ჟესტური ენის უფასო კურსზე მიღება დაიწყო, რატომ უნდა ვისწავლოთ ეს ენა

ჟესტური ენის მცოდნეები, რომლებიც სმენის არმქონეებსა და დანარჩენებს შორის თარგმანს უზრუნველყოფენ, სჭირდებათ ყველა საჯარო სექტორში: იუსტიციის სახლებსა და პოლიციის განყოფილებებში, სოციალურ სააგენტოებსა და საზოგადოებრივ მაუწყებლებში. მიუხედავად ამისა, ზემოთ ხსენებულ ადგილზე კადრები ყველგან არ ჰყავთ. საქართველოში ჟესტური ენის სულ 51 სპეციალისტია აღრიცხული, მათგან მხოლოდ სამია აჭარაში. სწორედ იმიტომ, რომ ჟესტური ენა თითქმის არავინ იცის და სმენის …

ქართული ჟესტური ენა რუსულის გავლენისგან უნდა გათავისუფლდეს – უკმაყოფილება ყრუთა თემში

„ჩვენ უკითხავად ავრცელებენ მათ გამოგონებულ ანბანს. სკოლებში უკვე თაროებზე უდევთ. ისე შექმნეს, თემის წევრები არ ჩართეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სმენისარქმონე მანანა მხეიძე-შოეფერლე. ის ამბობს, რომ ჟესტური ენა, რომლითაც დღეს სმენისარმქონე პირები საუბრობენ, სკოლაში შეისწავლეს, თუმცა ბოლო პერიოდში გაჩნდა ამ ენის ცვლილების ტენდენცია, რაც სმენისარმქონე პირებისთვის მიუღებელია. „ყრუ პირებს აიძულებენ დაივიწყონ ის ჟესტური, რომელიც მათ ბავშვობიდან …

სწავლა ონლაინ, როცა სმენადაქვეითებული ხარ და არ გესმის – 16 წლის ლანას ისტორია

16 წლის ლანა დობორჯგინიძეს სმენის მეოთხე ანუ მძიმე ხარისხის დაქვეითება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, ფაქტობრივად, არ ესმის. ლანა ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა, თუმცა ჟესტური ენის მასწავლებელი ამ სკოლაში მხოლოდ შარშან გამოჩნდა. ჟესტური ენის გაკვეთილების დაწყებიდან მალევე პანდემია დაიწყო და სწავლა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ონლაინრეჟიმზე გადავიდა. „იქამდე ისე ესწრებოდა გაკვეთილებს, ვერ …

„დაბადების დღე“- პირველი მონოსპექტაკლი ჟესტურ ენაზე ბათუმში

5 ივლისს ბათუმში, „თავისუფალ სივრცეში“, წარმოდეგნილი იქნება რეჟისორ ლაშა შეროზიას მონოსპექტაკლი – „დაბადების დღე“ ჟესტურ ენაზე. სპექტაკლი ადაპტირებულია და მორგებულია სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ადამიანებზე. ადაპტირებული სპექტაკლი პირველად კეთდება ბათუმში, პროeქტ „მედიArt2“-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“. „სპექტაკლი „დაბადების დღე“ მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგოს ისტორიას და წარსულთან ფსიქო-ემოციურ გამოთხოვებას ახალი ცხოვრების დასაწყებად,“ – ნათქვამია …

როცა სმენისარმქონე ხარ და სამსახურს ეძებ

უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, სამსახურის პოვნა ბევრად რთულდება, როცა სამუშაოს მაძიებელი სმენისარმქონეა. 33 წლის ნათია შარაშენიძე ამბობს, რომ სმენისარმქონე ადამიანებს თვითრეალიზაციის გარდა დასაქმება, უპირველეს ყოვლისა, შემოსავლისთვის სჭირდებათ: “ჩვენი შემოსავლის წყარო, ძირითადად, პენსიაა – 100 ლარი. ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვყავს ოჯახები, გვყავს ბავშვები, ძალიან რთულია ჩვენთვისაც ცხოვრება. შემოსავლის წყარო ფაქტობრივად არაფერი გვაქვს”. ნათია …

განათლების სამინისტრო დაწყებითი კლასების ყველა საგნისთვის ახალ ჟესტებს ქმნის

საქართველოს განათლების სამინისტრო I-IV კლასებისთვის  ყველა საგნის ძირითადი ტერმინოლოგიის  ჟესტების შექმნას გეგმავს. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე სამინისტრომ ტენდერი 4 ივნისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 15 ივნისს უნდა დასრულდეს. შესყიდვის ბიუჯეტი 30 000 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში სამინისტრო განმარტავს, რომ ჟესტური ენის სწავლების ენად გამოყენება არ ხდებოდა ათწლეულების განმავლობაში,  რამაც, თავის მხრივ, შეზღუდა მნიშვნელოვანი ტერმინებისა და ცნებების ჟესტური შესაბამისობების …

ქართული ჟესტური ენის ალტერნატიული სკოლა

“თავისუფალი სივრცე” ქართული ჟესტური ენის შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის უფასო კურსს აცხადებს. ქართული ჟესტური ენის ალტერნატიული სკოლის მიზანი ჟესტური ენის პოპულარიზაცია და საზოგადოებაში სმენისარმქონე/სმენადაქვეითებულთა მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების დამკვიდრებაა. გაკვეთილები “თავისუფალ სივრცეში” ჩატარდება. ჟესტური ენის მასწავლებელი პალინა ჯაღატაშვილია, თარჯიმანი კი – მზია მელაძე. სასწავლო კურსი 40 საათს შეადგენს და იგი 13 ოქტომბრიდან დაიწყება. გაკვეთილები ჩატარდება შაბათობით, 11:00 – 13:00 საათებში. …

მშობლიური უცხო ენა

საქართველოს მოსახლეობის 1% იმ ლინგვისტურ უმცირესობას წარმოადგენს, რომელთა ენაც ნაციონალური ნიშნით არ არის განსხვავებული. ეს სმენის არმქონე ან სმენადაქვეითებული ადამიანები არიან, რომლებიც ერთიან ქართულ ჟესტურ ენაზე საუბრობენ. ენაზე, რომელსაც ინდივიდუალური გრამატიკული სისტემა აქვს და რომელიც სამეტყველო ენის პარალელურად, მუდმივად ვითარდება. ქართული ჟესტური ენის პირველ ლექსიკონში, რომელიც ერთი წლის წინ გამოიცა,  4000 ჟესტია შესული. ამ ლექსიკონის …

Exit mobile version