„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაპატიმრებული 64 ბრალდებულიდან 5 ბათუმიდანაა. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით: რას აკეთებდნენ ისინი დაპატიმრებამდე? რა მტკიცებულებებია მათ საქმეებში? 4 ოქტომბერს რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტის სასახლესთან გადავიდა რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის მიმართვის შემდეგ. დემონსტრანტებმა მოარღვიეს სასახლის ღობე და პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ. რამდენიმე წუთში ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი, რასაც დაძაბულობა მოჰყვა. პრეზიდენტის …
Tag Archives: პატიმრობა
საქართველოში 6 თვეში პატიმრების რაოდენობა 1000-ზე მეტით გაიზარდა
ბოლო 6 თვეში, საქართველოს ციხეებში პატიმრების ოდენობა მინიმუმ 1 142 პატიმრით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 9 845 პირი იყო მოთავსებული. აქედან – 9 393 კაცი და 452 ქალი, მაშინ როცა, მიმდინარე წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 8 703 პირი, მათ შორის 8 313 კაცი …
Continue reading “საქართველოში 6 თვეში პატიმრების რაოდენობა 1000-ზე მეტით გაიზარდა”
ALDE-ს სხდომაზე წაიკითხეს ზურაბ ჯაფარიძის წერილი ციხიდან: „და მაინც ქართველი ხალხი არ ნებდება“
ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) საბჭოს სხდომაზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის რუსთავის ციხიდან გაგზავნილი წერილი წაიკითხეს. ინფორმაციას პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება ავრცელებს“. „ვწუხვარ, რომ წლევანდელ ALDE საბჭოზე პირადად არ ვარ, რუსთავის ციხიდან მოგმართავთ, სადაც პოლიტიკური პატიმრის სტატუსით მაკავებს რუსეთის მხარეს დამდგარი ქართული ოცნების რეჟიმი. ჩემი „დანაშაული“? – უარი ვთქვი წავსულიყავი პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც …
ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფოფმაციას “ბათუმელებს” ოზთურქის ერთ-ერთი ადვოკატი უდასტურებს. გალიფ ოზთურქი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულისთვის გაასამართლეს. მას 2023 წელს ბათუმის საქალაქი სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეფა შეუფარდა. გალიფ ოზთურქი თურქეთის და საქართველოს მოქალაქეა. ამ თემაზე: ოზთურქის ბინიდან „კოკაინი“ ხელთათმანების გარეშე ამოიღეს – რა თქვა ექსპერტმა
უვადო პატიმრებს გათავისუფლებისთვის მოამზადებენ – სამინისტრომ პროგრამა დაამტკიცა
იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის ბრძანებით, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამა დამტკიცდა, რომელიც ძალაში დღეს, 10 თებერვალს, შევიდა. პროგრამაში ჩართვა შეუძლია იმ მსჯავრდებულს, რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის არანაკლებ 12 წელი და წერილობით თანხმობას აცხადებს პროგრამაში მონაწილეობაზე. ბრძანებაში აღნიშნულია ასევე, რომ პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. ის მსჯავრდებულები კი, რომლებიც არ ფლობენ …
Continue reading “უვადო პატიმრებს გათავისუფლებისთვის მოამზადებენ – სამინისტრომ პროგრამა დაამტკიცა”
საკონსტიტუციოს მოსამართლე ნიკა მელიას: შეეძლო პარლამენტს კანონის იგნორირება?
“ასე საერთოდ განაჩენის გარეშე შეიძლება შეუწყდეთ უფლებამოსილება პრეზიდენტს ან უზენაესი სასამართლოს წევრს, თუკი მას იმპიჩმენტს მოუწყობენ. რა გამოდის, რომ მხოლოდ პარლამენტის წევრს უნდა ჰქონდეს პრივილეგია?” – იკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ და ნიკა მელიას გახედა, რომლის სარჩელსაც დღეს, 14 თებერვალს, არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. “ნიკა მელიას შემთხვევაში, ერთმა მოსამართლემ მიიღო განაჩენი და სამოტივაციო ნაწილის გაცნობის …
Continue reading “საკონსტიტუციოს მოსამართლე ნიკა მელიას: შეეძლო პარლამენტს კანონის იგნორირება?”
ვინ გადაიხდის ბანკის სესხს, როცა ციხეში ხვდები
კომერციული ბანკები სესხის დაბრუნებას იმ მოქალაქეებსაც სთხოვენ, რომლებიც ციხეში ხვდებიან, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდშიც. ქვეყანაში არ არსებობს რეგულაცია, რაც პატიმრობის ან მსგავს სიტუაციაში ბანკს სასესხო ვალდებულების გადახედვას აიძულებს. „მოქალაქის ხელში ამ დროს არ რჩება არანაირი ბერკეტი, ყველაფერი ისევ ბანკებისკენაა“, – ამბობს ეკონომისტი ზურაბ კუკულაძე. „მსგავს სიტუაციაში რთული იქნება სასამართლოში დავის მოგება,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, …
Continue reading “ვინ გადაიხდის ბანკის სესხს, როცა ციხეში ხვდები”