„ვიფიცებით 24 საათით“ – ტაქსის მძღოლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ

დღეს, 13 მაისს, საქართველოს სამ ქალაქში – ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში, ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია იმართება. საპროტესტო აქცია 10:00 საათზე დაიწყო. ბათუმში ტაქსის მძღოლები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ანწუხელიძის ქუჩის დასაწყისში არიან შეკრებილნი. ტაქსის მძღოლები უკვე მეხუთედ მართავენ აქციას შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. მძღოლები დამსაქმებელი კომპანიებისგან მოითხოვენ, რომ გაიზარდოს ტაქსის გამოძახების ტარიფი ერთ კილომეტრზე, ასევე მოცდის …

ყველაფერი შეიძლება მივიდეს სოციალურ აფეთქებამდე – ტაქსის მძღოლების პროტესტი ბათუმში

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში ტაქსის მძღოლებმა მეოთხედ გამართეს საპროტესტო აქცია. მძღოლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ და დამსაქმებელ კომპანიებს სთხოვენ, გადახედონ ტაქსის გამოძახების ტარიფებს. ტაქსის მძღოლების თქმით, შრომითი პირობების მხრივ, უკიდურესი მდგომარეობა აქვთ. „მე პირადად ვარ „იანდექსის“ მძღოლი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რომელ კომპანიაში ხარ დასაქმებული, ფაქტობრივად პირობები ყველგან არის ერთნაირი. ძალიან დამაზიანებელია ჩვენთვისაც და ჩვენი …

„3-ლარიან გამოძახებაზე 100 ლარს ჯარიმას რომ მიწერ, სადაა სამართალი?“ – ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში

დღეს, 21 აპრილს, ბათუმში, ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსის კომპანიებისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს. „გაიზარდოს მგზავრობის ტარიფი და შემცირდეს საკომისიო,“- ასეთია ტაქსის მძღოლების მოთხოვნა ტაქსის ოპერატორი კომპანიების მიმართ. აქციაზე შეკრებილი იყვნენ როგორც „ბოლტის“, ისე „მაქსიმისა“ და „იანდექსის“ აპლიკაციით დასაქმებული მძღოლები. მათი მოთხოვნა საერთოა – გაძვირდა ფასები საწვავზე, პროდუქტზე, მათი შემოსავალი კი …

ტრაილერების მძღოლების ნაწილს გადაზიდვების ნებართვა ისევ არ მისცეს

„ნებართვები გაიცა, მაგრამ მცირე რაოდენობით. რეალურად ისევ რიგშია ხალხი,“ – ამბობს ანზორ დავითაძე, რომლის კომპანიაც 7 ტრაილერს ფლობს. ტრაილერის მძღოლები 10 სექტემბრის აქციაზე ბათუმში ნებართვებს ითხოვდნენ, რაც ტვირთის უცხო ქვეყანაში გადატანისთვისაა საჭირო. მძღოლების აქციაზე 4 პირი დააკავეს. 10 სექტემბერს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნებართვები ორშაბათიდან ანუ 13 სექტემბრიდან გაიცემოდა. აქცია იმ პირობით დაიშალა, …

სატვირთო ავტომანქანების მძღოლები ბათუმში აქციას მართავენ

დღეს, 7 სექტემბერს, სატვირთო ავტომანქანების მძღოლები ბათუმში, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. მძღოლები ტვირთის სხვა ქვეყნებში გადატანის ნებართვას ითხოვენ. „ცოტა ხნის წინ მათ „ეკონომიკური შესასვლელიც“ გადაკეტეს, მაგრამ პოლიციის ხელმძღვანელი პირების თხოვნით, შესასვლელი მალევე გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ ადგილზე მოვლენ სააგენტოს წარმომადგენლები, ახლა აქციაზე მათ ველოდებით,“ – გვითხრა ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა თამაზ ბაკურიძემ. აქციის …

„მარშრუტკის“ მძღოლები ბათუმში მგზავრობის 20 თეთრით გაძვირებას ითხოვენ – რას პასუხობს მერია

დღეს, 12 ივლისს, ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი გაიფიცა. ისინი ამბობენ, რომ ყველაფრის გაძვირების ფონზე ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე არსებული ტარიფი – 50 თეთრი, დაბალია და მგზავრობის გაძვირებას 20 თეთრით ითხოვენ. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მძღოლების მოთხოვნა ვერ იქნება გათვალისწინებული, რადგან გაფიცვით ეს საკითხი ვერ გადაწყდება. „შევხვდი მძღოლებს. ასე არ …

ბათუმში 100-მდე მიკროავტობუსის მძღოლი გაიფიცა

დღეს დილიდან ბათუმში 100-მდე მიკროავტობუსის მძღოლი გაიფიცა, ისინი მგზავრობის საფასურის გაზრდას მოითხოვენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული იყო და მუშაობა 20 მაისის შემდეგ განაახლეს.   მძღოლები ამბობენ, რომ ფეხზე მდგომი მგზავრების აკრძალვის შემდეგ, მათი შემოსავლები საგრძნობლად შემცირდა. პანდემიის პირობებში შემოღებული რეგულაციები გამო კი, თანხები მიკროავტობუსებში ლუქის დამაგრებასა და ღია ფანჯრების მოწყობასაც დაჭირდა. პანდემიამდე, მერიასთან მგზავრობის …

ბათუმში სამი სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ – რას პასუხობს მერია მათ 

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები ამ მარშრუტზე #29 მიკროავტობუსების მოძრაობას აპროტესტებენ. ამჟამად ამ მარშრუტზე მოძრავი 31-ე, 24-ე და 21-ე სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები არიან გაფიცულები. მძღოლების თქმით, 29 ნომრით მოძრავი მიკროავტობუსი მათ მგზავრებს აკლებს. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მძღოლებს უფლება არ აქვთ, რომელიმე მიკროავტობუსის მოძრაობის აკრძალვა მოითხოვონ ამ …

მძღოლებმა ორი დღეა „გეზი თბილისი“ ჩახერგეს – პროტესტი მანქანებით ხორბლის შემოტანის აკრძალვას

ხორბლის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მძღოლების აქციის გამო, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გვითხრეს,  შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში – „გეზი თბილისი“, სამუშაო პროცესი ამ დრომდე შეწყვეტილია. მძღოლები საქართველოს ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანებას აპროტესტებენ, რომლითაც საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანა და გატანა იკრძალება. „მძღოლებს საერთო გზების გამოსანახად ვთავაზობთ მოლაპარაკებას, რათა მივიდეთ რაიმე შეთანხმებამდე და გეზმა იმუშაოს. ისინი ჯერჯერობით …

ქართველმა მძღოლებმა სარფში თურქულ მანქანებს ავტომაგისტრალი გადაუკეტეს

ქართველი მძღოლების ერთმა ნაწილმა, რომლებსაც თურქეთის ტერიტორიაზე მგზავრები გადაჰყავთ, სარფში, დღეს 19 ივლისს, გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების მიერ ავტომაგისტრალი ამ დროისთვის [12:00 სთ] გადაკეტილია. მძღოლებმა, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, აქცია ათი დღის წინ, ბათუმში თურქეთის საკონსულოსთანაც გამართეს. მათი თქმით, თურქეთში პოლიციამ ისინი უსამართლოდ დააჯარიმა და ავტომანქანები ჩამოართვა. ამასთან, ქართველ მძღოლებს თურქეთში არასათანადოდ ეპყრობიან, ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოში კი …

ბათუმსა და ხელვაჩაურში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

მიკროავტობუსის მძღოლები ამ წუთებში ბათუმის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და მერიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ქალაქში სამარშრუტო ხაზების შემცირებას შეეხება. მძღოლები ამბობენ, რომ ხაზების გაუქმებით, ისინი, ფაქტობრივად, უმუშევარი რჩებიან. „დღეში უნდა იმუშაოს 10-მა მარშრუტკამო, ამას ამბობს მერია, 40 ვმუშაობთ და სხვებმა რა უნდა ვქნათ, სად ვიმუშაოთ. ეს ნომერი ოთხ სოფელს ემსახურება, ადამიანები ზოგი ქალაქში …

მძღოლები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ – აქცია მერიასთან

ბათუმის მერიასთან მძღოლები პოლიციას დაუპირისპირდნენ, სადაც დღეს საქალაქთაშორისო მარშრუტების მძღოლები საპროტესო აქციით მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა არაფორმალური ავტოსადგურის არსებობას აპროტესტებდნენ. პოლიციელი აქციის მონაწილე ერთი მძღოლის [რომელმაც მინიავტობუსი მერიის შენობის წინ გააჩერა] დაჯარიმებას აპირებდა, პარკირების წესების დარღვევის გამო. თუმცა, მძღოლების პროტესტის შემდეგ, გადაიფიქრა. აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, ბათუმის მერმა რამდენიმე  მძღოლთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო, ოღონდ ჟურნალისტების …

Exit mobile version