„პლაჟზე რა გინდა, სადაც რუსი ტურისტები არიან? რუს ტურისტთან რა გინდა? როცა მიდიხარ პოლიტიკური ბანერით ეს არის რუსოფობიური კამპანიის ხელოვნურად გაღვივება. სამარცხვინოა. საკრუიზო გემს რომ დახვდით, ესეც სამარცხვინოა“, – ამბობს ირაკლი კობახიძე. არის თუ არა ანტისაოკუპაციო მოძრაობა ფობია და რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ ეს მოძრაობა რუსოფობიად მონათლოს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის …
Tag Archives: რუსული ენა
აფხაზეთში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს რუსეთიდან დააფინანსებენ
2025 წლის პირველი სექტემბრიდან, აფხაზეთში, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები რუსეთიდან, 5 ათასი რუბლის ოდენობის ხელფასის დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი წერს. „2025 წლის 1 სექტემბრიდან დაწესდეს ყოველთვიური დანამატები აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისა და ლექტორების განაკვეთებსა და ხელფასებზე, 5 ათასი რუბლის ოდენობით“, – ნათქვამია ოკუპირებული …
Continue reading “აფხაზეთში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს რუსეთიდან დააფინანსებენ”
რუსული კლუბის განმარტება შეკვეთილში რუსეთის სექციის უფროსის გამოჩენასა და პედაგოგების წვრთნაზე
„კატეგორიულად და მთელი პასუხისმგებლობით „რუსული კლუბი“ აცხადებს, რომ ტრენინგის პროექტი არ არის დაფინანსებული არცერთი [ხაზს ვუსვამთ არცერთი] უცხოური ქვეყნის მიერ. პროექტი მთლიანად და სრულიად მხარდაჭერილია ქართველი ბიზნესმენების მიერ, რისთვისაც ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და მათ ვუხდით გულწრფელ მადლობას,“ – ორგანიზაცია „რუსულ კლუბი“ განცხადებას ავრცელებს შეკვეთილში ბავშვების და მასწავლებლებისთვის ტრეინინგის ჩატარებაზე. „ბათუმელებმა“ 2024 წლის 12 ივლისს გამოაქვეყნა …
ბათუმში ქართული მენიუს არქონის გამო 6 ობიექტი დააჯარიმეს
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ბათუმში 6 მოვაჭრე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა. „მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ობიექტებმა არ შეასრულეს“. საუბარია სავაჭრო ობიექტებში, მათ შორის რესტორნებსა და კაფე-ბარებში ქართული მენიუს და ქართულ ენაზე მომსახურების არარსებობაზე. „მოვაჭრეებს ევალებოდათ თავიანთი ობიექტები სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა“- აცხადებს კონკურენციის სააგენტო. …
Continue reading “ბათუმში ქართული მენიუს არქონის გამო 6 ობიექტი დააჯარიმეს”
ბათუმის კაფეებში უცხო ენაზე მომსახურების საკითხს შევისწავლით – კონკურენციის სააგენტო
ბათუმში, კაფე-ბარებში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საკითხის შესწავლა დაიწყო. „საკითხი ეხება – 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას. კერძოდ, „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ წერილის საფუძველზე, საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილია და მომხმარებელს არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება. შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ …
თვითმომსახურების ყველა ჯიხურიდან ამოვიღეთ რუსული ენა – „მაკშაურმას“ განცხადება
„მაკშაურმა“ ფეისბუქზე გამოეხმაურა რუსულენოვანი ქვითრების საკითხს, სადაც ამბობს, რომ კომპანიის ფილიალებში ყველა ქვითარი მხოლოდ ქართულ ენაზე იბეჭდება და რომ ისინი გმობენ რუსულ აგრესიას. კომპანიამ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა „მაკშაურმას“ თვითმომსახურების ჯიხურიდან ამობეჭდილი რუსულენოვანი საინფორმაციო ფურცელი. რუსულენოვანი ქვითარი და ფასი რუსულ რუბლში – რა მოხდა ბათუმში „ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის ცნობილია, …
Continue reading “თვითმომსახურების ყველა ჯიხურიდან ამოვიღეთ რუსული ენა – „მაკშაურმას“ განცხადება”
რუსულენოვანი ქვითარი და ფასი რუსულ რუბლში – რა მოხდა ბათუმში
რუსულენოვანი ქვითარი და ფასი რუსულ რუბლში – 13 ივნისს, სოციალურ ქსელში ბათუმში გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ერთ-ერთი მათგანი კვების ობიექტ „მაკშაურმაში“ იყო გადაღებული და მიუთითებდა, რომ დამოუკიდებლად შეკვეთისთვის განთავსებული მონიტორები რუსულ ენაზეც სთავაზობდა მომხმარებელს სერვისს, რის შემდეგაც რუსულენოვან ქვითარს გასცემდა. ამან მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. მეორე ფოტო გადაღებულია, ბათუმში, ტანსაცმლის მაღაზიაში „ელსივაიკიკი“. ფოტოზე ჩანს, რომ ერთ-ერთ გასაყიდ …
Continue reading “რუსულენოვანი ქვითარი და ფასი რუსულ რუბლში – რა მოხდა ბათუმში”
რუსული ენის ცოდნა – ახალი მოთხოვნა დასაქმების მსურველებისთვის
ბათუმში მცხოვრები სამსახურის მაძიებლები ამბობენ, რომ ბოლო ერთი წელია შრომის ბაზარზე ახალი მოთხოვნა გაჩნდა – რუსული ენის ცოდნა. ადრე თუ დამსაქმებლები ინგლისურს ითხოვდნენ, დღეს ჯერ იმას გეკითხებიან, იცი თუ არა რუსული და შემდეგ ინტერესდებიან სხვა ენების ცოდნით და უნარებით. მარიამ დუმბაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სამსახურს ეძებს. „სამსახურის ძიებაში ვარ. ძებნის პროცესში ხშირად დაბრკოლებას მიქმნის რუსული …
Continue reading “რუსული ენის ცოდნა – ახალი მოთხოვნა დასაქმების მსურველებისთვის”
უკრაინის სკოლებში ოკუპანტის ენა უნდა ისწავლებოდეს? – ომბუდსმენის განმარტება
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ენის საკითხი საკმაოდ მწვავედ განიხილება: რუსულენოვან უკრაინელებს აღარ სურთ ოკუპანტის ენაზე ლაპარაკი, ამიტომ ბევრი გადადის უკრაინულ ენაზე. თუმცა, უკრაინის სკოლებში რუსული ენის სწავლება პირდაპირი ჯერ კიდევ არ არის აკრძალული. როგორც განათლების ომბუდსმენმა, სერგეი გორბაჩევმა „მედია დეტექტორთან“ ინტერვიუში განმარტა, თუ მშობლები თავს ეთნიკურ რუსებად თვლიან, მათ შეუძლიათ სკოლას მიმართონ …
Continue reading “უკრაინის სკოლებში ოკუპანტის ენა უნდა ისწავლებოდეს? – ომბუდსმენის განმარტება”
მატარებელში რუსულ ენაზე ინფორმაციას აღარ აცხადებენ
სტანდარტულ ინფორმაციას ბათუმი-თბილისის მატარებელში ვეღარ მოისმენთ. ინფორმაცია უკვე მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე ცხადდება. „საქართველოს რკინიგზის“ ამ სიახლის შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მგზავრმა შეატყობინა. „ეს გადაწყვეტილება რკინიგზამ ოთხი თვის წინ მიიღო,“ – ირწმუნებიან „საქართველოს რკინიგზის“ პრესცენტრში. პრესცენტრის ინფორმაციით, რუსულ ენაზე ინფორმაციის გამოუცხადებლობა არ უკავშირდება 20 ივნისის მოვლენებს და ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს. პრესცენტრში ვერ გვითხრეს, …
Continue reading “მატარებელში რუსულ ენაზე ინფორმაციას აღარ აცხადებენ”
სად ირჩევენ სწავლას ახალგაზრდები რუსული სკოლის დამთავრების შემდეგ
ბათუმში რუსულ ენაზე განათლების მიღება ორ საჯარო სკოლაშია შესაძლებელი. სკოლებში, სადაც წლების წინ მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, ახლა ქართული და რუსული სექტორებია. რუსულ ენაზე განათლებას, ძირითადად, ბათუმში მცხოვრები იმ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები იღებენ, რომელთა ოჯახებშიც რუსულად საუბრობენ, ან კიდევ ეთნიკური ქართველები, რომლებიც აქამდე რუსეთში, უკრაინაში ან პოსტსაბჭოთა რომელიმე ქვეყანაში ცხოვრობდნენ და ახლა ჩამოვიდნენ …
Continue reading “სად ირჩევენ სწავლას ახალგაზრდები რუსული სკოლის დამთავრების შემდეგ”