განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაწესდა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ენათმეცნიერების მიმართულებით მოღვაწე დოქტორის ხარისხის მქონე საქართველოს თუ უცხოეთის მოქალაქეს. გარდა პრემიისა, როგორც სამინისტრო აცხადებს, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამაზ გამყრელიძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება, „ხოლო სტუდენტებისათვის მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება“. აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე ევროპის აკადემიის პირველი ქართველი ნამდვილი წევრი იყო, …
Continue reading “დაწესდა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია და სტიპენდია”