რა რეაგირება მოჰყვა საბჭოთა ტირანის ბიუსტების გაყიდვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში? – ინფორმაცია თბილისის აეროპორტში ვერ მოგვაწოდეს და ვერც სუს-ში, სადაც, წესით, უნდა ემსჯელათ არის თუ არა სტალინის ბიუსტი საბჭოთა ტოტალიტარიზმის სიმბოლო, რომლის გამოყენებაც კანონით აკრძალულია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჯიხური, სადაც სტალინის ბიუსტები იყიდება, იჯარით აქვთ გაცემული და ამ საკითხზე რეაგირება მათ კომპეტენციას …
Tag Archives: საბჭოთა სიმბოლიკა
„ალტ-ინფოები“ თუ დუგინის ძმაკაცი ვასაძეები ალაგდება, თუ ამოვკვეთთ თავად სიმსივნეს – ინტერვიუ
„ეს ბოლო შანსია,“ – ინტერვიუს დროს რამდენჯერმე ახსენა პუბლიცისტმა ზაალ ანდრონიკაშვილმა, რომელსაც სტალინის ბიუსტებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვაჭრობაზე ვკითხეთ, ამბავზე, რომლის შესახებაც ევროპარლამენტარმა რამდენიმე დღის წინ იკითხა: „საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანება სტალინის ბიუსტებით გინდა?“ პუბლიცისტი მიიჩნევს, რომ რეალურად სტალინის ბიუსტები მხოლოდ „აისბერგის“ წვერია, ხოლო ქვეყანა, როგორც გემი, შესაძლოა, ამ აისბერგს ეჯახება. ზაალ ანდრონიკაშვილის აზრით, ახლა გადამწყვეტ …
საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების გამოყენების შემთხვევაში პოლიცია 1000 ლარით დაგაჯარიმებთ
შს სამინისტროს ინფორმაციით, 22 მაისის ჩათვლით საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რა დროსაც იკრძალება: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია; ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში; შესაბამისად, ხვალ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები …
მასწავლებელს, რომელმაც ბავშვებს წითელი ყელსახვევი გაუკეთა, საყვედური გამოუცხადეს
ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პირველი გ კლასის მასწავლებელს, ქეთევან ვეკუას, სკოლის დისციპლინურმა საბჭომ სასტიკი საყვედური გამოუცხადა. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, ვეკუა კლასის დამრიგებლობიდანაც გაათავისუფლეს. 16 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს, ქეთევან ვეკუამ თავისი სადამრიგებლო კლასის პირველკლასელ გოგონებს წითელი ყელსახვევები გაუკეთა, ბიჭებს კი – ლურჯი, რასაც საზოგადოების კრიტიკული რეაქციები მოჰყვა. წითელ ყელსახვევს საბჭოთა სკოლებში ატარებდნენ ბავშვები …
Continue reading “მასწავლებელს, რომელმაც ბავშვებს წითელი ყელსახვევი გაუკეთა, საყვედური გამოუცხადეს”
ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს
ქობულეთის მე-3 საჯაროს სკოლაში პირველკლასელ გოგონებს კლასის ხელმძღვანელმა ქეთევან ვეკუამ წითელი ყელსახვევები გაუკეთა, ბიჭებს კი – ლურჯი. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა პედაგოგმა პიონერების სიმბოლოს გამოყენება, სკოლის დირექტორმა თქვა, რომ ეს პედაგოგის გადაწყვეტილება იყო და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „ბორდოსფერია, წითელი არ არის. თვითონ მოიფიქრა კლასის ხელმძღვანელმა, ეს მისი არჩევანია, აჩუქა ბავშვებს და ჩვენ აქ …
Continue reading “ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს”
ნაყინი „СССР“ – კომპანია მომწოდებელთან კონტრაქტის შეწყვეტას აპირებს
ბათუმის ბაზარზე გამოჩნდა რუსული წარმოების ნაყინი, წარწერით „СССР“. ნაყინმა მალევე მიიქცია ყურადღება. როგორც შეფუთვაზე მითითებული ინფორმაციით ვიგებთ, ნაყინის იმპორტს შპს „არქტიკა“ ახორციელებს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა შპს „არქტიკას“ წამომადგენლობას. მათი ინფორმაციით, ბათუმის ბაზარზე მაისიდან ოპერირებენ. „არქტიკაში“ ამბობენ, რომ მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში მდებარეობს, თავად გამოგზავნა საქონელი, ისე რომ შერჩევის საშუალება მათ არ ჰქონდათ: „ჩვენ არ შეგვიკვეთავს ამ წარწერის …
Continue reading “ნაყინი „СССР“ – კომპანია მომწოდებელთან კონტრაქტის შეწყვეტას აპირებს”