„დიდი სურვილი მაქვს, ჩამოვიდეს სააკაშვილი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი,“ – აღნიშნა დღეს, 5 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლებლო დაბრუნებაზე ჰკითხეს. „გავერთობით ძალიან კარგად, მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებ ციხეში. გარემონტებულ ციხეში, სხვათა შორის“, – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა. რა ურჩია ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, ნახეთ აქ.

ღარიბაშვილი ჟურნალისტებს: გირჩევთ, ჩემთან დებატებში არ შემოხვიდეთ

„მე გირჩევთ, რომ ჩემთან არ შემოხვიდეთ დებატებში,“ – მიმართა დღეს, 5 სექტემბერს, ჟურნალისტებს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა მან პოლიტიკურ ოპონენტებს „დიკრედიტებული“ და „მარგინალები“ უწოდა, ხოლო ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, აგრესიაც ივანიშვილის დავალება ხომ არ იყო. „ეს ტონი არ არის, მე მოსახლეობას ვუხსნი, სიმართლეს ვეუბნები მოსახლეობას…“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა. პოლიტიკოსების კრიტიკამდე ღარიბაშვილმა „ტვ პირველი“ გააკრიტიკა და …

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მერების ხელფასი 2 ათასი ლარია, რაც ტყუილია

„1800-2000 ლარია მერების ხელფასი… მერების ხელფასების გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი,“ – აღნიშნა დღეს, 9 აგვისტოს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, მაგალითად, ქუთაისის ან ბათუმის მერის ხელფასი თვეში 2 ათასი ლარი იყოს. ბათუმის მერის ხელფასი 4500 ლარია. 4500 ლარი აქვს ხელფასი, მაგალითად, რუსთავის მერს, ქუთაისის მერის ხელფასი 2018 წლის მონაცემებით 3700 ლარი იყო, ქობულეთის მერის ხელფასი …

„ეს არის ჩუმი რევოლუცია ხელისუფლების მხრიდან“ – გიორგი მშვენიერაძე

„საზოგადოებას თუკი სურს დემოკრატიის დაცვა და ჩუმი რევოლუციის თავიდან აცილება, რომელსაც ახლა მიმართავს საქართველოს ხელისუფლება, საჭიროა მკაცრი, მაგრამ მშვიდობიანი წინააღმდეგობა,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, იურისტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. მისი თქმით, პრემიერის დღევანდელი განცხადება ცხადად გვაჩვენებს, თუ რა ტიპის მმართველობა მყარდება ქვეყანაში. „ეს ანტიკონსტიტუციური მმართველობის მოდელია“ – ამბობს იურისტი. გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოში …

„ღარიბაშვილის გამოსვლა არის დიქტატურის ანონსი“ – ზაალ ანდრონიკაშვილი

„სწორედ ამ დღეებში ხდება საქართველოს გაფორმება ავტორიტარულ რეჟიმად,“ – მიიჩნევს ზაალ ანდრონიკაშვილი, პუბლიცისტი, ლაიბნიცის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. მას ვკითხეთ, თუ რა დაინახა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებში. გარდა იმისა, რომ დღეს, 12 ივლისს, პრემიერმა შეთქმულების თეორია დააბრალა „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს და პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა ადამიანები, რომელთა უფლებების დაცვაც სახელმწიფომ ვერ …

„პრემიერი გახდა ძალიან საშიში, ეს არის ხელის აღება კონსტიტუციაზე“ – საია

„ეს არის ხელის აღება კონსტიტუციურ ვალდებულებებზე,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე. ღარიბაშვილმა 12 ივლისს თქვა, რომ უმრავლესობას უნდა დავემორჩილოთ. „როცა 95 პროცენტი არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი, ჩვენ ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს,“ …

ირაკლი ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული

„ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოილიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა,“ – განაცხადა დღეს, 29 მარტს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა მას ჟურნალისტებმა ოპოზიციასთან მოლოპარაკების რესურსზე ჰკითხეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მოლაპარაკების პროცესზე საუბრის დროს ისაუბრა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ხოლო „სააკაშვილის შესაძლო ჩართულობა არის შეურაცხმყოფელი,“ – თქვა მან. პრემიერის თქმით, ხელისუფლება მზადააა გონივრული და სამართლიანი კომპრომისის …

ბულვარი გავლენიანი ფინანსური ჯგუფების სამიზნეა, ეს არ დაუშვათ – მიმართვა გახარიას

„ბულვარი კვლავაც სამიზნედ რჩება გავლენიანი ფინანსური ჯგუფებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის ბულვარი წარმოადგენს მნიშვნელოვან და ღირებულ ზღვისპირა პარკს და საზოგადოებრივ სივრცეს, რომლის დასაცავად არაერთი მოქალაქე არაერთხელ გამოვიდა ქუჩაში. სწორედ ამ პროცესს მოჰყვა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დაწყება, რისთვისაც ნახევარ-მილიონამდე ლარია გამოყოფილი აჭარის ბიუჯეტიდან“, – ბათუმში მოქმედი 5 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას მიმართავენ …

პრემიერი: სოფლად მიწის რეგისტრაციის პროგრამა გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა უახლოესი სამი წლის განმავლობაში სოფლად მიწის რეგისტრაციის პრობლემის გადაჭრას გეგმავს, მისი თქმით, ინიციატივა უკვე დამუშავებულია და ამ მიმართულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. პრემიერის თქმით, ამ საკითხს მოსახლეობა ყველაზე მწვავედ აყენებდა მთავრობის წევრებთან, მათი რეგიონებში სტუმრობის დროს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დღეს, 7 ნოემბერს, ისაუბრა. „ …იუსტიციის …

პრემიერისა და პრეზიდენტის დუმილი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუტიანთკართან, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს. სამხედროები სოფელში 2019 წლის 7 აგვისტოს გამოჩნდნენ და რამდენიმე ძელი აღმართეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში, 14-15 აგვისტოს, დაწყებული სამუშაოები განაახლეს და ძელებზე ლითონის ბადე გაავლეს. შედეგად, ორი ოჯახის ქონება, რომლებსაც სახლები აგვისტოს ომის დროს დაენგრათ, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩა. ამ დრომდე, 16 აგვისტო, დილის 12:00 საათი, …

„გახარია წადი“ – ბეშუმში პრემიერს საპროტესტო აქციით დახვდნენ

„გახარია წადი“ – ამ ლოზუნგით ბეშუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა შუამთობის დღესასწაულზე მისულ პრემიერ მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მიხეილ ბოლქვაძის თქმით, პოლიციელები პრემიერთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევდნენ მოქალაქეებს. „ჩვენ გვერდი ავუარეთ პოლიციის კორდონს და მივაწვდინეთ ჩვენი ხმა პრემიერს. ის იძულებული …

ბავშვს 1912 წლის ლექსიკით ვერ დავხვდებით – მასწავლებელი დედაენის სკოლაში დაბრუნებაზე 

პრემიერმა და განათლების მინისტრმა საზეიმოდ გამოაცხადეს, რომ სკოლებში გოგებაშვილის „დედაენას“ აბრუნებენ. პრემიერის აზრით, „დედაენის“ დაბრუნება ეროვნული იდეაა და ის სასწავლო პროგრამიდან „უპასუხისმგებლო ადამიანებმა ამოიღეს“. თუმცა განათლების სამინისტროში ისიც ითქვა, რომ  საუბარია არა უშუალოდ „დედაენის“ შემოტანაზე, არამედ გოგებაშვილის მეთოდზე. რატომ არ უნდა ვასწავლოთ 21-ე საუკუნის ბავშვებს 1912 წლის სახელმძღვანელოთი, – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს თათა ჭანტურიას …

მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვიხილეთ ძალადობა პოლიციელებზე

„ჩვენ ვიხილეთ ძალადობა პოლიციელებზე, როგორ მომხდარიყო შეჭრა ჩვენს პარლამენტში… ბუნებრივია, ამ ნაბიჯს მიეცემა სამართთლებრივი შეფასება, ისევე, როგორც შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ძალის გადამეტებას ადგილი,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 24 ივნისს, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. პრემიერმა ასევე თქვა, რომ გამოძიების პროცესი …

ზაზა სარალიძე პრემიერს: ვიცი, რომ განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე

ახლახან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუქში ზაზა სარალიძე გამოეხმაურა. პრემიერმა წუხელ, პირველ ივნისს თქვა, რომ ნებისმიერ მომენტში დატოვებს თანამდებობას, თუ დარწმუნდება, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანას წაადგება ან სიტუაციას განმუხტავს, თუმცა, მისივე თქმით, ეს მომენტი ახლა არ არის. „დიდი მადლობა ბატონო პრემიერო სამძიმრის გამოცხადებისთვის. ეხლა რაც შეეხება ხელახალ გამოძიებას. მაგ უმეცარი ნაბიჯით მე ვეღარ მომატყუებთ. …

Exit mobile version