„800 ლარზე ვერ ვიმუშავებთ“ – პროტესტი ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის – „ფასთ თრექ ტექსტილეს“ თანამშრომლებმა დღეს, 26 თებერვალს, სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვეს, ფაბრიკის ეზოში აქცია გამართეს და მუშაობა ერთი დღით შეაჩერეს. ფაბრიკის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. „ახალმა ადმინისტრაციამ სამუშაო პირობები შეგვიცვალა, ხელფასი გამოგვდის 800-900 ლარი… იძულებულს გვხდიან, რომ წავიდეთ, ამ ფორმით გვაიძულებენ, რომ დავტოვოთ სამსახური, კომპენსაციის გადახდა არ უნდათ,“ – უთხრეს …

„ყველა მოგონება, რაც გულს მიჩქარებდა, ამ ადგილს უკავშირდება“ – ქალები ფაბრიკის სახლებიდან

ლერმონტოვის ქუჩა 94 ა ამ მისამართზე ბათუმში საბჭოთა დროის  კორპუსი დგას. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კორპუსია, არაფრით გამორჩეული, მაგრამ 1980 წელს, როცა ამ სახლის მშენებლობა დასრულდა ეზოში დიდი ჟრიამული იდგა. ყველა ახალმოსახლე ერთად გადმოვიდა: ერთად მოაყენეს დიდი სატვირთო მანქანები ახალი სახლისთვის საჭირო ახალი ნივთებით, ახალი ავეჯით, ყველას სახლი კრიალებდა. აქ ყველა ერთმანეთს იცნობდა, რადგან ახალმოსახლეები ერთად …

როგორია ბობოყვათის სამკერვალოს თანამშრომლების ჯანმრთელობა მოწამვლის შემდეგ

„მხოლოდ ერთი თანამშრომელი რჩება კლინიკაში, დანარჩენი ყველა გამოწერეს და კარგად არიან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „აჭარა ტექსტილეს“ ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკის წარმომადგენელმა, გია ლომინაძემ. გუშინ, 28 ივლისს, ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკიდან დაახლოებით 30 თანამშრომელი [სამკერვალოს ადმინისტრაციის ინფორმაცია] ინტოქსიკაციის დიაგნოზით კლინიკებში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ სამკერვალოს თანამშრომლები გუშინ საუბრობდნენ სპეციფიკურ სუნზე, რაც მათი თქმით, გაზის სუნი იყო, „აჭარა …

„ჩვენი საჭმელი არ შეგვატანინეს“ – რა ხდება ფაბრიკაში, სადაც 45 მკერავი მოიწამლა

ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში სადილის შესვენება პირველ საათზე იწყება. ამ ფაბრიკას თავისი სასადილო სივრცეც აქვს, მაგრამ  დღეს რამდენიმე ქალმა ფაბრიკის წინ, ღია სივრცეში ისადილა. ერთ-ერთი მკერავი ქალის თქმით, ეს იმიტომ, რომ ფაბრიკის ტერიტორიაზე სახლებიდან წამოღებული საჭმელი არ შეატანინეს. დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი ფუტკარაძის თქმით, გარედან საჭმელს ვერ შეატანინებენ უსაფრთხოების მიზნით. სამკერვალო ფაბრიკა „ფასთ თრეკი“ ხელვაჩაურში 31 …

ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხელვაჩაურში, შპს „ფასთ თრექის“ სამკერვალო ფაბრიკაში, სადაც დღეს, 31 მაისს, რამდენიმე ათეული თანამშრომელი მოიწამლა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად პოლიციაც მუშაობს. შს სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით. ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკაში, 45 ადამიანი საკვებით მოიწამლა. კომპანიის ინფორმაციით, …

მოწამლული მკერავების მენიუ: ქათმის გულ-ღვიძლი, ჩორბა, ბურღული და კიტრი-პომიდვრის სალათა

სამკერვალო ფაბრიკა „ფასთ თრეკის“ კადრების განყოფილების ხელმძღვანელის, მაკა ძნელაძის ინფორმაციით, დღეს მათი კომპანიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა 45 მოწამლული ადამიანი გადაიყვანეს კლინიკებში, „ისინი, ვინც მძიმედ იყვნენ“. მისი თქმით, ფაბრიკის რამდენიმე თანამშრომელს  ადგილზე გაუკეთეს გადასხმა და ისინი უკვე კარგად არიან, „დანარჩენები კი სახლებში წავიდნენ“. მაკა ძნელაძის ინფორმაციით, დღეს სამკერვალოში სადილად ჰქონდათ „ქათმის გულ-ღვიძლი, ჩორბა, ბურღული და …

რატომ დაიხურა ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკა

ბობოყვათის სამჯერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილემ“ მუშაობა შეაჩერა. კომპანიის ფინანსური დირექტორი, გია ლომინაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს არ უკავშირდება გავრცელებულ ინფორმაციას მკერავებში კორონავირუსის დადასტურების შესახებ. „ეს არ არის სიმართლე… ორი თანამშრომელი ნამდვილად გადაიყვანეს შემოწმებაზე, მაგრამ მათ უარყოფითი პასუხი მიუვიდათ. ფაბრიკა შეჩერდა იმიტომ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო იქ მკერავები თითქმის არ დადიოდნენ. მუშაობას აგრძელებს თამარის დასახლებაში მდებარე …

მკერავების აქცია: გადავკეტავთ ბათუმი-სარფის გზას

ხელვაჩაურში, ახალსოფლის დასახლებაში, მკერავები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სამკერვალო ფაბრიკის ხელმძღვანელებისგან ბოლო სამი თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ. სამკერვალო ფაბრიკა ხელვაჩაურში რამდენიმე დღის წინ დაიხურა. იგი თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც ფაბრიკის თანამშრომლებს ამ დრომდე არ შეხვედრია. „ისინი მთავრობას სთხოვენ რეაგირებას. თუ არც ხელისუფლება მიაქცევს ყურადღებას ამ ადამიანებს, მკერავები ბათუმი-სარფის გზას გადაკეტავენ,“ – ამბობს ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ …

Exit mobile version