ბათუმის 11 სკოლაში დაიხურა კლასები კოვიდის შემთხვევების გამო

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 8 ოქტომბერს, კორონავირუსის შემთხვევების გამო კლასები დაიხურა ბათუმის 11 საჯარო სკოლაში, თითო სკოლაში თითო კლასი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი ბავშვებში გამოვლინდა. ასევე, კოვიდის შემთხვევების გამო დღეს აჭარაში 3 საბავშვო ბაღში სამი ჯგუფი დახურეს. ორი ჯგუფი დაიხურა ქედის საბავშვო ბაღში, ხოლო ერთი ჯგუფი – ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში. კოვიდი …

4 ოქტომბერს მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები

მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა დღეს, 28 სექტემბერს. 4 ოქტომბრიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებშიც.

დანაგვიანებული ტერიტორია საბავშვო ბაღის მიმდებარედ ბათუმში

ბათუმში, აღმაშენებლის 16 ნომერში, იქ სადაც მე-10 საბავშვო ბაღი მდებარეობს, ასე გამოიყურება ბაღის მიმდებარე ტერიტორია. სწორედ აქ თამაშობენ და გადაადგილდებიან  სხვა ბავშვებიც, რადგან ტერიტორიაზე პატარა ატრაქციონიცაა დამონტაჯებული. ტერიტორიაზე განთავსებული სკამები დაზიანებულია, იქვე ყრია მეტალის და საყოფაცხოვრებო თუ სხვა ნარჩენები. ფოტოები „ბათუმელებს“ მკითხველმა მიაწოდა. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის სანდასუფთავების სამსახურს და ჰკითხა, არის თუ არა, აღნიშნული სამსახურის …

მშობელი ამბობს, რომ საბავშვო ბაღის დირექტორი მას შვილით დაემუქრა, დირექტორი უარყოფს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი ამბობს, რომ მას საბავშვო ბაღის დირექტორი, არჩილ აბაშიძე დაემუქრა. არჩილ აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატისთვის „ქართული ოცნების“ სახელით მუშაობს, როგორც კოორდინატორი. დირექტორი მუქარას უარყოფს. ბავშვის მშობელი დავით გორგაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ მან არჩილ აბაშიძეს, როგორც არჩევნებში მმართველი პარტიის კოორდინატორს,  საარჩევნოდ დასაქმება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. …

ნაკლები შაქარი და მარილი – კვების რაციონი ბათუმის საბავშვო ბაღებშიც შეიცვალა

2018 წლიდან საბავშვო ბაღებში კვების რაციონი შეიცვალა. ცვლილებები შევიდა ბათუმის საბავშვო ბაღების მენიუშიც. ზოგიერთი მშობელი ცვლილებებს კრიტიკულად შეხვდა, ისინი უკმაყოფილებას სოციალურ ქსელებში გამოხატავდნენ.  რა შეიცვალა მენიუში კონკრეტულად და ვისი რეკომენდაციით? ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მამაუკა შამილიშვილის თქმით, ახალი მენიუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგა. „ეს არის მთავრობის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული რაციონი.  შემცირდა …

ვის შეუძლია საბავშვო ბაღში მუშაობა ქედაში

29 სექტემბრის სხდომაზე ქედის საკრებულომ საბავშვო ბაღების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაამტკიცა. ქედის საკრებულოს დადგენილება, რომელიც სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებს გარკვეულ მოთხოვნებს უწესებს, მას შემდეგ ამოქმედდება, როდესაც საბავშვო ბაღები ავტორიზაციას გაივლიან. ქედის საკრებულოს დადგენილებით, საბავშვო ბაღის აღმზრდელ პედაგოგს უმაღლესი განათლება მოეთხოვება, რაც შეეხება აღმზრდელ-ასისტენტს, მას საშუალო განათლება უნდა ჰქონდეს და ამასთან, გადამზადებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების …

ბათუმის საბავშვო ბაღებში დამატებით 1000-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებენ

ახალი სასწავლო წლიდან, ბათუმის საბავშვო ბაღებში დამატებით 1000-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებენ. მშობლებს სამი წლის ასაკს მიღწეული შვილების დარეგისტრირება ონლაინრეჟიმში, მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ. ახალი სასწავლო წლიდან სააღმზედელო დაწესებულებებში 2 ათას 593 ადგილი გამოთავისუფლდება. ამ დროისთვის 1500 აღსაზრდელი უკვე დარეგისტრირებულია. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საბავშვო ბაღების ჯგუფებში განსაზღვრული 35 აღსაზრდელის ადგილი. ლიმიტის ზემოთ პროგრამა არ ჩარიცხავს აღსაზრდელს. ააიპ ,,ბათუმის …

Exit mobile version