ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა – „მხოლოდ ჯაჭვები შეცვალეს და ისიც ნაწილობრივ“

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ გვერდით არსებულ სკვერში, ატრაქციონზე 12 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ფაქტს გვიდასტურებენ ბათუმის მერიაში, თუმცა ამბობენ, რომ სკვერში ატრაქციონები გამართულია და არ აქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ბავშვის დაზიანება. „ბათუმელები“ ესაუბრა ბავშვის დეიდას, რომელიც ამბობს, რომ საქანელა, რომელზეც მისი დისშვილი დაშავდა, არაერთხელ ყოფილა დაზიანებული და მშობლები თავად ცდილობდნენ შეკეთებას. …

ბათუმის მწვანე, მაგრამ მოუვლელი სკვერები კორპუსებთან – არსებობს მათი დაკარგვის საფრთხე

ბათუმის გარეუბნებში, ძველი კორპუსების ეზოებში მოულოდნელად შეიძლება აღმოაჩინო არცთუ მცირე ზომის, ხასხასა მწვანე, მცენარეებით დაბურული სივრცეები. მათი უმეტესობა ხელუხლებელ, ბუნებრივად გაზრდილ ბაღს ჰგავს. ამ სკვერებს კიდევ ერთი ხიბლი აქვთ – ხშირად მათი არც ერთი ნაწილი ჩაბეტონებული არ არის. გულდასაწყვეტი ისაა, რომ უმეტესობა მოუვლელი და დანაგვიანებულია. ზოგან ყვავილები ბალახში „იხრჩობა.“ „როგორ არ ვუვლით? – რაც შეგვიძლია …

სკვერი და შადრევანი ბათუმში, რაშიც მერიამ 309 778 ლარი დახარჯა

„ეს შადრევანი არასდროს ჩართულა,“ – გადმოგვძახეს თამარის დასახლებაში, რელიგიის მუზეუმთან მდებარე კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა, როცა ვიკითხეთ: ბოლოს როდის ჩართეს ახალი შადრევანი? ბათუმში, თამარის დასახლებაში, რელიგიის მუზეუმთან მდებარე სკვერისა და შადრევნის მოწყობის სამუშაოები გასული წლის ბოლოს ჩაიბარა მერიამ, თუმცა შადრევანი არ მუშაობს – აქ შადრევნის აუზში გამდინარე წყალში ჩაყრილი და ერთმანეთში ახლართული ელექტროსადენები დაგხვდებათ. შადრევანშია ქალის …

„ისე გადის თვეები, ნაგავი არ გააქვთ“ – როგორ გამოიყურება სკვერების ნაწილი ბათუმში

სკვერი – მცირე ზომის საზოგადოებრივი ბაღი ქალაქში, ან დასახლებაში. ასეთია სკვერის განმარტება ლექსიკონში. ბათუმის მერიის „ლექსიკონში“ კი ხშირ შემთხვევაში სკვერი ჰქვია ადგილს, სადაც შესაძლოა ერთი პატარა საქანელა იდგეს, თუნდაც ქუჩის განაპირა კუთხეში. მერიის მიერ რეაბილიტირებული სკვერებიც, ხშირ შემთხვევაში, ასე გამოიყურება – საქანელა, 2-3 სკამი, მცირე ზომის სათამაშო მოედანი და იშვიათ შემთხვევაში, წყლის პატარა შადრევანიც დგას. …

1,3-მილიონიანი ტენდერი ზუბალაშვილზე სკვერის მოსაწყობად

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტსა და ზუბალაშვილის ქუჩას შორის არსებულ ტერიტორიაზე სკვერის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ახალი სკვერის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 375 451 ლარი გამოიყოფა. ტერიტორიის ფართობი, სადაც სკვერი მოეწყობა, 3 518 კვ.მეტრია. სკვერში მოეწყობა შადრევანი და საპირფარეშო. ტენდერის პირობების მიხედვით, სკვერის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება 2018 …

ინვესტორი ქობულეთის მერიისგან პარკის ნაწილს ითხოვს – საპროტესტო აქცია

ამ წუთებში ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ მიმდებარედ, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, კომპანია „კრისტალ ბილდინგმა“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6 ათასი კვ.მეტრი პარკის ნაწილი თვითნებურად შემოღობა, რაზეც ხელისუფლება არ რეაგირებს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, როგორც ინვესტორი, ასევე ხელისუფლება ადგილობრივების უფლებებს არღვევს. თვითნებურად შემოღობილი მიწის გვერდით, კომპანიას პარკის ნაწილი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს …

ახალი პარკი განსხვავებული კონცეფციით ბათუმში

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში, ახალი გასართობი პარკი აპრილის დასაწყისში გაიხსნება. პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული და ბათუმში არსებული პარკებისგან განსხვავებული კონცეფციითაა გაკეთებული. პირველად დაიდგა პარკში ადაპტირებული ატრაქციონები და საპირფარეშოები. პარკი 7 000 კვ/მეტრზე უნდა გამწვანდეს. ახალი პარკის მშენებლობაზე ერთი მილიონ 927 ათასი ლარი დაიხარჯა. ხე-მცენარეები ჯერ შეტანილი არ არის, თუმცა როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გვეუბნებიან, პარკის …

Exit mobile version