ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ბათუმში რუსეთის მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ, …

ფეხსაცმელებით ნარკოტიკების შემოტანის მცდელობა სარფის საზღვარზე

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული საშუალებების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. „კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, ბარგის დათვალიერების შედეგად, სპორტულ ფეხსაცმელებში, მალულად განთავსებული [ფეხსაცმელების ლანჩის ქვეშ], პოლიეთილენის შეფუთვებში დაფასოებული 238 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება [კრისტალური ფხვნილის სახით მეტადონის მარილი] აღმოაჩინეს. ასევე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე აღიკვეთა  დიდი ოდენობით (საერთო წონა 500 გრამი) …

სტამბოლში პოლიციამ 738 კილოგრამი მეტამფეტამინი ამოიღო

თურქეთში, სტამბოლში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს. საუბარია 733 კილოგრამ თხევად და 5 კილოგრამ მყარ მეტამფეტამინზე, რომელიც ორ მისამართზე ამოიღეს. თურქული მედიის ცნობით, პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა სპეცოპერაციის შედეგად. მედიის ცნობით, დაკავებულები ირანის მოქალაქეები არიან. ამავე დროს, თურქეთის სხვადასხვა პროვინციაში პოლიციამ სხვადასხვა ოდენობის ნარკოტიკი ამოიღო. ფაქტს ტვიტერზე გამოეხმაურა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი. მან თქვა, რომ …

ბათუმსა და ქობულეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია – ინფორმაციას შს სამინსიტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ქობულეთსა და ბათუმში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები: 1974 წელს დაბადებული თ.დ. 1993 წელს დაბადებული ბ.ა. 1989 წელს დაბადებული ვ.კ. ამავე წელს დაბადებული ო.პ და საქართველოს მოქალაქე – 1999 წელს დაბადებული ა.გ. „სამართალდამცველებმა ბ.ა. ბათუმში განსაკუთრებით დიდი …

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ო.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, …

ამოღებულია 4 კგ ნარკოტიკი, რომელიც 1 კგ-მდე ჰეროინს შეიცავს-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ნ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, ნ.კ.-ის ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, …

ოთხმა ნარკორეალიზატორმა 7 თვეში 2 მილიონის ნარკოტიკი გაყიდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ …

ბათუმის აეროპორტში 134 აბი ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ჯამში 134 აბი გამოავლინეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველომ  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262- ე მუხლების 1-ლი ნაწილებით დაიწყო.  

სარფში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ნარკოდანაშაულისთვის 1994 წელს დაბადებული ი.თ. დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 28 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ …

შსს: 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ სისხლის სამართლის 765 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. სამინისტრო განმარტავს, რომ  ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით 9 მილიონი ლარია. შსს-ს ინფორმაციით განადგურელბულია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 5 კილოგრამი და 255 გრამი „კოკაინი“, 1 კილოგრამი და …

შსს: ბათუმში ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და მისი გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა – ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, …

შსს: აჭარაში 80 აბი „მეტადონი“ და 143 აბი „სუბოქსინი“ ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით  აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება  ამოიღეს.  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.გ. და 1978 წელს დაბადებული რ.ც. დააკავეს. “სამართალდამცველებმა გ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, 80 აბი „მეტადონი“ და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. რ.ც.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას …

აჭარაში 23 წლის ბიჭი დააკავეს, რომელსაც ბრალად ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, 161 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, 161 აბი „სუბოქსინის“ გარდა  ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულის მიერ გასაღების მიზნით ქობულეთის ტერიტორიაზე დადებული 8 აბი ნარკოტიკი. დაკავებულია 1996 წელს დაბადებული ი.ბ. რომელსაც ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო …

შსს: გავანადგურეთ 737 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული 55 მილიონი ლარის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ, სისხლის სამართლის 737 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული  ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, ჯამში დაახლოებით 55 მილიონი ლარია, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. „შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ. სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული …

ბათუმში 422 აბი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-მ  აჭარაში 422 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. “ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2 პირი – 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1991 წელს დაბადებული ხ.ჭ.დააკავეს. სამართალდამცველებმა, ნ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 322 აბი „ექსტაზი“, 12 გრამამდე „კოკაინი“ და 9 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს. ხ.ჭ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 100 აბი …

ნარკოტიკის გაყიდვის ბრალდებით ქალი და კაცი დააკავეს – სპეცოპერაცია ბათუმში

ამ სპეცოპერაციას ბათუმის ცენტრში არაერთი თვითმხილველი ჰყავდა – ნიღბიანმა სამართალდამცველებმა ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით დღეს, 6 თებერვალს, ორი პირი დააკავეს. დაკავებული ქალი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო კაცი – თურქეთის. რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდგომი ტაქსის მძღოლი, რომელიც სპეცოპერაციის მიმდინარეობას თვალს ადევნებდა, ამბობს, რომ ბევრი ნიღბიანი ადამიანი იყო ქუჩაზე, მაგრამ პროცესი სანამ არ დასრულდა, ვერაფრით გაიგო, რა …

შსს ამბობს, რომ 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ტონაზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. სამინისტროს ცნობით, სისხლის სამართლის 750 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 14 მილიონი ლარია. „შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ …

შსს: დაკავებულია 7 ნარკორეალიზატორი; ოთხ თვეში ამოღებულია 8 კილოგრამამდე ჰეროინი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულსა და ფონიჭალაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული …

ბათუმელი ახალგაზრდა სავარაუდოდ ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

ახალგაზრდა ქალი, რომელიც 29 აპრილის ღამეს კლუბიდან დაბრუნდა, ოჯახის წევრმა სახლში გარდაცვლილი იპოვა. სავარაუდოდ ის  ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა ქალის ახლობლებისაგან, თუმცა მისი სიკვდილის ფაქტი ნეტგაზეთს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშიც დაუდასტურეს, სადაც გვითხრეს, რომ მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზის პროცესი. როგორც „ნეტგაზეთს“ გარდაცვლილთან დაახლოებული პირები უყვებიან, ახალგაზრდა ქალი იმ ღამით ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა, სახლში …

ყოფილი ნარკოდამოკიდებული ახალი ნარკოტიკის გაყიდვის სქემაზე ჰყვება

„ნარკომომხმარებლებისთვის მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ახლა ჯანმრთელობისთვის უფრო საშიშ ნარკოტიკს ყიდულობენ მობილური ტელეფონით. მათ სახელმწიფო დახმარების ნაცვლად მხოლოდ დასჯას სთავაზობს,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „აკესოს“ დირექტორი, ეკატერინე გარდაფხაძე. ეს ორგანიზაცია ძირითადად ქალი ნარკომომხმარებლის უფლებებს იცავს და მათ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას სთავაზობს. გუშინ, 27 მარტს, ეკატერინე გარდაფხაძემ საიას მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ იმართება, …

შსს: აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოვიღეთ

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული რ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, რ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 87 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,688692 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) …

ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და სამეგრელოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.რ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 63 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,55178 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიება …

შსს: სარფში 223 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 1979 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ. ჰ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის  ჩხრეკისას, 223 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,7166 გრ …

შსს: ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული გოგიტა შ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 91 შეკვრად დაფასოებული, 20,173 გრ მცენარეული მასა ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. ასევე ამოღებულია 1 შეკვრად …

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პაციენტთა შესახებ ინფორმაციის გამხელაზე

„ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები დაცულია გამხელისგან და ის არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თავად მოქალაქის თანხმობის გარეშე,“ – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწერილ წერილში. ინსპექტორს ვთხოვეთ განემარტა, აქვთ თუ არა სამედიცინო დაწესებულებებს პაციენტების შესახებ არსებული ინფორმაციის, სამართალდამცველებისთვის მიწოდების უფლება. საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, როცა კანონი შეიცვლა და ექიმებს აღარ აქვთ ვალდებულება, ნარკოტიკული ნივთიერებების ზედოზირების შემთხვევებზე …

ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტი ბათუმის პორტში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 9,3 გრამი მარიხუანა და 1,57 გრამი მეტამფეტამინი აღმოაჩინეს  სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე – „ბათუმის პორტი“. „თბომავალ „ვილნიუს სივეისით“ საქართველოში შემოსულ სატვირთო ავტომობილში, რომელიც საბორნე გემით, მძღოლის გარეშე გადაადგილდებოდა, უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების პირადი მოხმარების საქონელი, მათ შორის, HEAD & SHOULDERS-ის ფირმის შამპუნი და NIVEA-ს ფირმის ბალზამი. ეჭვის …

Exit mobile version