საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.03 პროცენტით ნაკლები, სულ 3 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 8.6 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე [არ მოიცავს ტრანზიტს], ხოლო 56.7 პროცენტი – ტრანზიტზე. საქსტატის მონაცემებით: 2026 წლის I კვარტალში საქართველოში რკინიგზით შემოტანილი …
Tag Archives: რკინიგზა
ბათუმსა და თბილისს შორის რკინიგზით მგზავრობა 4 საათამდე შემცირდება – „ოცნების“ დაპირება
დღეს, 5 მაისს, საქართველოს რკინიგზაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იგეგმება საქართველოს რკინიგზის სრული მოდერნიზაცია. ამავე პრეზენტაციაზე ითქვა, რომ 2026 წლის აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმი, თბილისი-ახალციხის ძირითადი სარკინიგზო ხაზის სრული რეაბილიტაცია. „შედეგად, ახალციხის მიმართულებით მგზავრობის დრო განახევრდება, ბათუმის მიმართულებით კი შემცირდება დაახლოებით 4 საათამდე“- განაცხადა „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა. პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემაც …
კიდევ ერთი სახიფათო გადასასვლელი ლიანდაგზე ბათუმში, ბენზეში
ბათუმში, ლიანდაგზე გადასასვლელები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშეა. ამის გამო, ხშირია ტრაგიკული შემთხვევები. მაგალითად, 2025 წლის 8 აპრილს, ბარცხანაში, რკინიგზაზე გადასვლის დროს 13 წლის მოზარდს დაეჯახა მატარებელი. მოზარდი დაიღუპა. ამ ტრაგედიიდან თითქმის ერთი თვეა გასული. მოსახლეობამ არაერთი საპროტესტო აქცია გამართა და მოითხოვა ლიანდაგზე უსაფრთხოების დაცვა. მათ წერილობით მიმართეს ბათუმის მერიასაც“, თუმცა ამ დრომდე, როგორც მერია, ასევე …
Continue reading “კიდევ ერთი სახიფათო გადასასვლელი ლიანდაგზე ბათუმში, ბენზეში”
სახიფათო ლიანდაგი ბათუმში, სადაც 13 წლის მოზარდი მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა
„სანამდე უნდა შევწიროთ შვილები მსხვერპლად? ულამაზესი, უკარგესი ბავშვი გამოასალმეს სიცოცხლეს. დღეს სხვისი იყო, ხვალ შეიძლება ჩვენი იყოს, არაფრისგან ვართ დაზღვეული და დაცულები“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები ნონა ფარტენაძე. ბარცხანაში, 8 აპრილს, მატარებელი 13 წლის დათუნას დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. ლიანდაგი, სადაც დათუნა დაიღუპა, შემოსაზღვრული არ არის, აქ …
ბათუმისა და ფოთის მიმართულებით რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნება. დამატებით რეისებზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია 2, 3, 4 და 6 მაისს თბილისი-ფოთის მიმართულებით. ხოლო პირველიდან 6 მაისის ჩათვლით კი, თბილისი-ბათუმის მიმართულებით. ბილეთების შეძენა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ როგორც ელექტრონულად, ასევე სალაროებში.
რკინიგზა ახალ რეისებს ამატებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე
მგზავრების გაზრდილი ნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა თებერვალში, ყოველ პარასკევს, შაბათს, კვირასა და ორშაბათს, ასევე 1-ელი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით ყოველდღიურად, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. დამატებითი რეისების განრიგი ასე გამოიყურება:
ბათუმი-თბილისის მატარებელი ერთი საათის დაგვიანებით გავიდა სადგურიდან
დღეს, 15 იანვარს, ბათუმი-თბილისის მატარებელმა, რომელიც 17:20 წუთზე უნდა დაძრულიყო დედაქალაქისკენ, რკინიგზის სადგური ერთი საათის დაგვიანებით დატოვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, როგორც მგზავრებს განუმარტეს, ერთსაათიანი შეფერხების მიზეზი ელექტროენერგიის არასტაბილურობა გახდა. საქართველოს რკინიგზა ადასტურებს, რომ მატარებლის შეფერხების მიზეზი სწორედ ძაბვის პრობლემა იყო.
ბათუმი-თბილისის მატარებელი ერთ საათზე მეტი ქობულეთში იყო გაჩერებული
განახლებული ინფორმაცია: „ბათუმელებს“ საქართველოს რკინიგზაში უთხრეს, რომ მატარებელი ქობულეთის სადგურიდან [10:55 სთ] უკვე დაიძრა. დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმი-თბილისის მატარებელი ქობულეთის სადგურში ერთ საათზე მეტია გაჩერებულია. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ადგილზე ამბობენ, რომ მატარებელს არ მიეწოდება ელექტროენერგია და სავარაუდოდ, საღამომდე არ აღდგება დენის მიწოდება. ამავე მგზავრის ინფორმაციით, მათ უთხრეს, რომ ბილეთები დააბრუნონ: „მოვითხოვეთ ავტობუსები გამოეძახათ, რადგანაც წესდებაში …
Continue reading “ბათუმი-თბილისის მატარებელი ერთ საათზე მეტი ქობულეთში იყო გაჩერებული”
თბილისი-ბათუმის მიმართულებით დღეში 3 რეისი შესრულდება – ახალი განრიგი
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 1-ლი ივლისიდან, კომენდანტის საათის გაუქმებისთანავე, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი დაემატება ყოველდღიურად და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დღეში სამი რეისი შესრულდება. კომენდანტის საათის გაუქმების გამო იცვლება განრიგი სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ სხვა მატარებლებზეც. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში: რკინიგზის ინფორმაციით, ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში. ძალაში რჩება კოვიდ19-თან დაკავშირებული …
Continue reading “თბილისი-ბათუმის მიმართულებით დღეში 3 რეისი შესრულდება – ახალი განრიგი”
3 მაისს რკინიგზა დამატებით რეისს ნიშნავს თბილისი-ბათუმის მიმართულებით
საქართველოს რკინიგზა 3 მაისს თბილისი – ბათუმი – თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. რეისის დამატების მიზეზი მგზავრთა გაზრდილი რაოდენობაა. რკინიგზის ცნობით, ბილეთები უკვე იყიდება.
27 თებერვალს რკინიგზა მგზავრების გადაყვანას განაახლებს
სამთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ. მგზავრების გადაყვანა განახლდება შემდეგ რეისებზე: თბილისი-ბათუმი-თბილისი თბილისი-ზუგდიდი-თბილისი თბილისი-ოზურგეთი-თბილისი თბილისი-ფოთი-თბილისი თბილისი-ქუთაისი-თბილისი საქართველოს რკინიგზის ცნობით, ბილეთების გაყიდვა ონლაინ დღეიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები 26 თებერვლიდან გაიხსნება. მატარებლების განახლებულ განრიგს საქართველოს რკინიგზა უახლოეს საათებში საკუთარ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განათავსებს. რაც შეეხება კოვიდ …
Continue reading “27 თებერვალს რკინიგზა მგზავრების გადაყვანას განაახლებს”
ხვალიდან სარკინიგზო მიმოსვლაც განახლდება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარმოადგინა. გეგმის მიხედვით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან ამოქმედდება. საქართველოს მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე ,,ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ 25 თებერვლიდან განახლდება სარკინიგზო მიმოსვლაც საქართველოს ქალაქებს შორის. რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი ჯერ ვერ გვითხრეს, ზუსტად როდის შეძლებენ მგზავრები მატარებლით გადაადგილებას. …
მატარებლების მოძრაობის განრიგი შეიცვალა – დღეიდან გადაადგილება იზღუდება
დღეიდან, 9 ნოემბრის 22:00 საათიდან, ძალაში შედის საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. იმის გამო, რომ საღამოს ათი საათიდან დილის ხუთ საათამდე საქართველოს 7 ქალაქში როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია, შეიცვალა მატარებლების მოძრაობის განრიგიც. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი დღეში ორჯერ 08:00 და 15:05 საათზე გავა, ბათუმიდან კი 07:50-ზე და 15:25 საათზე. …
Continue reading “მატარებლების მოძრაობის განრიგი შეიცვალა – დღეიდან გადაადგილება იზღუდება”
24 ივნისს თამარის დასახლებაში სარკინიგზო გადასასვლელი ჩაიკეტება – მერია
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 24 ივნისს, დილის 06:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე თამარის დასახლების სარკინიგზო გადასასვლელი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტება. „შეზღუდვა ახალი გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებს უკავშირდება. განხორციელდება არსებული ლიანდაგის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, ლიანდაგის ფენილი თანამედროვე სტანდარტის ახალი რეზინოკორდული ფენილით შეიცვლება,“ – ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში. შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარცხანის დასახლების გავლით.
FITCH-მა საქართველოს რკინიგზას საპროგნოზო რეიტინგი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“ გაუუმჯობესა
22 ნოემბერს სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა დაადასტურა სს „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგი „B+“ და ამასთანავე გააუმჯობესა საპროგნოზო მოლოდინები რეიტინგთან მიმართებაში „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“, რაც მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზების გაუმჯობესებით. ““Fitch“-ის პროგნოზებით 2018 წლის განმავლობაში რკინიზგის საოპერაციო მაჩვენებლები დასტაბილურდა, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლების ვარდნა აღარ იქნება, ხოლო 3-5 წლის განმავლობაში მათი გაუმჯობესება არის ნავარაუდები. საკუთარ დასკვნაში “Fitch“-ი …
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო. რვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტების რეგისტრაცია 3-დან 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კოლეჯის ადმინისტრაცია მსურველებს ევროპული ხარისხის პროფესიულ განათლებას სწავლების დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) მეთოდითა და დასაქმების გარანტიით სთავაზობს. კოლეჯში ჩარიცხულ სტუდენტებს, პროფესიონალი პედაგოგების მონაწილეობით, საშუალება ეძლევათ განათლება განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო გარემოში მიიღონ. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მსურველებს სწავლებას შემდეგ …
Continue reading “სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო”
საქართველოს რკინიგზამ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი მატარებლები დანიშნა
საზაფხულო სეზონის დაწყებასა და მგზავრთნაკადის გაზრდის გამო, საქართველოს რკინიგზამ თბილისსა და ქუთაისიდან, ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დანიშნა. 1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №808 თბილისიდან 10 სთ 30 წთ-ზე გავა და ბათუმში 15 სთ 30 წთ-ზე იქნება. ელექტრომატარებელი №807 ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 17 სთ 10 წთ-ზე გამოვა, ხოლო თბილისში 22 სთ 03 წთ-ზე …
საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ
საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ,,დოიჩე ბანის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლოჯისტიკისა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში, ალექსანდერ დოლმა ბერლინში, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას გულისხმობს. შეთანხმების თანახმად, საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი’’ იწყებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ევროპისა და აზიის მულტიმოდალური …
Continue reading “საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ”
სეზონზე თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება
რა ეღირება მგზავრობა თბილისი-ბათუმის მატარებლით ზაფხულის სეზონზე? წინასწარი ინფორმაციით, მგზავრობის საფასური შესაძლოა 60 ლარამდე გაიზარდოს, რაზეც ამ ეტაპზე „საქართველოს რკინიგზა“ კომენტარს არ აკეთებს. „მგზავრობის ღირებულებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ფასების კორექტირებაზე ვმუშაობთ. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მეორე კლასის ვაგონით მგზავრობის ღირებულება არ დაკორექტირდება. კორექტირება შეეხება მხოლოდ ბიზნეს და პირველი კლასის …
Continue reading “სეზონზე თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება”
ორსართულიანი, შვეიცარიული მატარებელი ბათუმი-თბილისის მიმართულებით
„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, 2016 წლის ზაფხულში მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარიული მატარებლები მოემსახურება. „ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. როგორც …
Continue reading “ორსართულიანი, შვეიცარიული მატარებელი ბათუმი-თბილისის მიმართულებით”
დღეს, ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნება
საქართველოს რკინიგზის განცხადებით დღეს ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნება.