„საპარლამენტო უმრავლესობის „პოლიტიკური სოლიდარობის“ გამოცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აქტია,“ – მიჩნევენ არასამთავრო ორგანიზაციაში „სასამართლო გუშაგი“. ეს ორგანიზაცია სასამართლო სისტემის სფეროში მუშაობს და გუშინდელ შემთხვევას ეხმაურება – 18 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სასამართლო სისტემის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა განეხილათ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს. შესაბამისად, ვერც კვორუმი შედგა. …
Continue reading “„პოლიტიკური სოლიდარობა“ აქტია სასამართლოს წინააღმდეგ – ჯანეზაშვილი”