ბათუმში მშობიარე ქალი გარდაიცვალა

დღეს, 14 თებერვალს, ბათუმში, საერთაშორისო ჰოსპიტალში (ბაუ), ფიზიოლოგიური მშობიარობისას 42 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, გარდაცვლილი ქალი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი. „ექსპერტიზა უტარდება უკვე და გაირკვევა რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს. ჩვილი დარჩა ჩვენთან, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ახალშობილთა რეანიმაციაში“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალისთვის ეს მეოთხე მშობიარობა იყო.

აჭარაში სისხლში ტყვია გამოუვლინდა 6000 ორსული და მეძუძური ქალების 65 პროცენტს

2021 წელს აჭარაში გამოკვლეული 6000 ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალიდან 3908-ს სისხლში ტყვია გამოუვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობა – 25 მიკროგრამი დეცილიტრი ტყვია გამოუვლინდა 62 (3%) ბენეფიციარს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, კვლევის შედეგად 3908 (65.1%) ბენეფიციარს გამოუვლინდა სისხლში ტყვიის დონე ≥5 მკგ/დლ, მათ შორის: …

„ყველა აუცრელია“ – ბათუმში კორონავირუსზე 17 ორსულს მკურნალობენ

ბათუმის სამშობიარო სახლში დღეს, 7 ოქტომბერს, 17 ორსული ქალი მკურნალობს კორონავირუსზე. სამშობიარო სახლის დირექტორის ნუგზარ პაპავას თქმით, ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ბოლო პაციენტი დღეს, 7 ოქტომბერს შემოვიდა. ისეთი სიხშირით აღარ შემოდიან, როგორც ადრე. დღეში 1-2 პაციენტი შემოდის, ადრე 40 შემოდიოდა“ – ამბობს ნუგზარ პაპავა. მისი თქმით, არცერთი ორსული, რომელიც ამჟამად კორონავირუსით მათ კლინიკაშია, არ არის …

წელს 5 ათასამდე ორსული დაინფიცირდა კოვიდით – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე წელს ორსულებში დელტა შტამის გავრცელება იყო ძალიან სწრაფი და ინფიცირების მაჩვენებელმა 5 ათასს მიაღწია. „2020 წელს ჩვენ  ორსულებში გვქონდა 1300-მდე ინფიცირების შემთხვევა და აქედან მხოლოდ 1 იყო გარდაცვალება. წელს ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ თითქმის 5 000-ს მიაღწია. ერთდროულად, ერთსა და იმავე პერიოდში, ინფიცირებული იყო 40-50 ორსული, რა თქმა უნდა, …

ბიძინა კულუმბეგოვი ორსულებს: „ფაიზერის ორივე დოზით აიცერით“

დამძიმებული ეპიდემიური ვითარების ფონზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ორსულებს ურჩევს „ფაიზერით“ აიცრან: „ფაიზერი გამოიყენება როგორც ორსულობის, ასევე მეძუძურობის დროს. საერთოდ ვიტყოდი, რომ ვინც აპირებს ოჯახის დაგეგმვას, წინასწარ ჯობს, რომ აცრა ჰქონდეს მოთავებული, სანამ ორსულობა დადგება. თუ უკვე ორსულია და ვერ მოხდა ამის გათვალისწინება, ორსული მიეკუთვნება ძალიან ძლიერ რისკფაქტორს. რამდენიმე ათეული ორსული კრიტიკულ დეპარტამენტში წევს. ამიტომ ყველას …

უნდა აიცრან თუ არა ორსულები და ონკოპაციენტები კოვიდზე? – ზახაშვილის განმარტება

დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ არც ერთ ვაქცინაზე, რომლებიც გამოიყენება კოვიდის საწინააღმდეგოდ, არ არის ჩატარებული კვლევები ორსულებში მათი გამოყენების შესახებ. „თუმცა არის ცდები ჩატარებული ცხოველებზე და აჩვენებს, რომ რაიმე ტერატოგენული ეფექტი არც ერთ საცდელ ვაქცინას არ გამოუვლენია და რისკებს ცხოველთა პოპულაციაში არ მოიცავს. თუმცა ადამიანებში ასეთი ცდები ჩატარებული …

Exit mobile version