„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

დეპუტატი ვახტანგ თურნავა ძვირადღირებულ აქსესუარებში იხდის იმაზე მეტს, ვიდრე საჯარო სამსახურში, მაგალითად ბათუმის მერიაში, ერთი რიგითი სპეციალისტის მთელი წლის ხელფასია. „ბათუმელებმა“ დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით დათვალა, რომ ვახტანგ თურნავას მხოლოდ საათებში 177 ათას ევროზე მეტი აქვს გადახდილი, რაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტია. მაგალითად, ბათუმის მერიაში მესამე კატეგორიის სპეციალისტის ხელფასი იზრდება და მომავალ წელს 3560 ლარი …

„ფეხქვეშ გაითელა კონსტიტუცია“ – ომბუდსმენის თანამშრომლები პარლამენტის შეკრებასა და იქ იოსელიანის მისვლაზე

დღეს, 25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ ანტიკონსტიტუციური პარლამენტის პირველი სხდომა ჩაატარა. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად ბარიერი გადალახა, რადგან როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ასევე ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ არჩევნების დროს, სხვა მძიმე დარღვევებთან ერთად, დაირღვა ამომრჩევლის ორი ძირითადი უფლება – ფარულობა და საყოველთაობა. არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტი …

2 პარლამენტარი ბათუმში 3 ცათამბჯენს აშენებს

ბათუმის სანაპიროზე, პირდაპირ ზღვასთან, ცათამბჯენის ასაშენებლად მშენებელმა ადგილი ისევ იპოვა, უფრო სწორად აჭარის მთავრობისგან იყიდა. შპს „სიტი გაიდი“ თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან 3 ცათამბჯენს ააშენებს. მშენებლობა ქონების გასხვისების ერთ-ერთი პირობა იყო. მყიდველის, შპს „სიტი გაიდის“დამფუძნებელი მედეა ბოჭორიშვილია, „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლე. ის იყო კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი, როცა „სიტი გაიდმა“ ზღვასთან ახლოს …

„ოცნების“ დეპუტატმა ბერაიამ ღირსების შემლახავი ფრაზებით მიმართა ქალ კოლეგას

„უსინდისო, სამარცხვინო, მატყუარა და უღირსი ადამიანი“, – ამ სიტყვებით მოიხსენია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი ბერაის შეურაცხმყოფელ ეპითეტებს არ გამიჯვნია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიას, რომელიც დეპუტატს შეურაცხყოფას აყენებდა, სიტყვით გამოსვლის დრო გაუგრძელა. „მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი …

როდის შეძლებენ მოქალაქეები აჭარაში მაჟორიტარებთან შეხვედრას

საქართველოს პარლამენტში აჭარის რეგიონი სამი მაჟორიტარი დეპუტატითაა წარმოდგენილი. ახალ დეპუტატებს ბიუროები თავიანთ სამაჟორიტარო  ოლქებში ჯერ არ გაუხსნიათ. მეხუთე მოწვევის პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძეს კი ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ოთხი ბიურო უკვე გახსნილი აქვს. „მე ახალდამწყები არ ვარ. გახსნილი მაქვს ბიუროები და გააგრძელებენ მუშაობას თავისთავად. არავინ არ გამიშვია. ყველა შეინარჩუნებს სამსახურს. სამი თანამშრომელი იქნება ხელვაჩაურის ბიუროში, …

დეპუტატის დაწერილი წიგნი პედაგოგებისთვის – ჯანაშიას თქმით, ეს აჩენს კორუფციის რისკს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შევა, რომელიც განკუთვნილია ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VII-VIII კლასებისთვის. გრიფირებული სახელმძღვანელოების სიაშია ფიზიკური აღზრდის სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, რომლის ავტორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, შოთა ხაბარელია. სხვა ავტორებით გრიფირებული წიგნი სიაში არ გვხვდება. ძიუდოისტი შოთა ხაბარელი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“, ის ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის …

34 კომპანიით პარლამენტში – დეპუტატ ივლიანე წულაიას ბიზნესი

ბიზნესმენი ივლიანე წულაია ბოლო მოწვევის პარლამენტში „ოცნების“ კვოტით მაჟორიტარ წევრად შევიდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მას განსაკუთრებული აქტიურობა არ გამოუჩენია, არც პოლიტიკური განცხადებები გაუკეთებია და ძირითადად „ოცნების“ ინიცირებულ პროექტებს ეთანხმებოდა. სამაგიეროდ, მთელი ამ წლების განმავლობაში უფრო გააქტიურდნენ და მშენებლობების მასშტაბები გაზარდეს დეპუტატის კომპანიებმა. ივლიანე წულაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 34 კომპანიას ფლობს ან თანამესაკუთრეა. ბევრ …

Exit mobile version