დააკავეს პოლიციელი, რომელიც 16 წლის ბიჭს მობილურის განბლოკვას აიძულებდა, შეაგინა და დაემუქრა

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების ფაქტზე პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელი დააკავა. ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა დღეს, 13 თებერვალს. დაკავებული პოლიციელი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. პროკურატურის ცნობით, ის 16 წლის ბიჭს აიძულებდა მობილურ ტელეფონში ფოტოები ეჩვენებინა. პოლიციელი არასრულწლოვანს აგინებდა და ემუქრებოდა. გამოძიების ვერსიით, „10 თებერვალს არასრულწლოვანი გადაადგილდებოდა ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადამოწმების მიზნით, იგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს …

იძალადეს თუ არა პოლიციელებმა ბათუმში აქციის მონაწილეებზე – გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა ბათუმში აქციის მონაწილეების დაკავების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ეს უწყება იმ შემთხვევებს სწავლობს, როცა დანაშაული ან სამართალდარღვევა სავარაუდოდ სამართალდამცველს აქვს ჩადენილი. ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო 6 თებერვალს ღამით ბათუმში აქციის 11 წევრის დაკავებაზე. ისინი მაშინ დააკავეს, როცა კომენდანტის საათი დემონსტრაციულად დაარღვიეს და ქუჩაში გამოვიდნენ “არაგონივრული შეზღუდვების” გაუქმების მოთხოვნით. აქციის მონაწილეების თქმით, მათზე პოლიციამ დაკავების დროს …

„მეტი გულისყურია საჭირო“ – აუდიტორის ჩვენება „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

„ტენდერში გამოვლენილი კომპანიის დისკვალიფიკაცია არ მოხდა. ასევე დაფინანსდა ისეთი ღონისძიებები, რაც არ უნდა დაფინანსებულიყო,“ –  უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე ჰენრი სანიკიძემ. იგი სახელმწიფო აუდიტის წამყვანი აუდიტორია და  დღეს, 16 სექტემბერს, „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ მან ჩვენება მისცა სასამართლოს – აუდიტის დასკვნის საფუძველზე მისცა პროკურატურამ პასუხისგებაში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები „იაფი სახლის პროექტთან“ დაკავშირებით, მათ შორის, ბათუმის …

აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე სასამართლომ სრულად გაამართლა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია გიორგი კუპრეიშვილი. მას 2006 წლის იანვარში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გიორგი კუპრეიშვილი ასლან აბაშიძის მმართველობის დროს უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო 1996 წლიდან 2004 წლის 5 მაისამდე, ვიდრე აჭარაშიც მოხდებოდა „ვარდების რევოლუცია“. „გიორგი კუპრეიშვილის საქმის“ გადასინჯვის მოთხოვნით ამჯერად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 17 ივნისს …

რას ედავება პროკურატურა ბათუმის მერის წარმომადგენელს

“აღნიშნული ტერიტორია იყო უკაცრიელი, თუმცა კომერციულად ძვირფასი – მიწა ტურისტულ ზონაში მდებარეობს,” – მიმართა მოსამართლეს პროკურორმა დავით ჭარბაძემ. ამ სიტყვებით პროკურორმა მწვანე კონცხზე ერთ-ერთი მიწა აღწერა, რომელიც დაახლოებით 95 ათას ლარადაა შეფასებული და იგი ბათუმის მერიის წარმომადგენლის, გოგიტა დარჩიას შესაბამისი დოკუმენტის გაცემის შემდეგ, კერძო პირის საკუთრება გახდა. “იქ უნდა ყოფილიყო სახლი და ბოსელი ნახაზის მიხედვით. …

უცხოელი ბიზნესმენი: ბათუმში ავარიის ინსცენირებით ფულის გამოძალვას ცდილობდნენ

ბიზნესმენი ისრაელიდან ემილი დორფი საპატრულო პოლიციას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. ემილი დორფი ტურისტული კომპანია „თრეველ თუ ჯორჯია 2010“-ის დირექტორია. ამბობს, რომ პატრულის თანამშრომლებმა ყოველგვარი წერილობითი დოკუმენტის შედგენის გარეშე მისი კომპანიის ავტომანქანა გადაიყვანეს საჯარიმოზე მაშინ, როცა ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა. 23 ივლისის საღამოს ძველი ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე ემილი დორფმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და დახმარება ითხოვა. …

Exit mobile version