სიახელე Vivus.ge-სგან, მობილური აპლიკაციები უკვე iOS და Android-ის სისტემებისთვის. გადმოწერე Vivus.ge-ს აპლიკაცია და მიიღე ონლაინ პლატფორმასთან წვდომა მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით.
ბათუმელები
რადიოლოგი და ქირურგი თამაზ ხმალაძე უკვე 35 წელია სამედიცინო საქმიანობას ეწევა. მისი ძირითადი პროფილი სამეანო-გინეკოლოგიური ექოსკოპიური კვლევაა. აღნიშნულთან ერთად მას გავლილი აქვს სპეციალიზაცია და ატარებს მუცლის ღრუს [ღვიძლი, სანაღვლე გზები, კუჭუკანა ჯირკვალი, ელენთა], თირკმლებისა და ზედაპირული ორგანოების [სარძევე ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი] კვლევას. სხვა მრავალ მადლობის წერილსა და ჯილდოსთან ერთად ღირსების ორდენით დაჯილდოებული ექიმი ამბობს, რომ დღეს ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობის დეფიციტია, ის კი ყოველთვის დეტალურად უხსნის პაციენტს მისი მდგომარეობის ყველა ნიუანსს. თამაზ ხმალაძეს რადიოლოგიის გარდა აქვს სერტიფიკატი ქირურგიასა და ჯანდაცვის ორგანიზაციაში. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საინტერესო სიახლე ბათუმელი ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ მათთვის: საერთაშორისო ესთეტიკური მედიცინის ცენტრის, La Belle Medical-ის ფილიალი უკვე ბათუმშია.
საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ახორციელებს საერთაშორისო პროექტს – „Black Sea Network for Sustainable Tourism – Strategies for joint tourism marketing and development in the Black Sea region (BS NST)”/შავი ზღვის აუზის ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელი – რეგიონში ტურიზმის განვითარების და მარკეტინგის ერთობლივი სტრატეგიები”.
17 სამუშაო წელი და 5000-მდე ახალშობილი – ეს კლინიკა “ინ ვიტროს” გამოცდილებაა. “ინ ვიტრო”, როგორც დამოუკიდებელი კლინიკა, 2010 წელს გაიხსნა, თუმცა საქმიანობა მათ გაცილებით უფრო ადრე – 1997 წელს, ჟორდანიას ინსტიტუტში დაიწყეს და საქართველოში პირველი “სინჯარის ბავშვის” დაბადებაც სწორედ მათი გუნდის დამსახურებაა. “ინ ვიტროს” ფილიალი 2015 წლის მარტიდან უკვე ბათუმშიც ამოქმედდა, სადაც ყველა ის ძირითადი მიმართულება არსებობს, რაც თბილისის IVF კლინიკაში აქვთ. “ინ ვიტროს” სერვისების შესახებ კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნატალია ხონელიძე გვესაუბრა.
საქართველოში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს დასავლური სტილისა და სტანდარტების იურიდიული მომსახურება, რომელსაც არა კონკრეტული იურისტები ახორციელებენ, არამედ იურიდიული კომპანიები. შესაბამისად, იურიდიული მომსახურების ბაზარი სწრაფად ვითარდება საქართველოში.
შაბათ, 20 ივნისს, კლინიკა ინ ვიტროს ბათუმის ფილიალში თბილისიდან ჩამოსული ექიმთა ჯგუფი შემდეგი სახის კონსულტაციებს გამართავს:
შაბათ, 20 ივნისს, კლინიკა ინ ვიტროს ბათუმის ფილიალში, თბილისიდან ჩამოსული ექიმთა ჯგუფი, შემდეგი სახის კონსულტაციებს მართავს:
1,2,3 მაისს თბილისიდან ჩამოსული ექიმთა ჯგუფი ბათუმში, კლინიკა “ინ ვიტროში” გაგიწევთ შემდეგი სახის კონსულტაციას:
სახლში რემონტის გაკეთებას გეგმავთ და არ იცით როგორ შეარჩიოთ ფასისა და ხარისხის მიხედვით სარემონტო მასალები? გირჩევთ, კონსულტაციისთვის პირველ რიგში „ოცნების სახლს“ ეწვიოთ, სადაც კვალიფიციური კონსულტანტების დახმარებით შეძლებთ თქვენი ბიუჯეტის, დროისა და ენერგიის დაზოგვას. მრავალფეროვანი არჩევანი, საცალო პროდუქცია საბითუმო ფასად და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული სერვისი – სწორედ ამ მიზეზების გამო ირჩევენ „ოცნების სახლს“. აქ ფასები დოლარის კურსის ცვლილების მიუხედავად სხვა მაღაზიებთან შედარებით სტაბილურია. “ოცნების სახლში” შესაძლებელია განვადებაც.
„ჯიპიაი ჰოლდინგი’’ ადგილობრივ მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ინოვაციური გადაწყვეტილებებითა და სიახლეების დანერგვით გამოირჩევა. ჯანმრთელობის, ავტოდაზღვევის, ქონებისა და სხვა სახის დაზღვევის გარდა კომპანიას აქვს აგროდაზღვევის სერვისი, რომელზე მუშაობაც კომპანიამ ერთერთმა პირველმა დაიწყო. წელს ის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო და აჭარაში ფერმერების ციტრუსს სტიქიური უბედურებისაგან დააზღვევს. აჭარაში ფერმერებისთვის მთავარ სიახლეზე – ციტრუსის დაზღვევაზე „ჯიპიაი ჰოლდინგის’’ დასავლეთ საქართველოს გაყიდვების უფროსმა ნინო ფაციამ ისაუბრა.
გასულ კვირას სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა’’ და საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში მოსახლეობას შეხვდა და ციტრუსის დაზღვევის შესაძლებლობა და პირობებიგააცნო. ფერმერებს მოსავლის დაზღვევა მინიმალურ ფასად შეეძლებათ, ერთი ტონა მანდარინი – 2.4 ლარად. ციტრუსის დაზღვევა აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც პირველი სექტემბრიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო.პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. აჭარასა და გურიაში ციტრუსის დაზღვევა წელს პირველად დაიწყო. დაზღვევას 5 000 000 ლარი მოხმარდება.
19 ივლისს ბათუმში ჩამოვა და საზღვაო ჰოსპიტალს ესტუმრება საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი, პედიატრიის პროფესორი, საქართველოს პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი ქეთი ნემსაძე.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (შემდგომში REAP) საქართველოში ახორციელებს კომპანია CNFA, ქვეკონტრაქტორების – კომპანია CARANA და კომპანია WFLO (მსოფლიოს სურსათის ლოჯისტიკური ორგანიზაცია) დახმარებით. REAP სოფლად შემოსავლებისა და დასაქმების ზრდას ისახავს მიზნად აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვის და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის გზით. ტექნიკური დახმარებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ამარაგებენ მცირე და საშუალო …
<!** Image 7 align="left" width="600" height="512" >
წელს, 2 აგვისტოს, რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ, ბათუმს განახლებული „ნიკალა“ დაუბრუნდა. გემოვნებით განახლებული ინტერიერი, ვრცელი და მყუდრო გარემო, მრავალფეროვანი და გემრიელი სამზარეულო, სასიამოვნო მუსიკა, გაღიმებული მომსახურე პერსონალი და ფერადი ოთახი ბავშვებისთვის… ეს არასრული ჩამონათვალია იმ სერვისის, რითაც „ნიკალაში“ მისული ადგილობრივები თუ ტურისტები ისარგებლებენ.
verda – უმაღლესი ხარისხის საღებავები www.verdaboya.com.tr მაღალი ხარისხის თეთრეული – მხოლოდ ჩვენთან! საუკეთესო ევროპული ცემენტი – უმაღლესი სტანდარტი, მომსახურება ადგილზე მიტანით!