“რასაც კეთილდღეობად გვტენიან: ის კორუფცია, ოლიგარქია და ნეპოტიზმია” – ნინო ხარატიშვილი

მწერალი ნინო ხარატიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს უკანასკნელი 30 წლის არცერთი დღე არ ყოფილა „ნორმალური“. და რომ ის, რასაც მმართველი პოლიტიკური ძალა მოსახლეობას მშვიდობად ასაღებს, „ან ანარქია, ან სამოქალაქო, ან რუსეთთან ომი, ან კრიმინალების მმართველობა, ან მავთულხლართები და ოკუპაციაა“. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ ნინო ხარატიშვილის მოსაზრებას. „ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მარწუხები უფრო …

„ახალი წელი აუცილებლად მოვა და ამოყოფთ თავს იქ, სადაც თქვენი ადგილია – ისტორიულ ნაგავსაყრელზე“

მწერალი ნინო ხარატიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და კახი კალაძის განცხადებას – „ნუ წვალობთ, ახალი წელი მოვა“. „კი, ახალი წელი აუცილებლად მოვა და თქვენ ამოყოფთ თავს იქ, სადაც თქვენი ადგილია: ისტორიულ ნაგავსაყრელზე. (და მერე კიდევ ერთი ახალი წელი რომ მოვა, უბრალოდ სამარცხვინო ლაქად მოგიგონებენ და ასე გაგრძელდება, წლიდან წლამდე, სანამ სრულიად არ ამოიშლებით ცნობიერებიდან, …

„საბჭოთა კავშირის ლეში, რომელიც არც დაუმარხავთ, თითქოს გაცოცხლდა“ – ინტერვიუ ნინო ხარატიშვილთან

„ჩემი აზრით, გამოთქმა – „ხელოვანი ვარ და პოლიტიკასთან კავშირი არ მაქვს“, არის სისულელე. ასეთი რამე არ არსებობს, იმიტომ, რომ ყველაფერი პოლიტიკაა. პოლიტიკა არ არის მარტო საინფორმაციო გამოშვება ან ომის სტატისტიკა. პოლიტიკაა ყოველდღიურობა“, – ამბობს მწერალი და დრამატურგი ნინო ხარატიშვილი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში. რა შეიძლება ერთმა მოქალაქემ გააკეთოს ქვეყნისათვის? ისტორიის რომელ პერიოდს ჰგავს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და …

რაც უფრო მეტი წელი გადის გერმანიაში ცხოვრების, მით უფრო ვქართველდები – ინტერვიუ ნინო ხარატიშვილთან 

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ გერმანულენოვან ქართველ მწერალთან, ნინო ხარატიშვილთან ზუგდიდში, ოკუპაციის ზოლთან მდებარე სოფელ კოკის საჯარო სკოლაში ჩაწერა. გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) საქართველომ კოკის საჯარო სკოლაში „თანასწორობის კუთხე“ გახსნა. მწერალი „თანასწორობის კუთხის“ გახსნაზე სტუმრად იყო მიწვეული. დღეს, როდესაც ამ ინტერვიუს ვწერთ, თქვენ ჩართული ხართ გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტში. დაესწარით „თანასწორობის კუთხის“ გახსნას. მინდა გკითხოთ, როგორ ეხმარება ლიტერატურა …

ელექტრას ომი | პ რ ე მ ი ე რ ა ბათუმში

17 ივლისის საღამო ბათუმში აუცილებლად მოასწავებდა წვიმას. ამ ქალაქში ყველამ იცის, რომ ყველა გეგმას წვიმა წარმართავს. თუმცა, ეს საღამო ელექტრასი იყო. მუზები ახლაც რომ უამბობდნენ პოეტებს ამბებს, ალბათ, მოჰყვებოდნენ იმ მრავალტანჯულ დროზე, როცა ღია სივრცეში შეკრებაც კი არ შეიძლებოდა. გუშინ კი პრემიერა იყო. ნინო ხარატიშვილის “ელექტრას ომი” დაიდგა ბათუმის დრამატული თეატრის ძირითადი შენობის წინ, ღია …

„ელექტრას ომი“- ნინო ხარატიშვილის პიესის მიხედვით დადგმული ახალი სპექტაკლი ღია ცის ქვეშ

„ელექტრას ომი“ – ასე ჰქვია ნინო ხარატიშვილის პიესას, რომელიც ბათუმის დრამატულ თეატრში რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა პირველად დადგა. სპექტაკლის პრემიერა 17 და 18 ივლისს, ღამის 10 საათზეა დაგეგმილი დრამატული თეატრის სიახლოვეს, ღია ცის ქვეშ, სადაც სკვერი, ქუჩის ელემენტები და პარკინგი სპექტაკლის მიზანსცენების ბუნებრივი გარემოს ქმნის.  სპექტაკლზე დასწრება ყველა მსურველს უსასყიდლოდ შეეძლება. გურამ მაცხონაშვილი ბათუმის დრამატულ თეატრში …

ნინო ხარატიშვილი: არასდროს მესმოდა, როგორ შეეძლოთ ქართველებს ეამაყათ სტალინით

„არასდროს მესმოდა, როგორ შეეძლოთ ქართველებს ეამაყათ სტალინით… არ შემიძლია ვწერო იმ საუკუნეზე და არ დავწერო სისასტიკეებზე,“ – ამბობს ბრიტანულ გამოცემა The Guardian- თან ინტერვიუს დროს ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი. ინტერვიუ მის ბოლო რომანზეა – „მერვე სიცოცხლე“, სადაც საქართველოს რეალობაა აღწერილი, მათ შორის, საბჭოთა წლები და ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ნინო ხარატიშვილი 2003 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. …

Exit mobile version