Covid19-ის ვაქცინის ბუსტერ დოზებით აცრა სამედიცინო დაწესებულებებში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე არის შესაძლებელი. ბუსტერ დოზით აცრა უნდა მოხდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერ დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ ის დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრას …
Tag Archives: რეგისტრაცია
დამატებითი ადგილები პირველკლასელებისთვის საჯარო სკოლებში
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველკლასელთა მისაღებად განსაზღვრონ დამატებითი ადგილები. რეგისტრაციის III ეტაპზე მისაღები კონტინგენტის ოდენობა დაახლოებით 80 საჯარო სკოლაში გაიზრდება, კერძოდ, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ქობულეთის, ოზურგეთისა და ხაშურის საჯარო სკოლებში. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაცია 22 ივნისს იქნება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე – catalog.edu.ge. დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია კი …
Continue reading “დამატებითი ადგილები პირველკლასელებისთვის საჯარო სკოლებში”
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის საგნობრივ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებელებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება. საგნის გამოცდის, ასევე, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 30 მარტის 10:00 საათზე ელექტრონულად, ვებგვერდზე: online.naec.ge და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, წინასაგამოცდო პერიოდში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ონლაინკონსულტაციებს სთავაზობს, რომელიც ყოველ ხუთშაბათს, …
Continue reading “პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის საგნობრივ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება”
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
დღეს, 2 მარტს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge უნდა გაიარონ. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. ცენტრის განმარტებით, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში …
Continue reading “ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო”
პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
დღეს, 2 ოქტომბერს, დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება რეგისტრაცია პროფესიული განათლების პროგრამებზე. ყველა დაინტერესებულ პირს, საქართველოს ყველა რეგიონში, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, შესაძლებლობა აქვს, პროფესიული განათლება მიიღოს ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული …
Continue reading “პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო”
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
თბილისის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა რეგისტრაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, 400-მდე მსურველის მიღებაა შესაძლებელი. პროგრამაზე რეგისტრაცია, დაშვების წინაპირობები და პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.vet.emis.ge. პირველ ეტაპზე პროფესიულ გადამზადება-მომზადებას მსურველებს სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სთავაზობს სახელმწიფო. „ივნისიდან კი მოკლევადიან პროგრამებს სხვადასხვა სფეროში კერძო კომპანიებიც …
პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება
8 აპრილს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება, რომელიც 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით. სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტურიზმისა და ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ …
Continue reading “პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება”
საბავშვო ბაღს მიღმა წელს ბათუმში 600-მდე ბავშვი დარჩება
საბავშვო ბაღის გარეშე ბათუმში წელს დაახლოებით 600 ბავშვი დარჩება – ამის შესახებ მამუკა შამილიშვილმა გვითხრა, ბათუმის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა. მას ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის პროცესზე ვესაუბრეთ. საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 17 სექტემბრიდან დაიწყება. „ჩვენთან რეგისტრაციის პროცესი არის უწყვეტი. თუ ბავშვი სასურველ ბაღში ვერ მოხვდა, ის რიგში დგება და როცა გამოჩნდება თავისუფალი ადგილი, ავტომატურად ჩაირიცხება. …
Continue reading “საბავშვო ბაღს მიღმა წელს ბათუმში 600-მდე ბავშვი დარჩება”
რა მოხდება, თუკი ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციას არ გაივლით
კანონმდებლობის მიხედვით, თუკი თქვენ პირადობის მოწმობის აღების დროს მითითებული საცხოვრებელი ადგილი 6 თვეზე მეტი ხნით შეიცვალეთ, ვალდებული ხართ ახალ მისამართზე რეგისტრაციის გასასვლელად იუსტიციის სახლს მიმართოთ. ახალ მისამართზე რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადად მიხვიდეთ იუსტიციის სახლში ან სახელმწიფო სერვისების სააგენტოს რომელიმე ფილიალში და წარადგინოთ იმ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობთ; ასევე საცხოვრისის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა. იუსტიციის სახლში …
Continue reading “რა მოხდება, თუკი ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციას არ გაივლით”
საგნობრივი გამოცდის ჩაბარებას 21 ათასი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი აპირებს
მასწავლებლის საგნობრივ გამოცდაზე პედაგოგების რეგისტრაცია დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია 21 ათასამდე მასწავლებელმა და მასწავლებლობის მსურველმა გაიარა. „ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენია აქედან მასწავლებლობის მსურველი პირი? – გამოცდების ცენტრი ინფორმაციას ვერ გვაწვდის. „ეს ინფორმაცია უნდა გამოითხოვოთ წერილობით“, – გვითხრეს ცენტრში. მათივე თქმით, ამ დროისთვის არც ის ინფორმაციაა ცნობილი, ყველაზე მეტი ან ნაკლები რომელი საგნის მასწავლებელი …
ბათუმის საბავშვო ბაღებში დამატებით 1000-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებენ
ახალი სასწავლო წლიდან, ბათუმის საბავშვო ბაღებში დამატებით 1000-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებენ. მშობლებს სამი წლის ასაკს მიღწეული შვილების დარეგისტრირება ონლაინრეჟიმში, მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ. ახალი სასწავლო წლიდან სააღმზედელო დაწესებულებებში 2 ათას 593 ადგილი გამოთავისუფლდება. ამ დროისთვის 1500 აღსაზრდელი უკვე დარეგისტრირებულია. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საბავშვო ბაღების ჯგუფებში განსაზღვრული 35 აღსაზრდელის ადგილი. ლიმიტის ზემოთ პროგრამა არ ჩარიცხავს აღსაზრდელს. ააიპ ,,ბათუმის …
Continue reading “ბათუმის საბავშვო ბაღებში დამატებით 1000-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებენ”