ბაირამის ლოცვა ბათუმში და მუფთის სამძიმარი პატრიარქის გარდაცვალების გამო

მუსლიმები დღეს, 20 მარტს, რამადან ბაირამს აღნიშნავენ. მორწმუნეები დილიდან ბათუმის ორივე მეჩეთში შეიკრიბნენ. მლოცველთა სიმრავლის გამო ბაირამის ლოცვაზე მისულთა ნაწილმა ღია ცის ქვეშ ილოცა. დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ ლოცვის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა. „მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მართლმადიდებელ მრევლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალების გამო. მისი …

ბაირამზე მუსლიმებმა ისევ ქუჩაში ილოცეს – ბათუმის მერია სალოცავის მშენებლობის ნებართვას არ გასცემს

დღეს, 30 მარტს, მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. ბაირამის ლოცვა აღესრულა ბათუმშიც. ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ორთაჯამეს გვერდით ქუჩა ტრადიციულად მლოცველებით იყო სავსე. იმის გამო, რომ ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს, ახალი მეჩეთის მშენებლობაზე კი ბათუმის მერია ნებართვას არ გასცემს, მუსლიმებს ღია ცის ქვეშ უწევთ ლოცვა. დღეს, ბაირამის ლოცვის დასრულების შემდეგ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ ბათუმში …

30 მარტს მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება – ბათუმის ავტოტრანსპორტი

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით 30 მარტს ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. „ავტოტრანსპორტის“ გადაწყვეტილება უფასოდ მგზავრობაზე რამადან ბაირამს უკავშირდება. მუსლიმური სამყარო დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავს. ამავე თემაზე: ბაირამის ლოცვა წვიმაში, ქუჩაში და აივნების ქვეშ შეფარებული მთავრობა 

რამადანის დღესასწაული მუსლიმთა ნაწილმა ბათუმის ახალ მეჩეთში აღნიშნა

მუსლიმური სამყარო დღეს მარხვის დასრულების დღესასწაულს, რამადან ბაირამს აღნიშნავს. ბათუმში მცხოვრები მუსლიმების ნაწილმა ბაირამი ბათუმის ახალ მეჩეთში, ნაწილმა კი ძველ მეჩეთში აღნიშნა. ლოცვა დილის 6:40 საათზე დაიწყო. ბათუმის ახალ მეჩეთში მომლოცველთა დიდი ნაკადი იყო. მათ პირბადები ეკეთათ, თუმცა დისტანციის დაცვა ვერ ხერხდებოდა. საჯარო სივრცეში შეკრებისას დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებიდან …

ლოცვა დისტანციის დაცვით – ბათუმში რამადან ბაირამი აღნიშნეს

მუსლიმური სამყარო დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავს. ბაირამი აღნიშნეს ბათუმშიც. ტრადიციული ლოცვა დილის 6:31 საათზე დაიწყო. ბათუმის ორთა ჯამეში მრევლი დისტანციის დაცვით შეიკრიბა. დისტანცია იყო დაცული მეჩეთის გარეთ, ქუჩაში მლოცველებს შორისაც. ყველა მლოცველს ეკეთა პირბადე. 19 მარტის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა როცა მუსლიმები სალოცავად შეიკრიბნენ. 24 მაისამდე მეჩეთები დაკეტილი იყო და იქ ლოცვა არ აღევლინებოდა. „ბაირამი …

როგორ აპირებენ მუსლიმები რამადან ბაირამის აღნიშვნას და საერთო ლოცვას 

24 მაისს მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. ამ დროისთვის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე მოხსნილი იქნება. როგორ გეგმავენ მუსლიმები ამ დღის აღნიშვნას საქართველოში? სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ გვითხრა, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით გარკვეული არ არის. იგი ფიქრობს, რომ ლოცვა შედგება, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით. „22 მაისს საგანგებო მდგომარეობა იხსნება, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დადებითია უკვე …

უფასო ავტობუსი რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით

ხვალ, 15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, #12 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. ავტობუსი თბილისის მოედნიდან ჭავჭავაძის, აბუსერიძისა და ფრიდონ ხალვაშის ქუჩების გავლით, მახოს ხიდამდე მოძრაობს. აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობა დილის 07:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე უფასო იქნება.

არჩილ ხაბაძემ ადგილობრივ მუსლიმებს რამადან ბაირამი მიულოცა

არჩილ ხაბაძე ბათუმის მთავარ მეჩეთში რამადან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო. ბათუმის მეჩეთში აჭარის მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. არჩილ ხაბაძემ ყველა მუსლიმს რამადან ბაირამი მიულოცა: ,,მინდა მივულოცო მთელი მსოფლიოს მუსლიმ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს. ეს არის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც გულისხმობს სიყვარულს, ურთიერთმიტევებას, ღარიბისადმი და გაჭირვებულისადმი დახმარებას. ამ დღეს ყველა მუსლიმი არის განსაკუთრებულად კეთილი და დადებითად განწყობილი. მინდა …

რამადან ბაირამი – ლოცვა ბათუმის მეჩეთში [ფოტო]

დღეს, 5 ივლისს, მუსლიმები რამადან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. რამადანი [რამაზანი] ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდება. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მორწმუნე მარხულობს. 30-დღიანი მარხვის შემდეგ, ეს დღე, მუსლიმებისთვის ერთ–ერთია ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან. რამადან-ბაირამთან დაკავშირებით ლოცვა დღეს დილით ბათუმის მეჩეთში ჩატარდა.

Exit mobile version