამდე  გაიზარდა. აუქციონის პირობის მიხედვით, საპირფარეშოს სარგებლობის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1 …

უფასო იქნება თუ არა ქობულეთში საზოგადოებრივი საპირფარეშოები – ტენდერი 180 ათასი ლარით

ქობულეთის მერია საზოგადოებრივი საპირფარეშოების რეაბილიტაციას გეგმავს. მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი მუნიციპალიტეტმა 180 ათასი ლარით გამოაცხადა. გარემონტებული საპირფარეშოებით სარგებლობა ფასიანი იქნება თუ უფასო? – ამ კითხვაზე ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ გვითხრეს, რომ „მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე დიდი ალბათობით უფასო იქნება. შემდეგ, განვიხილავთ და შესაძლოა საპირფარეშოების იჯარით გაცემაზე მივიღოთ გადაწყვეტილება“. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ქობულეთსა და …

მოაწესრიგეს თუ არა აჭარაში სკოლებმა სველი წერტილები სწავლის დაწყების წინ

ოფიციალური მონაცემებით აჭარაში 229 საჯარო სკოლაა, მათგან დაახლოებით 95 პროცენტს სასწავლო პროცესის დაწყებამდე სველი წერტილების მოწესრიგება დასჭირდა. აჭარის განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ  სკოლების უმეტესობა შრომის ინსპექციისგან დადებით შეფასებას მიიღებს. „ჩვენ სველი წერტილების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სკოლებში ჯერ კიდევ იანვრიდან დავიწყეთ, შევადგინეთ ცხრილი, თუ რომელ სკოლას რა პრობლემა ჰქონდა და დავიწყეთ მუშაობა. დაახლოებით 20-მდე სკოლაში …

ბათუმის ორ სკვერში საპირფარეშო ფასიანი იქნება – მერიის ხელახალი აუქციონი

ბათუმის მერია თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, ასევე ს. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ [შინდისის გმირების სახელობის] სკვერში განთავსებულ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოებს 5 წლით იჯარით გასცემს. მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებული აუქციონი არ შედგა. ხელახალი აუქციონი მერიამ დღეს, 20 აგვისტოს, გამოაცხადა. აუქციონი 2 სექტემბერს დასრულდება. იჯარის პირობები ამჯერად უცვლელია: საწყისი ფასი 2800 ლარია, ბიჯი კი – …

მერია ორ სკვერში საპირფარეშოებს იჯარით გასცემს – სარგებლობა ფასიანი იქნება

ბათუმის მერია თავდადებულისა და ზუბალაშვილის კვეთაში, ასევე ს. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ [შინდისის გმირების სახელობის] სკვერში განთავსებულ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოებს 5 წლით იჯარით გასცემს. ორივე საპირფარეშოს იჯარით გაცემაზე აუქციონი უკვე გამოცხადებულია. საწყისი ფასი 2800 ლარია, ბიჯი კი – 200 ლარი. მომავალი მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია: უზრუნველყოს საპირფარეშოს გამართული მუშაობა ყოველდღიურად 10 საათიდან 24 საათამდე; …

ტუალეტის მიტოვებული ფუნდამენტები ბათუმის მერიისგან

ვინ ააშენებს საზოგადოებრივ ტუალეტებს ბათუმში და საერთოდ აშენდება თუ არა, ამ დრომდე გაურკვეველია. ბათუმის მერიამ 2016 წელს ქალაქის სხვადასხვა სკვერში 6 საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობაზე აუქციონი გამოაცხადა, თუმცა საქმე არ გაკეთდა. თამილა თოფურიძე მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო. წლის განმავლობაში 6 საზოგადოებრივ ტუალეტში მიღებული შემოსავლიდან მას ბათუმის ბიუჯეტში მხოლოდ 3200 ლარი უნდა გადაეხადა. ხელშეკრულების თანახმად, …

ბათუმში საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა შეჩერდა

„ჩემი ხელით დავანგრიე, მივშალე, მოვშალე და ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მერიაში განცხადება შემაქვს,” – უთხრა “ბათუმელებს” ინდმეწარმე თამილა თოფურიძემ. ის ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სკვერში საზოგადოებრივ ტუალეტს აშენებდა, რაც 5 აგვისტოს “მამულიშვილთა კავშირმა” გააპროტესტა.  თამილა თოფურიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მთლიანად მოშლას აპირებს. ხელშეკრულების მიხედვით, ბიზნესმენს წლის ბოლომდე ქალაქის 6 სხვადასხვა სკვერში უნდა …

Exit mobile version