საპატრულო პოლიცია დამატებით 200 სამკერდე კამერას ყიდულობს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი დამატებით 200 სამკერდე კამერას ყიდულობს. კამერებსა და მათ ლიცენზიებში კი, ტენდერის გარეშე, ჯამში 548 ათას 200 ლარს გადაიხდის. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება კომპანია AXON-ის წარმოებული BODY 2 მოდელის ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის შეძენა“ – წერს საპატრულო პოლიცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომლისგანაც …

რატომ არ რთავს პატრული სამხრე კამერას? – ომბუდსმენი შსს-ს უჩივის

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში შსს-ს მიერ დამტკიცებული იმ ინსტრუქციის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც პატრულ-პოლიციელს აძლევს უფლებას, არ გამოიყენოს სამხრე ვიდეოკამერა, „როდესაც იგი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების დროს, ურთიერთობაში შედის მოქალაქესთან“. კანონის მიხედვით, სამხრე ვიდეოკამერა პატრულ-პოლიციელის აღჭურვილობის აუცილებელი ელემენტია, თუმცა მისი გამოყენება პოლიციელზეა დამოკიდებული. „…აქტიური საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების დროს ვიდეოგადაღების მიზანს, მათ შორის, წარმოადგენს მოქალაქისა და პოლიციელის …

„ჩართე სამხრე კამერა“ – რა უნდა უთხრა პოლიციელს, როცა ის გაკავებს

„არ მუშაობს, დამავიწყდა ჩართვა, ელემენტი დაჯდა…“ – ადვოკატი დავით ჯაფარიძე პოლიციელების მიერ ყველაზე ხშირად დასახელებულ არგუმენტებს იხსენებს სასამართლო პროცესებიდან, როცა სამხრე კამერების ჩანაწერები პოლიციას არ წარმოუდგენია. ადვოკატებს მრავალწლიანი პრაქტიკიდან იშვიათად ახსენდებათ საქმე, როცა პოლიციელს სამხრე კამერის ჩანაწერი ჰქონდა, როგორც უტყუარი მტკიცებულება. პოლიციელები არც საპროტესტო აქციების დროს რთავენ კამერებს, როცა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. მაგალითად, ბათუმის …

შსს: საპატრულოს სამხრე ვიდეოკამერების უმეტესობას ეწურება სასიცოცხლო ციკლი

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციისთვის 5 მილიონ 80 ათას ლარად სამხრე ვიდეოკამერების სისტემის განახლებას გეგმავს. კამერების შეძენას სამინისტრო ტენდერის გარეშე აპირებს. შსს აცხადებს, რომ „საპატრულო პოლიციაში არსებული სამხრე კამერები წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე მყარ და უტყუარ მტკიცებულებას“, თუმცა „კამერები მე-5 წელია ხმარებაშია და უმეტესობას ეწურება სასიცოცხლო ციკლი, რის გამოც ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. …

Exit mobile version