როდის დაიწყება ორმხრივი მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე ბათუმში

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე [ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში] ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობის აღდგენას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება. ეს დრო საგზაო ნიშნების მონტაჟს და შესაბამის მონიშვნებს სჭირდება, რაც მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ უნდა გააკეთოს. „ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენისთვის საჭირო საგზაო ნიშნებისა და გზის მონიშვნის სამუშაოები მიმდინარე კვირიდან უკვე დაწყებულია. სამუშაოები 15 სამუშაო დღეში დასრულდება“, – …

ორმხრივი მოძრაობა აღდგება პუშკინის ქუჩაზე – ბათუმის მერია ადრინდელ გადაწყვეტილებას ცვლის

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, პარმენ ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში, ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა ისევ აღდგება. შესაბამისი პროექტით ბათუმის მერიამ ქალაქის საკრებულოს უკვე მიმართა. საკრებულო საკითხს 2026 წლის 30 ივნისის სხდომაზე იმსჯელებს. პუშკინის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში [ასევე სხვა ქუჩებზეც] ცალმხრივი მოძრაობა მერიის წინადადადებით და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით, 2020 წლის დეკემბრიდან დაწესდა. საკრებულო ამჯერად ზემოთ აღნიშნულ დადგენილებაში [„ქალაქ …

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მაღაზიები დაიტბორა – მოვაჭრეები ზარალს ითვლიან [ფოტო]

პირველ ოქტობერს, საღამოს საათებში, ძლიერმა წვიმამ ბათუმის ქუჩები დატბორა. დაიტბორა პუშკინის ქუჩაც, სადაც ბათუმში სამშენებლო მასალების ათობით მაღაზიაა. პირველ სართულზე მდებარე მაღაზიებში წყალი შევიდა. მოვაჭრეებმა დღეს, 2 ოქტომბერს გასაყიდი სველი საქონელი ქუჩაში გამოიტანეს გასაშრობად. აქ ზარალს ითვლიან.

პუშკინის ქუჩა ხანძრის შემდეგ [ფოტორეპორტაჟი]

25 მარტს, დილის ხუთ საათზე, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 მაღაზია დაიწვა, სამი კი დაზიანდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე მეხანძრეების 4 ჯგუფი მუშაობდა. დაიწვა ლაქ-საღებავების და სარემონტო მასალების მაღაზიები. მეპატრონეების თქმით,  სულ მცირე თითოეულ მათგანს 15 ათასი ლარის ზიანი მიადგა, ზოგ მაღაზიას კი 30 ათასზე  მეტი ლარის. არც ერთი მაღაზია დაზღვეული …

წვიმის დროს კორპუსის სახურავის დაზიანების შედეგად ოჯახები დაიტბორა

ბათუმში, პუშკინის ქუჩა #137/139-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობა დაიტბორა. მოსახლეობის თქმით, სახურავი დაზიანდა და წყალი მესამე სართულის ბინაშიც ჩავიდა. „ძლივს გამოვასწარით ისე ჩამოდიოდა წყალი, სრულად დაზიანდა ავეჯი… შუქიც არაა გათიშული კორპუსში, ყველგან წყალია… წყალი სახურავიდან წინა გაწვიმებაზეც ჩამოვიდა, მივედით მერიაში და ორშაბათისთვის დაგვიბარეს,“ – გვითხრა მოქალაქე ჟუჟუნა ჯიჯავაძემ. ამ დროისთვის [23:50] ადგილზე …

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში 21 წლის ბიჭი დააკავა. საუბარია 30 აგვისტოს პუშკინის ქუჩაზე რამდენიმე სავაჭრო ობიექტში გაჩენილ ხანძარზე. ხანძრის შედეგად 9 სავაჭრო ობიექტი დაიწვა, ზარალის საერთო რაოდენობა მილიონზე მეტი ლარია. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი განზრახ გაუჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული …

პუშკინის ქუჩა ბათუმში [ფოტო]

რატომ არ ხდება ქუჩის  [იმ ადგილებში, სადაც სამუშაოები არ მიმდინარეობს] მოსწორება სპეცტექნიკით ისე, რომ ორმოები მაინც აღარ იყოს? – ამ შეკითხვაზე ბათუმის მერიაში შემდეგი პასუხი გაგვცეს: „რამდენიმე დღეში გაიხსნება ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩები, პარალელურად, მოძრაობა გადაიკეტება სელიმ ხიმშიაშვილისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე. რაც შეეხება პუშკინის ქუჩის პრობლემურ მონაკვეთებს, გამოდარებისთანავე დაიყრება ღორღი და ჩატარდება მოშანდაკების სამუშაოები. განთავსდება …

Exit mobile version