ავტომაგისტრალიდან 200 მეტრის ფარგლებში მშენებლობა გზის მფლობელთან უნდა შეთანხმდეს

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებსა და გზისპირა ზონებში – გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს – გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული იქნება მშენებლობა. ასეთ შეზღუდვას ითვალისწინებს „ოცნების“ მთავრობის დადგენილების პროექტი, რის შესახებაც ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით ახალი „რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა და …

შპრიცების გროვა მშენებარე კორპუსში

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში, მიტოვებული მშენებლობაა. ამ ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაუწყიათ, თუმცა დღემდე არ არის დასრულებული. ტერიტორია ქვის ღობითაა შემოსაზღვრული, თუმცა რამდენიმე ადგილზე ღობე ჩამონგრეულია, სწორედ აქედან აღწევენ გარეშე პირები ტერიტორიაზე და შენობის კარკასში ნარკოტიკებს მოიხმარენ. ამაზე მოწმობს უამრავი შპრიცი, რომელიც ნახევრადაშენებული კარკასის სართულებზეა მიმოფანტული. სამეზობლო ამ …

რა ღირს კორპუსის უსაფრთხოების შემოწმება

თუკი საცხოვრებელ კორპუსში ბინები გადააკეთეს, კედლები დაშალეს, კორპუსს რამე დააშენეს ან მიაშენეს, ვინ შეამოწმებს და რა ფასად? – ეს კითხვა განსაკუთრებით ხშირად ისმის ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ. „ბათუმელებმა“ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იკითხა: რა პირობებით არის შესაძლებელი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური შემოწმება და რა ფასად? ექსპერტიზის ბიუროში განმარტეს, რომ მნიშვნელოვანია თითოეულ შემთხვევაში ექსპერტიზის წინაშე …

„ნებართვა ვითხოვეთ, პასუხს ვერ ვიღებთ“- შეჩერებული მშენებლობები ბათუმში

„განაცხადი შევიტანეთ 3 აპრილს, მე-11 დღეა ველოდებით პასუხს, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა,“ – ამბობს მართვის კომპანია GGM-ის მმართველი, გენო გელაძე. სხვა მშენებლების მსგავსად, პირველ აპრილს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ამ კომპანიამაც მიმდინარე მშენებლობა ბათუმში შეაჩერა. მშენებლებს პირველ აპრილს უთხრეს, რომ მშენებლობის გასაგრძელებლად სპეციალური ნებართვის მიღება იყო საჭირო. ბიზნესმენებმა განაცხადები შეავსეს, თუმცა პასუხს ვერ …

„არ არის სიმაღლის შეზღუდვა“ – ბათუმი Forbes-ის საინვესტიციო ქალაქების სიაში

ბათუმი Forbes-ის 2020 წლის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქების სიაში მოხვდა. სიაში კიდევ ევროპის ხუთი ქალაქია. ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, რის გამოც გამოცემის შეფასებით, ბათუმს ინვესტორები ირჩევენ, ესაა მშენებლობების შეუზღუდავი სიმაღლე. „ამ დროისთვის ახალ შენობებზე არ არის დაწესებული სიმაღლის შეზღუდვები, ამიტომ დეველოპერები და მყიდველები მაქსიმალურად იყენებენ შესაძლებლობას,“ – აღნიშნულია სტატიაში. გამოცემა ასევე წერს, რომ ბათუმი შავი ზღვის პოპულარული …

ანგისა და ადლია – ბათუმში ცათამბჯენების ახალი დასახლება ჩნდება (ფოტო)

ადლიასა და ანგისაში უკვე მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო პროექტების დათვალიერებისას შეიძლება რეალურად მოგვეჩვენოს ამერიკულ თრილერებში ასახული სიუჟეტები და დავიჯეროთ მაღლივი სახლების სახურავებიდან სახურავებზე გადასვლის შესაძლებლობა. ამ, ერთ დროს ორსართულიან დასახლებაში, ერთმანეთის მიყოლებით შენდება მაღლივი მრავალბინიანი სასტუმრო და აპარტოტელი, ასევე საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივებს, რომლებიც ჯერ კიდევ ორსართულიან სახლებში ცხოვრობენ, ახალი მშენებლობები სულაც არ ახარებთ. ისინი ამბობენ, …

ბათუმის საკრებულოს დავალებები მერიას

ბათუმის საკრებულომ დღეს, 6 ივლისს გამართულ სხდომაზე, მერიას რამდენიმე დავალება მისცა. ერთ-ერთი – ქალაქში საცურაო აუზის მოწყობაა. ინიციატივა „თავისუფალ დემოკრატებს“ ეკუთვნოდათ და მას მხარი საკრებულოს წევრებმა დაუჭირეს. „უმჯობესი იქნება თუკი აუზი მოეწყობა ქალაქის ცენტრალური ნაწილის და “ჭაობის” გსაგასაყარზე, ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს“ – ამბობს კობა ჩხეიძე ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელი. საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიამ გონივრულ ვადაში უნდა …

Exit mobile version