15 მუშა, რომლებიც კომპანიას ხელფასს სთხოვენ, გონიოს პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს

15 მუშა, რომლებიც ერთი თვის კუთვნილ ხელფასს ითხოვენ, დღეს, 12 დეკემბერს, მორიგი საპროტესტო აქციის გამართვის დროს, პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. მუშები კომპანია „ლაბაუ გონიოს“ ჰყავდა დაქირავებული – გონიოში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე. როგორც მუშები ამბობენ, კომპანიას ერთი თვის ხელფასის ანუ 27 ათასი ლარის დავალიანება აქვს. „აქცია გავმართეთ ისევ, რადგან კომპანიის წარმომადგენელი ამ დრომდე არ შეგვეხმიანა და არც …

ტერმინალი მუშების სამსახურიდან დათხოვნას არ ადასტურებს

შპს „ბათუმის საერთაშოროსო საკონტეინერო ტერმინალი“ მუშების სამუშაოდან დათხოვნას არ ადასტურებს.  ტერმინალის განცხადებით, მუშები სხვა კომპანიას ჰყავს დაქირავებული და არა მათ. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მუშები, რომლებიც „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდნენ, რომ სამუშაოდან გაუშვეს, დაქირავებული ჰყავს შპს JTI GROUP -ს. აღნიშნული კომპანიის დირექტორი ტარიელ ქათამაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ  საერთაშორისო საკონტეინერო კომპანიას მუშახელს თვითონ აწვდის, თუმცა ამბობს, რომ მუშები …

393 დაღუპული და 1097 დაშავებული მუშა საქართველოში – 9 წლის სტატისტიკა

მედია ყოველ კვირა იტყობინება დასაქმების ადგილებზე დაშავებული და დაღუპული მუშების შესახებ. 2011-2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში  საწარმოო შემთხვევების შედეგად  393 მუშა დაიღუპა, 1097 კი  – დაშავდა. 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რიგი ნორმები ამოქმედდა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის EMC-ის შეფასებით, ეს ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია შრომის ინსპექტირების მექანიზმის გაძლიერების კუთხით. თუმცა ჯერ …

პროფკავშირები: მუშებს კვირაში 70 საათი უწევთ მუშაობა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს, რომლებიც მესამე დღეა შრომითი უფლებების დარღვევის გამო გაფიცულები არიან, საქართველოს პროფესიული კავშირის აჭარის გაერთიანების წარმომადგენელი ლევან გურგენიძე შეხვდა. „ჩვენ გავესაუბრეთ იქ დასაქმებულ ადამიანებს და გავარკვიეთ, რომ უხეშად ირღვევა მათი შრომითი უფლებები. პრაქტიკულად, მუშებს 70 საათი უწევთ კვირაში მუშაობა, დასვენების დღე ფაქტობრივად არ აქვთ, თვეში აქვთ მხოლოდ ორი დასვენების დღე, რაც …

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 40 მუშა გაიფიცა

მესამე დღეა საამქროს მუშები გაფიცულნი არიან,  ისინი შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ კომპანია რვა საათის ნაცვლად 12 საათს ამუშავებს, თუმცა  ხუთი საათის სამუშაოს უნაზღაურებს. „ბათუმელები“ გაფიცულ მუშებს ესაუბრა. „ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ვაშენებთ კოტეჯებს მუშებისთვის. გავიფიცეთ იმისთვის, რომ ჩვენი შრომითი უფლებები ირღვევა,“ – გვითხრა ერთ-ერთმა გაფიცულმა მუშამ, ედიშერ მუთიძემ. ედიშერ მუთიძე …

მშენებლობაზე დაღუპული ორი ახალგაზრდის ოჯახს კომპენსაციაზე უარს ეუბნებიან

2017 წლის სექტემბერში „მეტრობეტონის“ მშენებლობიდან 30 წლამდე ორი მამაკაცი ჩამოვარდა. დაღუპული ახალგაზრდების ოჯახის წევრები სადაზღვევო კომპანია „უნისონისგან“ კომპენსაციას ითხოვენ. დაღუპულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს, 23 იანვარს, „უნისონის“ ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, დაღუპულებს ჰქონდათ სიცოცხლის დაზღვევა, მაგრამ, ამის მიუხედავად, სადაზღვევო კომპანია თანხის – 100 ათასი დოლარის გადახდაზე უარს აცხადებს. სააქციო საზოგადოება „მეტრობეტონსა“ …

ხელფასების გადაუხდელობის გამო ექვსი მოქალაქე კომპანიას უჩივის

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში მცხოვრები ექვსი ადამიანი კომპანიას გადაუხდელი ხელფასების გამო უჩივის. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ლე კონსტრუქცია 231“-მა, რომლის ხელმძღვანელია ლევან ჭანტურია, კომპანიის მიერ დაქირავებულ მუშებს კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას მუშებისთვის სამუშაოების დასრულების შემდეგ 7 ათასი ლარი უნდა გადაეხადა, თითოეულ მუშაზე 1100 ლარი. სამუშაოების დამკვეთი აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაცია …

ბათუმში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით დღეს, 30 სექტემბერს, 15 წუთის წინ, ბათუმში იუსტიციის სახლის მიმდებარედ „ალიანს პალასის“ მშენებლობაზე ხარაჩო ჩამოიშალა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით არიან გადაყვანილი საავადმყოფოში, თუმცა როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში გვეუბნებიან, მუშების მდგომარეობა კრიტიკული არ არის. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით მიმდინარებს რაც მშენებლობის …

საპროტესტო აქციამდე მუშებს კომპანია „მეტროს“ ხელმძღვანელი შეხვდა

6 მაისის პარკში ბათუმელი მუშები შეიკრიბნენ. „სოლიდარობა ბათუმელ მუშებს“ – ამ სლოგანით აქცია „აუდიტორია 115“-მა კიდევ ერთხელ გამართა, სადაც მუშებმა თქვეს, რომ კომპანია „მეტროსთან“ მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით გუშინ, გვიან ღამით დასრულდა და აქციის გაგრძელების საჭიროებას ვეღარ ხედავენ. საუბარია კომპანია „მეტროს“ მშენებლობაზე, კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც ორი მუშა 8 სექტემბერს გადმოვარდა და დაიღუპა. დაკრძალვის შემდეგ, ჭირისუფლის თხოვნით, მშენებლობაზე …

Exit mobile version