„ბრა-ლიანტი“- გამოფენა ბათუმში ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად

29 ოქტომბერს ბათუმში ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად არტპროექტი – „ბრა-ლიანტი“ გაიმართება ნიუ-იორკიდან. „ბრა-ლიანტი“ საქველმოქმედო პროექტია, რომელსაც ორგანიზაცია „ბრილიანტ სუფორთ იბერია“ წარმოადგენს. გამოფენა პირველად 2018 წლის ოქტომბერში ცენტრალურ პარკთან მდებარე „ნიუ იორკის ბიბლიოთეკაში“ გაიმართა. ფონდში  შემოსული თანხები კი „მემორიალ სლოუნ კეტერინგ კიბოს ცენტრში“ გადაირიცხა. ორგანიზაცია წარმოადგენს მსოფლიოში პირველ და ყველაზე მასშტაბურ კიბოს …

ძუძუს წარმონაქმნების მოშორების არაოპერაციული მეთოდი ბათუმში – სიახლე

უკვე ორი თვეა, რაც საქართველოში ქალებს შეუძლიათ ხანმოკლე პროცედურის საშუალებით, უახლესი მეთოდით მკერდიდან მოიცილონ არასასურველი წარმონაქმნები, საეჭვო კვანძები და ფიბროადენომები. ვაკუუმ რეზექციის – ანუ გამოტუმბვით ამოჭრის (VAE) მეთოდი ამერიკაში 10 წელზე მეტია რაც პოპულარულია, ის არაოპერაციული მეთოდია სარძევე ჯირკვლებიდან წარმონაქმნების მოსაცილებლად. სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნების მოცილებისას ვაკუუმ რეზექციის გამოყენება აშშ–სა და ევროპაში „ოქროს სტანდარტად“ არის მიჩნეული. …

რა უნდა იცოდეთ ქიმიოთერაპიის შესახებ – თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგია

კლინიკა „ნიუ პლაზმა“ მეორე წელია ბათუმში ონკოლოგიურ დაავადებათა  მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანებს ემსახურება. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? რატომ უნდა ჩავიტაროთ სკრინინგი? რატომ უნდა გამოვიკვლიოთ გენეტიკა და კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორად წარიმართოს მკურნალობა? – ამ საკითხებზე კლინიკის დამფუძნებელი, მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე საუბრობს: „თავდაპირველად მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კიბო დაავადებაა, რომლის დროსაც სხეულის …

ძუძუს კიბოს გენეტიკურად განპირობებული რისკის შეფასება

ნებისმიერ ადამიანს შესაძლოა დაუსვან სიმსივნის დიაგნოზი, ამის თავიდან ასაცილებლად და რისკების შესამცირებლად პაციენტებს ვურჩევთ დროული დიაგნოსტიკა ჩაიტარონ, მივიდნენ კონსულტაციაზე მამოლოგთან, ჩაერთონ სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში, ჩაიტარონ კიბოს რისკის მატარებელი გენის პრედიქტიული გამოკვლევები. ჩვეულებრივ, სიმსივნე არ გადადის მემკვიდრეობით, თუმცა ზოგიერთ მათგანზე – განსაკუთრებით კი სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის და პროსტატის კიბოზე – შეიძლება საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინოს გენებმა …

როგორ აღმოჩნდა „პაქსმენი“ საქართველოში

ევროპაში მრავალწლიანმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თავის კანის გაგრილების მეთოდი ეფექტურია ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის პრევენციისთვის. 2017 წელს კი „პაქსმენმა“ ამერიკაში ოფიციალურად გაიარა სერტიფიცირების პროცესი. რა არის თავის კანის გაგრილების სისტემა ? „პაქსმენი“ არის სპეციალური ქუდით აღჭურვილი აპარატი, რომლის საშუალებითაც ხდება თავის კანის (სკალპის) გაგრილება საჭირო ტემპერატურამდე. სკალპის გაცივებისას მცირდება ქიმიოთერაპიული მედიკამენტების უარყოფითი ზემოქმედება თმის …

რატომ არის ოქტომბერი ვარდისფერი და ვის ელიან სკრინინგზე ექიმები

სარძევე ჯირკვლის კიბო გავრცელებული დაავადებაა. ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიაში „ვარდისფერი ოქტომბერი“ საქართველო რამდენიმე წელია, რაც ჩაერთო. კამპანია მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის ჩვენებას, რომ კიბოს დიაგნოზი განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია. კამპანიაში ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ონკოლოგები, მამოლოგები, ონკოლოგიური კლინიკები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთვებიან. კლინიკა „ნიუ პლაზმა“ …

ანა ხარაიშვილი – მედდა კლინიკა „ნიუ პლაზმადან“

ჯერ კიდევ ბავშვობაში ვოცნებობდი სამედიცინო სფეროში მემუშავა. 7 წლის წინ კი საბოლოოდ გადავწყვიტე ვყოფილიყავი მედდა. მაშინ პროფილი არჩეული არ მქონდა, თუმცა მალევე ვიპოვე ჩემი თავი ონკოლოგიაში. მივხვდი, ეს იყო სფერო, სადაც შესაძლებლობა მექნებოდა სითბო, ყურადღება, მზრუნველობა გამომეხატა ადამიანების მიმართ და გასაკეთებელი საქმე გულწრფელად, პასუხისმგებლობით და პროფესიონალურად შემესრულებინა. ადამიანებისთვის შემემსუბუქებინა მდგომარეობა, მათ სიცოცხლისთვის ბრძოლაში დავხმარებოდი. სწავლისა …

პირველად საქართველოში – თმის ცვენის კონტროლი ქიმიოთერაპიის დროს

„პაქსმენი“  საქართველოშია – კლინიკა „ნიუ პლაზმამ“ ბათუმში „პაქსმენის“ ინოვაციური აპარატის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ასევე ესწრებოდა თავად „პაქსმენის“ სამედიცინო წარმომადგენელი, რომლის ხელმძღვანელობით კლინიკის პერსონალს სერტიფიცირებული ტრენინგი ჩაუტარდა. რა არის თვის კანის გაგრილების სისტემა ?  „პაქსმენი“ წარმოადგენს აპარატს, რომლის სპეციალური ქუდის საშუალებით ხდება თავის კანის (სკალპის) …

მითი და რეალობა ქიმიოთერაპიის შესახებ

სიმსივნურ დაავადებებთან და მათ მკურნალობასთან დაკავშირებით ბევრი სტერეოტიპი არსებობს. რა არის რეალობა? – ამის შესახებ თამარ კონცელიძე საუბრობს, კლინიკური ონკოლოგი და ქიმიოთერაპევტი, რომელსაც 9-წლიანი გამოცდილება აქვს ონკოლოგიურ ქირურგიაში და არა ერთი ონკოლოგიური კლინიკური კვლევის მონაწილეა. „კლინიკა „ნიუ პლაზმაში“ 2017 წლიდან ვმუშაობ. კლინიკა ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანი ადამიანებისთვის მაღალი სამედიცინო მომსახურების …

„ნიუ პლაზმა“ – ახალი კლინიკა ბათუმში სპეციალურად ონკოლოგიური სერვისისთვის

ონკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევებისა და მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის ბათუმში, პუშკინის ქუჩის N141-ში, რამდენიმე თვეა სპეციალიზებული კლინიკა „ნიუ პლაზმა“ გაიხსნა. კლინიკის დამფუძნებელი და სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი ონკოქირურგი, მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძეა. რატომაა საჭირო ონკოლოგიური პაციენტებისთვის სპეციალური კლინიკის გახსნა? ამ შეკითხვას თეიმურაზ გოგიტიძე პასუხობს: „ის პაციენტები, რომლებიც ზოგადად შეიძლება მივიდნენ ონკოლოგთან, დიაგნოზის დასმამდე ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ …

„ნიუ პლაზმა“ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გაკვეთილებს დააფინანსებს

დღეს, 25 დეკემბერს, შპს „ნიუ პლაზმამ“ და საქველმოქმედო ფონდმა „იალქანი“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. „ნიუ პლაზმა“ ფონდის ბენეფიციარი ბავშვებისთვის სასწავლო პროცესს ერთი წლის განმავლობაში დააფინანსებს. ფონდის ხელმძღვანელის, თეონა აბაშიძის ინფორმაციით, ფონდის სასწავლო ცენტრით სოციალურად დაუცველი ბავშვები და მოზარდები სარგებლობენ. „ესენი არიან როგორც ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და მოზარდები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ქუჩაში მომუშავე ბავშვები. აქამდე  …

Exit mobile version