რატომ არ შენდება დანისპარაულის ხიდი, რომელიც 2025 წელს უნდა დასრულებულიყო – გამოიყო 600 ათასი ლარი

ხულოში, სოფელ დანისპარაულში, ენგენაურის ხიდი, რომელიც 2025 წელს უნდა აშენებულიყო და რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი გამოიყო, დღემდე არ აშენებულა. ენგენაურის ხიდი ინფრასტრუქტურულად მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხიდმა ორი სოფელი უნდა დააკავშიროს ერთმანეთს. „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრების განცხადებით, რომლებმაც ხულოში ყოფნისას ამ ხიდის მდგომარეობა გადაიღეს, აცხადებენ, რომ ხიდის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 2025 წელს 366 ათასი ლარი გამოიყო …

გზების დეპარტამენტი ბათუმის „ჰილტონში“ თანამშრომლების კვებაზე 17 700 ლარს დახარჯავს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 29-30 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ თანამშრომლების შეკრებას გეგმავს „გამოწვევების განსაზღვრისა და სამომავლო გეგმების“ მიზნით. დაგეგმილია 100 თანამშრომლის ჩამოყვანა და განთავსება „ჰილტონში“, რისთვისაც დეპარტამენტი 17 000 ლარს ითხოვს ბიუჯეტიდან, მხოლოდ კვებისთვის. მოხსენებით ბარათში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსს მისწერა ამავე დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ხარჯების გამოყოფის თაობაზე, წერია, რომ „ჰილტონში“ 100 თანამშრომლის …

323 დღე მივლინებაში – „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომლების რეკორდი: დახარჯეს 1.3 მილიონი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანახმად, 2022-2023 წლებში, 13-მა სახელმწიფო უწყებამ ქვეყნის შიგნით და გარეთ მივლინებებში 12 მლნ 168 918 ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. აქედან, ყველაზე მეტი თანხა – 1 მლნ 324 666 ლარი, „ღვინის ეროვნულმა სააგენტომ“ დახარჯა. როგორც სახელმწიფო აუდიტი ამბობს, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენლები „არაგონივრულად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“ იმყოფებოდნენ მივლინებებში. ეს გამოიხატება იმაში, რომ მივლინებაში გატარებული …

ბათუმის მერია „შერატონში“ გამართული ვახშმობის ხარჯებს არ ასაჯაროებს

2025 წლის ბათუმობისთვის, ქალაქის ბიუჯეტში 380 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. აღნიშნული თანხიდან 223 ათასი ლარი მომღერლების ჰონორარებსა და კონცერტის ორგანიზებაზე დაიხარჯა. ღონისძიების ფარგლებში „შერატონში“ ვახშამიც შეუკვეთეს, თუმცა რამდენი პირი მიიწვიეს და რამდენი დახარჯეს –  ბათუმის მერია ამ დრომდე ასაიდუმლოებს.  მომღერლების ჰონორარების ხარჯები ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა შესაბამის პლატფორმაზე ატვირთვა, თუმცა „შერატონში“ გამართული ვახშმის ხარჯებს ამ …

120 ათასი დაიხარჯა ტუალეტზე, სადაც დაზიანებულია ინვენტარი – აუდიტი ბაღებისა და სკოლების „რემონტზე“

ნინოწმინდის მერიამ 1 მილიონ 221 ათას ლარზე მეტი დახარჯა ბიუჯეტიდან სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაციაზე. თუმცა, აუდიტის დასკვნით პროექტების უმრავლესობა დაუსრულებელი ან ცუდადა შესრულებული. მეტიც, „ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას“. სახელმწიფო აუდიტის დასკვნა 2021-2022 წლებს შეეხება. მაგალითად, 2021-2022 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა 297 ათასი ლარი გადაიხადა სოფელ პატარა ხანჩალში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, თუმცა, როგორც …

გაორმაგებული ხელფასები, პრემია და სხვა ხარჯები აჭარის მთავრობაში

აჭარის მთავრობასა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 208-2019 წლებში 41 863 172.5 ლარი დაიხარჯა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (17,811,655 ლარი) დაახლოებით 2.3-ჯერ მეტია – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაციამ აჭარის მთავრობისგან და საქვეუწყებო დაწესებულებებისგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ …

ბათუმელი ჩინოვნიკები პარიზში გამოფენაზე ბიუჯეტის ხარჯით

აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საფრანგეთში, პარიზში არტ-კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში, ცხრა ქართველი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენა 11 თებერვალს გაიხსნა და ერთ კვირას გაგრძელდება. აჭარიდან “არტ კაპიტალზე” გამოფენილია მხატვრების – აკაკი ძნელაძის, ბექა ბოლქვაძის, ბესო ბესელიას, ირინა ტორონჯაძის, სპარტაკ კუდბას, მაია ჭყონიას და კახა ნიჟარაძის ნამუშევრები. ქართველი მხატვრების გამოფენაზე იმყოფება ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საკრებულოს წევრი, ასევე …

რა ზიანი მიაყენა აჭარის გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტს – ენმ-ს განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა, დღეს, 30 ივლისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ აუდიტის სამსახურის დოკუმენტი მიიტანა, სადაც, მისივე თქმით, საუბარია აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. „აღნიშნული დოკუმენტი აუდიტის სამსახურს ჯერ ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ჩვენ ის  მოვიპოვეთ,“- აცხადებს ხარაზი. აუდიტის პირველად ანგარიშში [ასეა აღნიშნული წარმოდგენილ დოკუმენტზე], რომელიც 2016-2017 წლებს მოიცავს, საუბარია ხელვაჩაურში, …

როგორ გამოიყურება სახლი, რომლის შეკეთებაზე ბიუჯეტიდან 70 ათასამდე ლარი დაიხარჯა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რეზო ხარაზის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაქვში მეშვიდე მიკრორაიონში მდებარე შენობის რეაბილიტაციისთვის 72 ათასი ლარი გამოყო, ჩატარდა გარკვეული სამუშაოები, თუმცა შენობა საცხოვრებლად მაინც გამოუსადეგარია. შენობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს უნდა ეცხოვრათ. „საცხოვრებელ სახლში ძალიან დაბალი დონის სამუშაოები ჩატარდა, თუმცა დღეს პრაქტიკულად განადგურებულია. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან არაეფექტურად დაიხარჯა ბიუჯეტის თანხები. …

Exit mobile version