აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი „აჭარის წყლის ალიანსმა“ ხელახლა გამოაცხადა. დაინტერესებული კომპანიებისთვის წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 30 მაისია. სოფლების და დაბების ჩამონათვალი, სადაც ქსელის მშენებლობისთვის 37 მილიონზე მეტი ევრო უნდა დაიხარჯოს ნახეთ ამ ბმულზე წინა ტენდერი, რომელიც 2022 წელს იყო გამოცხადებული, …
Tag Archives: ოჩხამური
ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად
ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ. საკანალიზაციო წყლების დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ასეთ „ჭაობებში“ ძირითადად სპეციალურად შერჩეულ მცენარეებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა დაბინძურებული წყალი „ჭაობში“ ჩაშვებამდე წინასწარ მექანიკურადაც გაიწმინდება. პროექტის მიხედვით: ასეთი ტიპის ჭაობებში ყველაზე მეტად გამოიყენება მაკროფიტები [წყლის მცენარეები]: ლელი, ლაქაში და სამგვერდა წყლის წაბლი. ასევე ძალიან პატარა ზომის მრავალწლოვანი მცენარეები, მაგალითად, წყლის …
„მიწა წამართვეს, ნარგავები დამიაზიანეს“ – მოქალაქე ნავთობისა და გაზის კორპორაციის წინააღმდეგ
სოსო ქათამაძე ქობულეთში, სოფელ გვარაში ცხოვრობს და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში 4 ჰ მიწის ნაკვეთს ფლობს. უფრო ზუსტად, 39 294. კვ.მეტრი მიწა შპს „ბუნების ნობათი 2008“-ის საკუთრებაა, რომელიც სოსო ქათამაძის შვილებს აქვთ დაფუძნებული. ქათამაძე „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მის კუთვნილ მიწაზე ბუნებრივი აირის მილები გაიყვანა, კომპენსაცია კი არ გადაუხადა. 8-წლიანი დავა …
კარტოფილის მოყვანის უფლება მაინც მოგვცენ – ოჩხამურში მიწის მოთხოვნით აქცია გაიმართა
დღეს, 12 მაისს, ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მცხოვრები მოსახლეობა სოციალური მოთხოვნებით აქციას მართავს. სოფლის მცხოვრებლები ითხოვენ, რომ ჩაის ყოფილი პლანტაციები, რომელიც ამ დროისთვის მოუვლელია, სარგებლობის უფლებით სოფლის მოსახლეობას გადაეცეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორია რამდენიმე წელია იჯარით არის გაცემული, თუმცა, მათი თქმით, მოიჯარე მიწით არ სარგებლობს და ტერიტორია მოუვლელია. „ჩვენ ვითხოვთ, მოგვცენ უფლება გავასუფთავოთ, დავამუშავოთ პლანტაცია, რომ …
დღეიდან თერმოსკრინინგს ოჩხამურის მოსახლეობასაც ჩაუტარებენ
ქობულეთის კლასტერის გამო აჭარაში კვლევის არეალი გაფართოვდა. დღეს, 16 აპრილს, როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ თქვა, სოფელ ოჩხამურშიც დაიწყება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. მისი თქმით, ოჩხამურში კორონავირუსის შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა: „თუმცა გვინდა მეტ არეალში ჩავატაროთ თერმოსკრინინგი და დავიჭიროთ ყველა საეჭვო ჩივილების მქონე პაციენტი, ვისაც ჯანმრთელობის ერთჯერადი საყურადღებო დარღვევები მაინც ჰქონია,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე. …
Continue reading “დღეიდან თერმოსკრინინგს ოჩხამურის მოსახლეობასაც ჩაუტარებენ”
ქობულეთის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასებისთვის ახალ შენობას ააშენებენ
სსიპ გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დაწყებითი კორპუსის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 466 109 ლარი დაიხარჯება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მშენებლობისთვის საჭირო თანხა კი აჭარის 2019 და 2020 წლების ბიუჯეტიდან დაიფარება. სატენდერო განაცხადს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც ოჩხამურის საჯარო სკოლის ახალი კორპუსი …
რატომ სთხოვენ ქობულეთში მესიმინდეებს საყანეების დათმობას – მინისტრის განმარტება
ქობულეთში, ოჩხამურსა და ცეცხლაურში მესიმინდეებს საყანეების დათმობას სთხოვენ. საყანე ფართობებს აქ ქობულეთის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ოჯახები იყენებენ. ინვესტორი ამ ტერიტორიაზე მესაქონლეობის მასობრივი ფერმის გაშენებას გეგმავს, თუმცა მესიმინდე ფერმერების უმრავლესობა საყანე ადგილების დათმობას არ აპირებს. „აქ თუ არ შედგა შეთანხმება, ინვესტორი სავარაუდოდ გურიაში წავა,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე. ის ინვესტორთან ერთად მოლაპარაკების …
Continue reading “რატომ სთხოვენ ქობულეთში მესიმინდეებს საყანეების დათმობას – მინისტრის განმარტება”