შავი ზღვაზე, საქართველოს საზღვართან ახლოს, რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა. პირველი თვითმფრინავი, სახელად „რიზე-ართვინი“ ახალ აეროპორტში დღეს, 14 მაისს დაეშვა. Turkish Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რეისის ნომრით TK 2538 სტამბოლის აეროპორტიდან დილის 08:30 საათზე აფრინდა, 10:35 საათზე კი რიზე-ართვინის აეროპორტში დაეშვა. თვითმფრინავიდან მიწაზე ფეხი პირველმა Turkish Airlines-ის გენერალურმა მენეჯერმა ბილალ ეკშიმ დადგა. როგორც თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ აჯენსი“ …
Tag Archives: რიზე
თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ახალი აეროპორტი იხსნება
14 მაისს თურქეთის შავიზღვისპირეთში ახალი აეროპორტი იხსნება, რომელსაც „რიზე-ართვინის აეროპორტი“ ერქმევა. როგორც თურქული სატელევიზიო არხი TRT იუწყება, ახალ აეროპორტს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გახსნიან. სატესტო ფრენა ახალ აეროპორტში სახელმწიფო აეროპორტების სამმართველოს კუთვნილმა თვითმფრინავმა 14 აპრილს შეასრულა. თურქული საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუს“ თანახმად, რიზეში „თურქიშ აირლაინი“ პირველი ოფიციალური ფრენის შესრულებას აირბას …
Continue reading “თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ახალი აეროპორტი იხსნება”
თურქეთში, ბათუმიდან 80 კმ-ში, აეროპორტი ზღვაში ააშენეს
საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 80 კილომეტრში, თურქეთში, ფაზარის რაიონში, სოფელ იეშილკოისთან ახალი აეროპორტის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შედის. ახალი აეროპორტი თურქეთის ორი პროვინციის – რიზესა და ართვინის გასაყარზე აშენდა და მას „რიზე-ართვინის აეროპორტი“ ერქმევა. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პროვინცია გეოგრაფიულად მთაგორიანია, აეროპორტი ზღვაში ააშენეს. მშენებლობისთვის 280 ჰექტარი ზღვა, 30 მ სიღრმეზე ამოავსეს. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზღვის ამოსავსებად …
Continue reading “თურქეთში, ბათუმიდან 80 კმ-ში, აეროპორტი ზღვაში ააშენეს”
თურქეთში საქართველოს მოქალაქეები, ერთი ოჯახის ორი წევრი დაიღუპა – ავარია
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, თურქეთში, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე, ტრაბზონიდან 120 კილომეტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში, ორდუს კლინიკაშია მოთავსებული. სამივე მათგანი ბათუმის მცხოვრები იყო. სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული და დაშავებული ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან. გარდაცვლილია ერთი კაცი და ერთი ქალი. საავადმყოფოში გადაყვანილი …
Continue reading “თურქეთში საქართველოს მოქალაქეები, ერთი ოჯახის ორი წევრი დაიღუპა – ავარია”
ლაზები ორ ქვეყანაში და ენა, რომელიც ქრება
ავტორები: მანანა ქველიაშვილი; აიდან იუსუბოვა „ლაზების გეოგრაფიულ განსახლებას თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ სულ მთაგორიან ადგილებში სახლობენ, ზღვასთან ახლოს. სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი და საკმარისი მიწა არ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ლაზებისთვის ზღვა არის ქვე-ყანა. ანუ ყანაც არის და ქვეყანაც. თუ მეგრელ კაცს მიწაზე მოჰყავს თავისი სარჩო, ლაზებს ღმერთმა ზღვა მოგვცა. ლაზი ზღვაში გადის და თევზს იჭერს,“ – …
Continue reading “ლაზები ორ ქვეყანაში და ენა, რომელიც ქრება “
თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბათუმში გადმოიყვანეს
9 აპრილს თურქეთში, ქალაქ რიზესთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქე ახლახან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. პაციენტი ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. „თურქეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში მიიყვანა პაციენტი, რადგან არ მომხდარიყო მისი ხელახლა გადართვა მართვით სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა,“ – გვითხრა ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. რიზესთან მომხდარი ავტოსაგზაო …
Continue reading “თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბათუმში გადმოიყვანეს”
თურქეთში ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში 10 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართელოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ის ავარიის შემდეგ რიზეში, საავადმყოფოში მკურნალობდა. სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე მძიმედ იყო დაშავებული და რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი მოქალაქე უკვე გადმოსვენებულია. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. გარდაცვლილები აჭარის რეგიონიდან იყვნენ. აჭარის რეგიონიდან არიან ავარიის …
Continue reading “თურქეთში ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა”
ერთი დაღუპული და 5 დაშავებული საქართველოს მოქალაქე – ავტოავარია თურქეთში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თურქეთში დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე უკვე გადმოსვენებულია. დაშავებული მოქალაქეები კი რიზეს საავადმყოფოში იმყოფებიან. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 5 მოქალაქე დაშავდა. სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებთან იმყოფება საქართველოს კონსული ტრაპიზონში, რომელიც გუშინ ჩავიდა რიზეში. სამინისტროს ინფორმაციითვე, მომხდარის თაობაზე ინფორმირებულები არიან დაღუპულისა და დაშავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები. „დაშავებულებს უტარდებათ ყველა საჭირო …
Continue reading “ერთი დაღუპული და 5 დაშავებული საქართველოს მოქალაქე – ავტოავარია თურქეთში”