Sakartvelo News – პოლონეთის საზმაუმ ახალი ამბების ქართულენოვანი განყოფილება გახსნა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, TVP-მა, ახალი ამბების ქართულენოვანი განყოფილება გახსნა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს. „VT Sakartvelo News-ი ახლა პირდაპირ ეთერში გადის – პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TVP-ის ახალი, ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური. პროგრამა გთავაზობთ სანდო რეპორტაჟებს, ევროპულ პერსპექტივას და მხარს უჭერს რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევას“ – წერს სამინისტრო X-ზე. …

რა იცვლება პოლონეთში ლეგალურად დასაქმების მსურველთათვის – ინტერვიუ

პოლონეთმა საქართველო ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლის მოქალაქეებსაც გამარტივებული წესით შეუძლიათ პოლონეთის ტერიტორიაზე სამუშაო ნებართვის მოპოვება. საქართველოს მოქალაქეებს, 2018 წლიდან შეეძლოთ პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება. სწორედ გამარტივებული წესების გამო, ათასობით საქართველოს მოქალაქისთვის პოლონეთში დასაქმება სოციალური სიდუხჭირისგან თავის დაღწევის საშუალებად იქცა. პირველი დეკემბრიდან კი ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. რა იქნება ახლა, რა იცვლება და როგორ მოუწევთ …

როგორ იმოქმედებს უვიზო რეჟიმის გაუქმება შრომით მიგრანტებზე – ინტერვიუ

„უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში, დაბრუნდება ვიზის მოსაკრებელი, უამრავი საბუთი იქნება შესაგროვებელი, მერე თბილისში ჩასვლა მოუწევს ყველას ვინც დედაქალაქში არ ცხოვრობს, რიგში დგომა, ლოდინი და საბოლოოდ მიიღებენ თუ არა ვიზას არ ეცოდინებათ,“ – პოლონეთში მცხოვრები ემიგრანტი ვალერიან ქარჩავა დეტალურად ხსნის, თუ რა დაბრუნდება საქართველოს რიგითი მოქალაქის ცხოვრებაში, თუკი უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ. დღეს, 4 სექტემბერს გამოქვეყნდა CRRC-საქართველოს …

პოლონეთი აპირებს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმოს გამარტივებული წესით დასაქმების უფლება

პოლონეთი გეგმავს მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები დაკარგავენ პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმების უფლებას. პოლონეთში დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქართველო იმ 5 ქვეყანას შორისაა, რომლის მოქალაქეები მარტივად, ნაკლები ბიუროკრატიით საქმდებიან პოლონეთში. პოლონურ მედიაში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 76 671 სამუშაო ნებართვა გაიცა საქართველოს 47 086 საქართველოს მოქალაქეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ერთმა და …

პოლონეთის პრემიერი ბათუმში ღარიბაშვილს შეხვდება

დღეს, 17 მარტს, ბათუმში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მათეუშ მორავიეცკი ჩამოდის. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის …

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში სტადიონს საქართველოს დროშის ფერებით გაანათებენ

პოლონეთის ქალაქ ვროცლავის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვროცლავის სტადიონი ქართული დროშის ფერებით განათდება. ვროცლავი პირველი ქალაქი იქნება, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს, რადგან ღონისძიება დღეს, 25 მაისს, ღამის 10 საათზე დაიწყება, ანუ საქართველოს დროით ღამის 12 საათზე. სტადიონზე შესრულდება საქართველოს ჰიმნიც. „ჩვენ ამას ვაკეთებთ იმის საჩვენებლად, რომ ვროცლავსა და პოლონეთში ყოველთვის ახსოვთ …

11 წელი გავიდა ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფიდან

დღეს პოლონეთში პოლონური პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების ტრაგიკულ დაღუპვას იხსენებენ. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ავიაკატასტროფაში დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე – მარია კაჩინსკი და პოლონეთის დელეგაცია: მთავრობისა და პარლამენტის წევრები, რელიგიური მოღვაწეები, სულ 96 ადამიანი. 2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავი ტუ-154 ავიაკატასტროფაში მოხვდა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. პოლონეთის …

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მოედანს ქართველი ოფიცრების სახელი ეწოდა

„პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების“ სახელი ეწოდა პოლონეთის ქალაქ ვროცლავის ერთ-ერთ წრიულ მოედანს – ინფორმაციას ამის შესახებ ილია დარჩიაშვილი ავრცელებს, საქართველოს ელჩი პოლონეთში. პოლონეთის არმიაში არაერთი ქართველი ოფიცერი მსახურობდა. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ქართველი იუნკრების ნაწილი ემიგრაციაში წავიდა და მათ სამხედრო სამსახური გააგრძელეს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საფრანგეთისა და საბერძნეთის არმიაში. თუმცა უმეტესობა წავიდა პოლონეთის …

როგორ წავიდეთ სამუშაოდ პოლონეთში

თუ პოლონეთში გსურთ მუშაობა და არ იცით საიდან დაიწყოთ, გეტყვით, რომ ბათუმში, გორგილაძის 2 ნომერში უნდა მიაკითხოთ კომპანია Poland Work Group-ს. [gray_box]რას გთავაზობთ Poland Work Group?[/gray_box] Poland Work Group არის სააგენტო, რომელიც შუამავლობას უწევს სამსახურის მაძიებელ ადამიანს უშუალოდ დამსაქმებლამდე. კომპანია პოლონელმა ბიზნესმენებმა დაარსეს, რომლებიც წლებია ბათუმში მუშაობენ, იცნობენ ადგილობრივ ბაზარს და აქვთ კონტაქტები პოლონეთში არსებულ …

გამარჯვებული კონკურსანტები აჭარიდან – 12 პედაგოგი სტაჟირებას პოლონეთში გაივლის

ვარშავაში საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა სტაჟირების კონკურსის 12 გამარჯვებული მასწავლებელი გამოვლინდა. ბიოლოგია: ნინო ქათამაძე (ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა) ნონა ქორიძე  (ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა) მაგდანა ხაბაძე (ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა) ბუნებისმეტყველება: დალი თებიძე (დაბა ქედის საჯარო სკოლა); ნინო მალაზონია (ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა); თამარ კონცელიძე (ბათუმის მე-6 საჯარო სკოლა); ფიზიკა:  მერაბ დიასამიძე  (ქედა, მახუნცეთის საჯარო სკოლა); …

ვარშავა-ბათუმი – პოლონური ავიაკომპანია ზაფხულში ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, პოლონური ავიაკომპანია Enter Air-ი ვარშავასა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პოლონურ ავიაკომპანია Enter Air-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა უკვა მიანიჭა. ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე Enter Air-ი ფრენებს 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში შეასრულებს. ფრენები …

კონკურსში გამარჯვებული ცხრა პედაგოგი სტაჟირებაზე პოლონეთში გაემგზავრება

აჭარის განათლების ფონდმა კონკურსის წესით შეარჩია სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ისტორიის ცხრა მასწავლებელი, რომლებიც პოლონეთში საგნობრივ ტრენინგებზე გაემგზავრებიან.  კონკურსში 41 მასწავლებელი მონაწილეობდა, მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე კი – 33 მასწავლებელი. გასაუბრების შედეგად შეირჩნენ შემდეგი მასწავლებლები: სამოქალაქო განათლება: ინგა მოსიძე (ხელვაჩაურის სალიბაურის №1 საჯარო სკოლა) ნაზი კოჩალიძე (ქობულეთის ციხისძირის საჯარო სკოლა) გიორგი უღრელიძე (ქობულეთის N5 საჯარო სკოლა) …

აჭარა ქვემო სილეზიის სავოევოდოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდა

თანამშრომლობის მოკლე მიმოხილვა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას ბოლო წლებია სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში გამორჩეულ ადგილს იკავებს რეგიონული თანამშრომლობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სილეზიისა და ქვემო სილეზიის სავოევოდოებს შორის. თანამშრომლობის ფარგლებში დამეგობრდნენ ქალაქები და კურორტები, ამოქმედდა გაცვლითი საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები, ჩამოყალიბდა მჭიდრო ურთიერთობები ჯანდაცვის მიმართულებით, გადამზადდნენ ადგილობრივი ექიმები და მედდები, …

ზურაბ პატარაძე საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდა

დღეს 12 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ოფიციალური ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შეტანილი წვლილისათვის ელჩს მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. ზურაბ პატარაძემ …

Exit mobile version