როგორ გაქრა ეზოები, ხეები და მზე – პატარა სახლები ბათუმში კორპუსების ჩრდილქვეშ | ვიდეო

მზე აღარ ათბობს ბათუმში პატარა სახლებს, რომლებიც  ბოლო წლებში შეცვლილ ქუჩებს  ჯერ კიდევ შემორჩნენ და შეუმჩნევლად „დგანან“ ახალი, მაღალი კორპუსების ჩრდილში ჩაკარგულნი. პატარა სახლებთან ერთად ქრება მცირე ზომის გამწვანებული ეზოები მრავალწლოვანი ხეებით და ყვავილების გაზონებით, რომლებიც ამ სახლების ირგვლივ ჰაერის ნაკადის მოძრაობას უწყობდნენ ხელს. ამ და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორის გამო ბათუმის ორსართულიან სახლებსა და …

მეეზოვე ცისანა, მებაღე ფატმანი და კაცი, რომელიც ქუჩებს დატბორვისგან იცავს

თვალები დახუჭეთ და წარმოთქვით სიტყვა ქალაქი. მერე დააკვირდით, რა წარმოგიდგებათ თვალწინ? შენობები, ხალხით სავსე ქუჩები, შადრევნები და დიდი პარკები, ტრანსპორტის ხმაური… ალბათ, ძირითადად ეს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ქალაქთან სხვაგვარი კავშირი აქვთ: მათ ცოცხებმა ქალაქის მოკირწყლული ქუჩების თითოეული ქვა იცის, ყველა ხის ფოთოლი შეუგროვებიათ; მათ იციან თითოეული ქუჩის ძარღვებივით დაქსელილი წყლის არხების გეოგრაფია; მათი ხელები …

მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO

9 წელია დაბა ხელვაჩაურის დიდი ნაწილი ბათუმს შემოუერთდა, მაგრამ აქაურობა ბათუმი მხოლოდ ქალაქის რუკაზეა.  ხელვაჩაურელების ნაწილი ბათუმელები გახდნენ, მაგრამ ამას ვერ გრძნობენ, მათთვის არაფერი შეცვლილა. მათ „ბათუმში“ ადამიანებს წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდებათ, არც ტროტუარებია, არც წრიული და ზებრა გადასასვლელები დახაზულა, აქვე არსებული სამრეწველო ზონისა და უწყვეტად მოძრავი ტრაილერების მტვერი კი ეზოებში მოთამაშე ბავშვების სუნთქვას დღითიდღე …

რა პრობლემებს ხედავენ ბათუმში დეპუტატობის კანდიდატები – მწვანე პოლიტიკა

რას ფიქრობენ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, პარტიის ლიდერები, მწვანე პოლიტიკის საკითხებზე? – ამ თემაზე მათ „ბათუმელები“ არჩევნების წინ ესაუბრა. აქ წაიკითხავთ პოლიტიკოსების შეხედულებებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმა, ჰაერის ხარისხი, საჯარო მწვანე სივრცეები, ინფრასტრუქტურული მოწყობა, მშენებლობა და კულტურული მემკვიდრეობა და სხვა. მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ ბათუმში ამ მიმართულებით პრობლემებია. „გამოწვევები ექვემდებარება აღიარებას და …

ბათუმის მწვანე პოლიტიკის მხარდასაჭერად – „ბათუმელები“ ახალ კამპანიას იწყებს

2020 წლის არჩევნების წინ ბევრი დაპირება მოვისმინეთ, მათ შორის მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემებზეც. პოლიტიკოსების პოზიცია ძირითადად ასეთია – მწვანე პოლიტიკა კარგია, გვჭირდება, თუმცა იგივე გვესმოდა წინა წლებშიც, არჩევნების შემდეგ კი მწვანე პოლიტიკის საკითხები არაპოპულარული, მეორეხარისხოვანი ხდება პოლიტიკოსებისთვის და როცა არჩევანი მწვანე პოლიტიკასა და ცალკეული ბიზნესკომპანიების ინტერესებს შორის დგება, საკითხი თითქმის ყოველთვის ბიზნესის სასარგებლოდ წყდება. უცნაურია, …

Exit mobile version