როგორი იყო ნურის ტბა და პარკი სხვადასხვა დროს

ბათუმის ცენტრალური პარკის მთავარი მშვენება, ნურის ტბა, თავიდან კოღოების ბუდე და მალარიის გავრცელების წყარო იყო ქალაქისთვის. ტბის ირგვლივ პარკის მოწყობა 1881 წელს დაიწყო. პარკს თავიდან რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად „ალექსანდრეს ბაღი“ ერქვა, მერე სახელი ბევრჯერ შეუცვალეს. 1932 წელს კულტურისა და დასვენების პარკად გადააკეთეს, 1933 წელს – ბავშვთა პარკად, მერე – პიონერთა პარკად. 2006 წლიდან კი 6 …

ნურის ტბა ისევ დაბინძურებულია – ტბას ლაბორატორიულად ამოწმებენ

ბათუმის ცენტრალურ პარკში ნურის ტბა ისევ დაბინძურებულია. „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ დათბობასთან ერთად დაიწყო ტბაში წყალმცენარეების გამრავლება და ტბის დაბინძურებაც ამას უკავშირდება. „ჩვენ ვახორციელებთ ყოველდღიურ მონიტორინგს როგორც ნურის, ასევე არდაგანის ტბაზე. ნურის ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად რეგულარულად ხდება დათბობის შედეგად გავრცელებული წყლის მცენარეების ამოღება, რაც წყალში ჟანგბადის გადაჭარბებულად მოხმარებას შეაფერხებს. შედეგად, შენარჩუნდება წყლის შესაბამისი ეკოლოგიური …

ნურიგელის ტბაზე ვეიკპარკის მოწყობა სურთ – 2 მილიონი ევროს ინვესტიცია

ბათუმში, ნურიგელის ტბაზე, ასევე არდაგანის ტბის მიმდებარედ არსებულ პლაჟზე,  ვეიკპარკის მოწყობა სურთ, განაცხადი შესაბამისი ესკიზებით მერიაში შპს „გეო ლიტ ენთერთაინმენთმა“ შეიტანა. კომპანია ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს სწერს, რომ თანხმობის შემთხვევაში 2 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის განმარტებით, ვეიკპარკი არის სპორტული კომპლექსი, რომელიც გათვლილია აქტიურ დასვენებაზე. პროექტი ითვალისწინებს ასევე კაფესა და ტერასის მოწყობას ვეიკპარკის მომხმარებლებისთვის. …

ქოლერა ბათუმში და დაშრობას გადარჩენილი „მკვლელი” ტბა

1970 წლის ივნისში ბათუმის სამედიცინო ინსტიტუტში პრაქტიკაზე სტუდენტების 20-კაციანი ჯგუფი ჩამოფრინდა. მათგან ერთ-ერთი ძალიან ცუდად გახდა და  რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ძლიერი გაუწყლოების ზუსტ მიზეზს ვერავინ არკვევდა. ექიმებს ბიჭი დიზენტერიით დაავადებული ეგონათ. ვერაფერი უშველეს და გარდაიცვალა. ქოლერაზე ეჭვი პირველად იმდროინდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმს გიორგი ებუთიძეს გაუჩნდა. კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტს ქოლერა შეეყარა – ეს კი …

ბათუმის მერია ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხეს“ დგამს

ბათუმის მერია ცენტრალურ პარკში, ტბასთან, მინიმუმ 4 მეტრი სიმაღლის, მონუმენტური „ნატვრის ხის“ დადგმას აპირებს. ნურის ტბასთან „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ კონკურსი უკვე გამოაცხადა. საკონკურსო პირობის მიხედვით, „ნატვრის ხე“ უნდა იყოს მონუმენტური სახის, ლითონის კონსტრუქციის, ხოლო კვარცხლბეკი [თუ მსგავსი მოისაზრება] შესაძლებელია იყოს გრანიტის ან …

ნურის ტბის გადარჩენის კიდევ ერთი მცდელობა

ბათუმის ცენტრალურ პარკში ნურის ტბის დაჭაობების რისკების შესამცირებლად წყლის სპეციალური ტუმბო დაამონტაჟეს. შპს “ბათუმის წყალში” ამბობენ, რომ ამ მოწყობილობით ტბიდან წყლის ამოტუმბვა და მისი სანიაღვრე არხში უსაფრთხოდ ჩაშვება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციაა. წყლის ამოტუმბვის მიზანი ტბისთვის სიცოცხლისუნარიანობის დაბრუნებაა. „შესაძლოა ტბიდან წყლის ამოტუმბვის შედეგად მოხდეს წყალგანახლების პროცესის ფორსირება, რომ მიწისქვეშა წყლების ხარჯზე მოხდეს წყალგანახლება …

ნურის ტბაში აერაციის სისტემის აგრეგატებს გაწმენდენ

ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებულ ნურის ტბაში მუნიციპალური შპს „ბათუმის წყალი“ აერაციის სისტემის გაწმენდას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, აგრეგატები ტბაში განთავსების შემდეგ პირველად იწმინდება. „მყვინთავების მიერ დაიწყო წყალქვეშა დანადგარებზე დროთა განმავალობაში მიკრული ხავსისა და შლამის ჩამოშორება. აერაციის სისტემის გამართული მუშაობა ნურის ტბის ჟანგბადით გამდიდრებას უზრუნველყოფს. ნურის ტბაში 10 აერაციის აგრეგატია განთავსებული,“ – აცხადებენ „ბათუმის წყალში“. ნურის ტბაში აერაციის …

ნურის ტბაში წყლის ხარისხს „ბათუმის წყალი“ გამოიკვლევს

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ნურის ტბის „სათანადო მოვლა-პატრონობის მიზნით, ტბის წყლის ლაბორატორიულ კვლევას იწყებს“. ამ თემაზე: ბათუმის ცენტრალურ პარკში ტბა ისევ გამწვანდა [ფოტო] „ნურის ტბაში არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით, „ბათუმის წყალმა“ გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების მონიტორინიგის დეპარტამენტიდან, უკვე გამოითხოვა ინფორმაცია გასულ წლებში ნურის ტბაზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგების …

Exit mobile version