საქართველოში რუსეთის მხოლოდ 37 715 მოქალაქეა? – მკვლევარი აღწერის ახალ შედეგზე

საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან რუსეთის 37 715 მოქალაქეა – ეს საქართველოში 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგია. რამდენად რეალურია საყოველთაო აღწერის შედეგები, როცა ბოლო წლებში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბათუმსა და თბილისში რუსების განსაკუთრებულ სიმრავლეს ყველა ამჩნევს? მოსახლეობის საყოველთა აღწერის მიხედვით, 2014 წელს საქართველოში რუსეთის 7620 მოქალაქე იყო. 10 წლის განმავლობაში …

სარფში ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანის ფაქტზე, რუსეთის მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტზე, რუსეთის მოქალაქე დააკავეს. რუსეთის მოქალაქეს იარაღი „სარფის“ სასაზღვრო გამშვები-პუნქტიდან შემოჰქონდა. „ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის სპეციალური სკანერის საშუალებით დეტალური დათვალიერებისას, სხვადასხვა მოდელის 13 ცეცხლსასროლი იარაღი და 9 მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო პოლიციამ. ბრალდებულს იარაღი სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარებისა და …

რატომ არ იაფდება პროდუქტები, როცა რუსები საქართველოს ტოვებენ? – ეკონომისტის მოსაზრება

რატომ არ იაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში, როცა რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტოვებენ? სურსათის ფასების მკვეთრად გაზრდის დროს ვისმენდით არგუმენტს, რომ საქართველოში რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოდის, მოთხოვნა გაიზარდა და ესაა ფასების მატების მიზეზი. როდის გაიაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში? – „ბათუმელები“ სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა. ის კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანია. ბატონო სოსო, რატომ არ იაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში, …

კაცი Z-სიმბოლოიანი მაისურით ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში

დღეს, 27 სექტემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში ახალგაზრდა კაცი, Z სიმბოლოიანი მაისურით გადაადგილდებოდა. მაისურზე Z  სიმბოლო, გეორგიევსკის ფერებშია გამოსახული. უცნობმა კაცმა რამდენიმე აუდიტორიაში შეიხედა. ფოტო „ბათუმელებს“ სტუდენტმა მოაწოდა, რომელიც გამოელაპარაკა უცნობ კაცს და ჰკითხა, თუ რატომ ეცვა Z -სიმბოლოიანი მაისური და ვის ეძებდა აუდიტორიებში. უცნობმა პირმა პასუხის გარეშე, ველოსიპედით დატოვა უნივერსიტეტის ეზო. 2022 წლის …

„როგორ მოვიტეხოთ ხელი უმტკივნეულოდ“ – რას ეძებენ რუსები გუგლში მობილიზაციის შემდეგ

მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის ტერიტორიიდან გუგლის საძიებო სისტემაში პოპულარული გახდა ისეთი ფრაზების ძიება, როგორიცაა „როგორ წავიდე რუსეთიდან“, „როგორ ავირიდო თავიდან გაწვევა“. თუ უფრო დეტალურად ჩავეძიებით გუგლის ძიებებს, აღმოვაჩენთ, რომ 21 სექტემბერს, მობილიზაციის გამოცხადების დღეს, რუსეთიდან გუგლში ხელის მოტეხის გზებიც იძებნებოდა, რისი მიზანიც ნაწილობრივი მობილიზაციისგან თავის არიდება იყო: ამავე …

აგვისტოში რუსეთის 260 810 მოქალაქე შემოვიდა საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის 24 076-ით მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე ამავე წლის ივლისში. სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში რუსეთის 260 810 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო ივლისში 236 734 მოქალაქე. რუსეთის ფედერაცია იმ სამეულში ლიდერობს, რომლის ყველაზე მეტი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში აგვისტოში. აღნიშნულ თვეში საქართველოში სომხეთის 178 483 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო მესამე …

ივნისში საქართველოში რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საზღვარი ივნისის თვეში რუსეთის 135 457-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 340 პროცენტითაა გაზრდილი. ევროკავშირის ქვეყნებიდან ამავე პერიოდში საქართველოში 28 989 ადამიანია შემოსული. რუსეთის მოქალაქეების შემდეგ, ყველაზე მეტი – 86 565 მოქალაქე შემოსულა სომხეთიდან, 69 973 მოქალაქე კი თურქეთიდან. …

ივნისის თვეში საქართველოში რუსეთის 90 ათასი მოქალაქე შემოვიდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოს საზღვარი 90 239-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც 38 678-ით მეტია წინა თვესთან შედარებით. მაისში 51 561 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში. რუსეთის მოქალაქეების შემდეგ, ივნისში საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორებიდან სომხები სჭარბობენ – 61 974-მა სომხეთის მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, შემდეგ მოდის უკრაინა – 15 273 ვიზიტორი, შემდეგ …

მაისში საზღვარი რუსეთის 51 561-მა მოქალაქემ გადმოკვეთა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოს ადმინისტრაციული საზღვარი რუსეთის  51 561-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. გასულ წელს, ამავე პერიოდში, საქართველოში 10 818 რუსეთის მოქალაქე იყო შემოსული. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს, ფაქტობრივად, რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 376.6 პროცენტითაა გაზრდილი. ამავე წლის აპრილში შსს-ს მონაცემებით, 48 797 მოქალაქე შემოვიდა. უცნობია, მათგან რამდენი დარჩა საქართველოში და რამდენმა მათგანმა …

Exit mobile version