რა უნდა ვიცოდეთ მენოპაუზაზე და როგორ შევამსუბუქოთ კლიმაქსური სინდრომი

მენოპაუზა – მენსტრუალური ციკლის დასრულება, ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია, თუმცა ამ დროს განვითარებულმა ისეთმა ფიზიკურმა სიმპტომებმა, როგორიცაა: ალები, უგუნებობა, ოფლიანობა და სხვა პრობლემები, შეიძლება დაარღვიოს ძილის რეჟიმი, გამოიწვიოს უენერგიობა და სერიოზული გავლენა იქონიოს ემოციურ ჯანმრთელობაზე. „ხოზრევანიძის კლინიკის“ გინეკოლოგი ნანა გორგილაძე ამბობს, რომ მიუხედავად საკითხის სერიოზულობისა, მომართვიანობა ასეთ დროს მაინც დაბალია. გარდა იმისა, რომ არსებობს მდგომარეობის შემსუბუქების …

უნაყოფობის მკურნალობა ბათუმის „რეპროარტში“ რეპროდუქტოლოგ ზეინაბ ბერიძესთან

ბათუმის „რეპროარტი“ პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, ყველა ტიპის მომსახურება, რაც წყვილის დიაგნოსტირებას და მკურნალობას ეხება, საკუთარ ქალაქში, აშშ-ში არსებული ხარისხის შესაბამისად მიიღონ. ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკის „რეპროარტის“ ბათუმის ფილიალის მთავარი მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი – ზეინაბ ბერიძე კლინიკის გახსნის დღიდან, 2014 წლის 15 სექტემბრიდან, შემოუერთდა. მან სამედიცინო განათლება და გამოცდილება უცხოეთში მიიღო, რომელსაც ამჟამად საკუთარ ქალაქში უნაყოფობის პრობლემის მქონე …

ბათუმის „რეპროარტის“ მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგ ზეინაბ ბერიძის სემინარი

მარტი ენდომეტრიოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. თუ ენდომეტრიოზი გაწუხებთ ან დაინტერესებული ხართ ამ თემით, შეგიძლიათ დაესწროთ ჩვენს სემინარს, რომელსაც ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის“ ბათუმის ფილიალის მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ზეინაბ ბერიძე ონლაინ ჩაატარებს. სემინარის თემა: „როგორ გავხდე მშობელი ენდომეტრიოზის დიაგნოზით“. თარიღი: 25 მარტი, 19:00 საათი. სემინარზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://rb.gy/zogzkz დასწრება უფასოა. ან დაგვირეკეთ : +995 595 …

3 უფასო აპლიკაცია, რომელიც ჯანმრთელობის მონიტორინგში დაგეხმარებათ

Google-სა და Apple-ს აპლიკაციების ბაზებში დაახლოებით 100 000 სამედიცინო დანიშნულების აპლიკაციაა ხელმისაწვდომი და მათი რაოდენობა მზარდია. თუმცა, ყველა მათგანი ერთნაირად ეფექტური ნამდვილად არ არის. გთავაზობთ რამდენიმე მარტივი და ეფექტური აპლიკაციის მოკლე მიმოხილვას, რომლებიც ჯანმრთელობის უკეთ კონტროლში დაგეხმარებათ: • Migraine Buddy – შაკიკის ეპიზოდების მონიტორინგის აპლიკაცია, რომელიც გეხმარებათ შაკიკის სწრაფად დიაგნოსტირებაში და თქვენი დიაგნოზის უკეთ გაგებაში, …

PHR სკოლებში სექსუალური და რეპროდუქციული საკითხების სწავლებას ითხოვს

დღეს, 9 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR ) სასამართლოს მიმართა იმ მიზნით, რომ ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდეს ბავშვის ასაკის შესაბამისი ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები, როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი. ორგანიზაცია წერს, რომ „საქართველოს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა არ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბავშვის პირადი სივრცე და უსაფრთხოება, ასევე ბავშვთა …

საჭიროა თუ არა სკოლაში სქესობრივი განათლება? | გამოკითხვა

საქართველოში სქესობრივი ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები სკოლაში არ ისწავლება. დასავლეთის ქვეყნებში, სადაც სქესობრივი განათლების საკითხებზე ინფორმაციას ბავშვებსა და მოზარდებს სკოლა აწვდის, ასწავლიან იმასაც, თუ როგორ შეიძლება ამოიცნო სექსუალური ძალადობის ნიშნები, სექსუალური შევიწროება და ა.შ. როგორ ფიქრობთ, უნდა იღებდეს თუ არა მოსწავლე ინფორმაციას სკოლაში სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ? მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. მონაწილეობა …

რას ჰყვებიან ქართველი მოსწავლეები აშშ-სა და ბრიტანეთის სკოლებში სქესობრივ განათლებაზე

სკოლებში სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სწავლებაზე საუბრისას საზოგადოების ნაწილს ხშირად მწვავე რეაქცია აქვს, ხშირად ტერმინებიც კი არასწორადაა გაგებული და სქესობრივი განათლება „სექსის სწავლებასთანაა“ გაიგივებული. რა საკითხებს განიხილავენ მოსწავლეებთან იმ ქვეყნების სკოლებსა და კოლეჯებში, სადაც სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სემინარები არათუ ნებადართული, სავალდებულოც კი არის? მარიამ მიქელაძემ შარშან, 2020 წელს, დაამთავრა ბრიტანეთში …

აბორტი საქართველოში 3825-მა თინეიჯერმა გაიკეთა ბოლო 5 წლის განმავლობაში | საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საქართველოში ჯამში 3825 – მა თინეიჯერმა [13-დან 19 წლამდე პირმა]  გაიკეთა აბორტი. მათგან, ამავე პერიოდის კვლევით: აბორტი გაიკეთა 15 წლამდე ასაკის 29 გოგომ. 2018, 2019 წლებში 15 წლამდე ასაკის გოგოებში აბორტის შემთხვევები საქსტატის კვლევების მიხედვით არ დაფიქსირებულა, თუმცა აბორტი გაიკეთა: 2015 წელს …

რა ბარიერები ექმნებათ ქალებს სოფლებში ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე

საქართველოში კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ინდექსი 52.9%-ია. ეს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. კონტრაცეფციასა და ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით დაბალია სოფლად და რეგიონებში. ოჯახის დაგეგმვისა და კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ კონსულტაცია, როგორც წესი, მხოლოდ ფიქტიურადაა ინტეგრირებული პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ანუ ოჯახის/სოფლის ექიმის უფლებამოსილებაში, რადგან ამ სერვისის მისაღებად სოფლად მცხოვრებ ქალებს საუკეთესო შემთხვევაში რაიონულ …

ჩემი კალენდარი – პირველი ქართული აპლიკაცია ქალებისთვის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე

„ჩემი კალენდარი“ პირველი ქართული აპლიკაციაა სპეციალურად ქალებისათვის, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის მონიტორინგისთვისაა განკუთვნილი. აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია ციკლის და ფერტილური – ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეების შესახებ  მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მიიღოთ შეტყობინებები მედიკამენტების მიღებისა თუ ექიმთან დაგეგმილი ვიზიტების შესახებ და სხვა. აპლიკაციის საინფორმაციო გვერდზე შესაძლებელია ვრცელი და ამომწურავი ინფორმაციის მიღება ორსულობის, მასთან დაკავშირებული მითების და რეალობის, კოტრაცეფციის სხვადასხვა საშუალების, …

პაციენტებს სექსუალურ პრობლემებზე ღიად საუბარი ექიმთანაც კი უჭირთ – არსენ გვენეტაძე

რა ტიპის სექსუალური დისფუნქციებია გავრცელებული ძირითადად საქართველოში და რა პრობლემებით მიმართავენ სპეციალისტებს წყვილები, არის თუ არა საქართველოში რეპროდუქტოლოგების, გინეკოლოგებისა და სექსოლოგების საკმარისი რაოდენობა და როგორ ახდენს გავლენას სექსუალური განათლების ნაკლებობა რეპროდუქციულ, მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამ და სხვა თემებზე „ბათუმელებთან“ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე საუბრობს. [red_box]წყვილების 60, 70%-ზე მეტის სქესობრივი ცხოვრება არასასურველი …

სექსუალობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა – პროექტი ახალგაზრდებისთვის აჭარაში

ორგანიზაცია „საქართველოს შემეცნებითი ცენტრი“ (Cognitive Center of Georgia) 14-დან 29 წლის ახალგაზრდებისთვის აჭარაში იწყებს საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც შეეხება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებსა და კვლევას. შეხვედრები დაგეგმილია აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირება და თემების განხილვა შეხვედრების დროს? პროექტის ხელმძღვანელი რუსა სახეჩიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკითხები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: …

Exit mobile version