„პარლამენტში ინიციირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც დღეს, 25 ივნისს გამოქვეყნდა. საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით დაიწყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და მის თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებათა …
Tag Archives: ომბუდსმენი
აქციაზე დაკავებულები საუბრობენ პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფაზე – ომბუდსმენი
სახალხო დამცველის ინფორმაციით, 7 აპრილს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანი დააკავეს. დაკავებულები სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს. სახალხო დამცველის ცნობით, ორმა დაკავებულმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ისაუბრა. „სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“-აცხადებს …
Continue reading “აქციაზე დაკავებულები საუბრობენ პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფაზე – ომბუდსმენი”
გუშინ დაკავებული 44 პირიდან 26-ს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა – სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2024 წლის 28-30 ნოემბერს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 125 პირი მოინახულეს. „81 მათგანის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში უკვე მიეწოდა. გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით მოინახულეს 30 ნოემბერს დაკავებული 44 პირი, რომელთაგან 38-მა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა …
„ფეხქვეშ გაითელა კონსტიტუცია“ – ომბუდსმენის თანამშრომლები პარლამენტის შეკრებასა და იქ იოსელიანის მისვლაზე
დღეს, 25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ ანტიკონსტიტუციური პარლამენტის პირველი სხდომა ჩაატარა. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად ბარიერი გადალახა, რადგან როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ასევე ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ არჩევნების დროს, სხვა მძიმე დარღვევებთან ერთად, დაირღვა ამომრჩევლის ორი ძირითადი უფლება – ფარულობა და საყოველთაობა. არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტი …
„სხვა სახალხო დამცველებს სხვა სტანდარტი ჰქონდათ“ – ინტერვიუ ლევან იოსელიანთან
„კრიტიკული როგორ შეიძლება არ იყოს სახალხო დამცველი?“ – გვითხრა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, რომელსაც ინტერვიუს დროს ვკითხეთ „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის შეფასებაზე – „ლევან იოსელიანი ნინო ლომჯარია არ გახდება“. ლევან იოსელიანს ასევე ვკითხეთ, რატომ არ შეიმჩნია 28 მარტს, მაგალითად, პარლამენტარ ტარიელ ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმა. „ეს იყო პოლიტიკურ ნიადაგზე წარმოშობილი… პირდაპირ რომ ყოფილიყო ნახსენები მისი რელიგიური მრწამსი, …
Continue reading “„სხვა სახალხო დამცველებს სხვა სტანდარტი ჰქონდათ“ – ინტერვიუ ლევან იოსელიანთან”
ომბუდსმენი შსს მოუწოდებს არ გამოიყენონ არაპროპორციული ძალა
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას და განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. „მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა მხოლოდ უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას …
Continue reading “ომბუდსმენი შსს მოუწოდებს არ გამოიყენონ არაპროპორციული ძალა”
საქართველოში ბავშვთა სიღარიბე ბოლო 1 წელში 28%-ით გაიზარდა – ომბუდსმენი
დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბე ერთ-ერთ ძირითად პრობლემად რჩება, რადგან ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი მზარდია. „წინა წელთან შედარებით, ბავშვთა სიღარიბე 28%-ით გაიზარდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ჩარიცხული ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა და პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნების რაოდენობამ 235 252-ს მიაღწია. თუმცა ქვეყანაში არსებული პროგრამები კვლავ ვერ …
Continue reading “საქართველოში ბავშვთა სიღარიბე ბოლო 1 წელში 28%-ით გაიზარდა – ომბუდსმენი”
ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე სახელმწიფო ვერ ახერხებს ეფექტიან რეაგირებას – ომბუდსმენი
„სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით,“ – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე. საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა. გარდაცვლილის ბაბუას თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო, …
ომბუდსმენი აჭარის ტელევიზიის დირექტორს რეკომენდაციას აძლევს, აღადგინოს 3 თანამშრომელი
საქართველოს სახალხო დამცველმა დაასრულა აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის და ამავე სამსახურის წამყვან-რეპორტიორის თეონა ბაკურიძის შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის საქმეების შესწავლა. ომბუდსმენის ცნობით, საქმისწარმოების ფარგლებში მოპოვებული მასალების, მათ შორის, მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ამ პირთა დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლება/გადაყვანა საქართველოს შრომის …
ომბუდსმენი რეკლამის დამკვეთებს ახსენებს, რომ პროდუქტებსა და ნივთებს სქესი არ აქვთ
მედიასივრცეში ქართულმა რეკლამამ დიდი ევოლუცია განიცადა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი წინსვლა რეკლამის ტექნიკურ ნაწილს შეეხო, შინაარსობრივად კი რეკლამებში კვლავ დიდი დოზითაა სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპი. ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც კომპანიები პროდუქტის რეკლამირებისთვის გენდერული სტერეოტიპების გარდა, პროდუქციას სქესის მიხედვით ასხვავებენ. სწორედ ამიტომ სახალხო დამცველის აპარატმა რეკლამაში სექსტისტური სტერეოტიპების თავიდან ასაცილებლად ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც კიდევ ერთხელ …
Continue reading “ომბუდსმენი რეკლამის დამკვეთებს ახსენებს, რომ პროდუქტებსა და ნივთებს სქესი არ აქვთ”