აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 24 მარტს, მეწყრული პროცესების გამო სრულად შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემდეგი მიმართულების გზებზე: ხულოს მუნიციპალიტეტში: დიდაჭარა-საციხური-გელაურას მიმართულებით შუახევის მუნიციპალიტეტში: ცხემლისი-დარგულა, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეები და კობალთის მიმართულებით ქედის მუნიციპალიტეტში: მერისი-სიხალიძეების საავტომობილო გზებზე. „ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემოვლითი გზებით“ – აცხადებენ გზების დეპარტამენტში. მათივე ინფორმაციით, მეწყრული პროცესების განვითარება ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.
Tag Archives: მუნიციპალიტეტები
სად გაითიშება შუქი 10 მარტს აჭარაში – იხილეთ ქუჩებისა და სოფლების ჩამონათვალი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 10 მარტს, ელექტროენერგია შეეზღუდება აბონენტების გარკვეულ ნაწილს ხუთ მუნიციპალიტეტში. ხელვაჩაურში შუქი გაეთიშება შემდეგ სოფლებს: კირნათს, მარადიდს, მირვეთს, ქედქედსა და მიმდებარე სოფლებს 13:00-დან 18:00 საათამდე. ქობულეთში სოფლებს: ხალას, ჩაისუბანს, ბობოყვათს, კვირიკესა და მიმდებარე სოფლებს. ასევე, – დ.აღმაშენებელის, რუსთაველის, კოსტავას, ნინოშვილის, ქიაჩელის, პოპოვისა და მიმდებარე ქუჩებს. ფიჭვნარის, ჩოლოქისა და დაბა ჩაქვის დასახლებების ნაწილს …
Continue reading “სად გაითიშება შუქი 10 მარტს აჭარაში – იხილეთ ქუჩებისა და სოფლების ჩამონათვალი”
აჭარის მთაში ფერმერების მხოლოდ 35% მიიღებს მიწის სუბსიდიას – 200 ლარს
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა რეგისტრირებული მიწის თითოეულ ჰექტარზე 200-ლარიან სუბსიდიის გაცემას გეგმავს, თუმცა, არსებული მონაცემებით, გლეხების უმეტესობა აჭარაში ამ სუბსიდიას ვერ მიიღებს. აჭარის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30-35 პროცენტს აქვს მიწა რეგისტრირებული, როგორც საკუთრება. სუბსიდიის მისაღებად კი, მოქალაქეს, მინიმუმ, 2 500 კვ/მ მიწა მაინც უნდა ჰქონდეს საკუთრებაში დარეგისტრირებული [ამ ფართობის ნაკვეთის შემთხვევაში სუბსიდია 50 ლარია]. მთავრობამ ასევე …
Continue reading “აჭარის მთაში ფერმერების მხოლოდ 35% მიიღებს მიწის სუბსიდიას – 200 ლარს”
აჭარაში 16-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
დღეს, 20 მარტს, აჭარის 4 მუნიციპალიტეტში 16-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ხელვაჩაურში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-17:00 საათამდე შეუწყდება სოფლებს: ქედქედი, ჩიქუნეთი, აჭარის აღმართი და მიმდებარე სოფლებს. ქობულეთში 11:00-16:00 საათამდე სოფლებს: ბუკნარი, საჩინო, შუაღელე, ჩაისუბანი, გორგაძეები და მიმდებარე სოფლები. ასევე, დაბა ჩაქვის ნაწილს. ქედაში, 11:00 -17:00 საათამდე, ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ სოფლები: მერისი, მეძიბნა, გუნდაური და მიმდებარე …
Continue reading “აჭარაში 16-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება”
როგორ ცდილობს 3 სოფლის სკოლა ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას
„იყო შემოთავაზება, რომ დავალებები ფურცლებზე ამოგვებეჭდა და ისე გაგვეგზავნა მოსწავლეებისთვის, თუმცა ამასაც ხომ მიმტანი სჭირდება?“ – გვეუბნება სოფელ თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი, ილია ბოლქვაძე. აქ, სამინისტროს ახალი რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის ინლაინსივრცეში გადატანას ცდილობენ, თუმცა სკოლას ჯერ არც გამოცდილება ჰყოფნის და არც ინტერნეტის სიჩქარე უწყობს ხელს. „ბათუმელებმა“ შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სამი საჯარო სკოლა, …
Continue reading “როგორ ცდილობს 3 სოფლის სკოლა ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას”
დეპუტატი: 72 მილიონად კავკასიონის ქედიდანაც კი ჩამოვიყვანდით წყალს
დღეს, 4 მარტს, უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან, გია აბულაძემ მუნიციპალიტეტებში წყლის სისტემებისთვის დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 2013-2019 წლებში აჭარის ხუთმა მუნიციპალიტეტმა 72 მილიონზე მეტი ლარი დახარჯა, თუმცა სოფლებსა და დაბებში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მაინც არ არის მოგვარებული. „მაგალითად, ხულოს დაბაში საშინელი ხარისხის წყალი მოდის და ისიც გრაფიკით. მაშინ, როცა 6 მილიონზე მეტი …
Continue reading “დეპუტატი: 72 მილიონად კავკასიონის ქედიდანაც კი ჩამოვიყვანდით წყალს”
რა უნდა „დაახვედროს“ მერიამ დანაშაულისკენ მიდრეკილ თინეიჯერებს – ინტერვიუ
მას შემდეგ, რაც თინეიჯერების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ კანონი ლიბერალური გახდა და ქვეყანაში „არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ ამოქმედდა, სტატისტიკაში არასრულწლოვანთა დანაშაულის მაჩვენებელმა იმატა. სტატისტიკის მიღმაც ხშირად გვესმის, რომ „ახალგაზრდებს არავინ სჯის“ და ამიტომაც ხდება ამდენი დანაშაული. არა მხოლოდ საქართველოში, დანაშაულს ყველაზე ხშირად თინეიჯერები სჩადიან. გლობალური ტენდენციაა ისიც, რომ დასჯასა და კონტროლის გამკაცრებას შედეგი არ მოაქვს. ფსიქოლოგი …
Continue reading “რა უნდა „დაახვედროს“ მერიამ დანაშაულისკენ მიდრეკილ თინეიჯერებს – ინტერვიუ”
რომელ მუნიციპალიტეტს გაუზარდეს დაფინანსება ტრანსფერების შემცირების შემდეგ
აჭარის მთავრობამ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების რაოდენობა 11 მილიონით გაზარდა. მომავალ წელს ტრანსფერებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 48 მილიონის ნაცვლად 59 მილიონ 262 ათასი დაიხარჯება. მომავალი წლის ტრანსფერების ოდენობა წლევანდელთან შედარებით 11 946 000 ნაკლები იქნება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის მიხედვით, ბათუმს ტრანსფერის სახით 7 მილიონს დაუმატებენ, ქობულეთს – 2 246 800, ხელვაჩაურს …
Continue reading “რომელ მუნიციპალიტეტს გაუზარდეს დაფინანსება ტრანსფერების შემცირების შემდეგ”
დაობებული კედლები და საკლასო ოთახები სოფლის სკოლებში (ფოტო)
აჭარის განათლების სამინისტრო 2018 წელს 23 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს. ბათუმში მხოლოდ ერთი, მე-20 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, დანარჩენი სკოლები მუნიციპალიტეტებშია. მე-20 სკოლის დირექტორის, თეა დავითაძის თქმით, უნდა გარემონტდეს შენობის ფასადი, საკლასო ოთახები, ფოიე, კიბეები და მოაჯირები. დირექტორის თქმით, საჯარო სკოლა წლების წინ გარემონტდა. რეაბილიტაციას ექვემდებარება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარას საჯარო სკოლაც. სკოლაში გასარემონტებელია სველი …
Continue reading “დაობებული კედლები და საკლასო ოთახები სოფლის სკოლებში (ფოტო)”
აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლების შემოსავლები
2016 წელს, ქედის, ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების გამგებლებიდან, ყველაზე მეტი ანაზღაურება – 51 326 ლარი და 31 თეთრი ხელვაჩაურის გამგებელ ნადიმ ვარშანიძეს აქვს აღებული, გასულ წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით. ნადიმ ვარშანიძეს, როგორც ბათუმის საზღვაო აკადემიის სრულ პროფესორს, შარშან, ხელფასის სახით, 26 000 ლარიც მიუღია. ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის ივლისის თვეში შეუვსია შუახევის გამგებელ ტარიელ ებრალიძეს. მას, …
Continue reading “აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლების შემოსავლები”
ვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი გამგებლის მოადგილეებს შორის აჭარაში
მუნიციპალიტეტის გამგებლების პირველ მოადგილეებს შორის, აჭარის რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მაღალი ანაზღაურება – 1 700 ლარი, ქედის გამგებლის პირველ მოადგილეს, გურამ ბერიძეს აქვს. გურამ ბერიძის თანამდებობრივი სარგო 1 700 ლარია. ხელფასი გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გაუზარდეს, პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს 400 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ქედის საკრებულომ 2016 წლის 30 სექტემბერს მიიღო. ქედის გამგებელს …
Continue reading “ვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი გამგებლის მოადგილეებს შორის აჭარაში”
გახარჯული 60 ათასი ლარი და დაზიანებული კიბეები ქედაში
დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან დამაკავშირებელი კიბეების რეაბილიტაცია ქედის გამგეობას 2016 წელს 60 128 ლარი დაუჯდა. კიბეების რეაბილიტაციიდან რამდენიმე თვეში, სპეციალური საღებავი ჩამოიშალა და ერთ მხარეს ჩამოსხმული საყრდენი კედელიც კი დაიბზარა. ბეტონის კიბეები დაზიანებულია. ქედის გამგეობაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ორწლიანი გარანტია ვრცელდება და სამუშაოების განმახორციელებელ კომპანია „მშენებელი -5“-ს ხარვეზის აღმოსაფხვრელად წერილობით აცნობეს. გამგეობის …
Continue reading “გახარჯული 60 ათასი ლარი და დაზიანებული კიბეები ქედაში”
დენის მიწოდებაში შეზღუდვები აჭარის მთიანეთში მაისამდე გაგრძელდება
„ენერგო პრო-ჯორჯიას“ აჭარისა და გურიის სადისპეტჩერო განყოფილების უფროსის, ჰაიდარ ფარტენაძის თქმით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით აჭარის მთიანეთში ელექტროენერგიის მიწოდებაში შეზღუდვები აპრილის თვის ბოლომდე გაგრძელდება. მისივე თქმით, დაანონსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას აბონენტები sms-ით მიიღებენ, ხოლო სოფლებში ეტაპობრივად, სამდღიანი გრაფიკით, დღისით შეწყდება შუქის მიწოდება. „220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით შუქი მოსახლეობას დღით, სამდღიანი გრაფიკით გაეთიშება. …
Continue reading “დენის მიწოდებაში შეზღუდვები აჭარის მთიანეთში მაისამდე გაგრძელდება”
ვისთვის ყიდულობს განათლების სამინისტრო წიგნებს
აჭარის განათლების სამინისტრო 40 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს წიგნებში, რომლებიც ხუთი მუნიციპალიტეტის – ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლებს გადაეცემა. სულ ათი სკოლაა შერჩეული. სკოლის ბიბლიოთეკებისთვის ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათის, ლექსიკონებსა და სხვა სახის ლიტერატურას ტენდერით შეისყიდიან. სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო წინადადებების მიღება 2017 წლის 21 თებერვლიდან იწყება და 23 …
Continue reading “ვისთვის ყიდულობს განათლების სამინისტრო წიგნებს”
რა ვითარებაა აჭარის მაღალმთიანეთში
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, დაბებში თოვლის ახალი საფარი ხუთ, მაღალმთიან სოფლებში კი 15-20 სანტიმეტრს აღწევს. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის ინფორმაციით, ისეთ მაღალ სოფლებში, როგორიცაა უჩხითი და ზუნდაგა, უხვი ნალექის გამო გზები გუშინ გაიწმინდა: „ამ დროისთვის გადაადგილებაში პრობლემა არც ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზეა და არც შიდა სასოფლო გზებზე, ქედის მუნიციპალიტეტში“. …
როდის განაახლებენ საბავშვო ბაღები მუშაობას აჭარაში
ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი ორშაბათს, 23 იანვარს, განახლდება. როგორც „ბათუმელებს“ მუნიციპალიტეტების ბაღების გაერთიანებაში უთხრეს, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ყველა მუნიციპალურ საბავშვო ბაღში დაიწყება. ბათუმში სულ 30 ბაღია, ხელვაჩაურში – 13, ქობულეთში კი – 22. სასწავლო პროცესი 23 იანვარს განახლდება მაღალმთიანი აჭარის ორ მუნიციპალიტეტში, შუახევისა და ხულოს საბავშო ბაღებში, ხოლო ქედაში ჯერ კიდევ …
Continue reading “როდის განაახლებენ საბავშვო ბაღები მუშაობას აჭარაში”
სოფელი ცივი ზამთრის მოლოდინში
თოვლმა პრობლემები შექმნა უკვე აჭარის მთიანეთში. ჩაიკეტა სოფლებში შიდა გზები, ზოგიერთ სოფელს შეუწყდა შუქის მიწოდება და რიგ სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. რამდენად მომზადებული ხვდება მთიანი აჭარა დაანონსებულ ცივ ზამთარს? ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი კურცხალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია ხულოში. აქ ნალექი უხვად მოდის და ზამთარი დიდხანს გრძელდება. გასულ კვირას მოსულმა თოვლის საფარმა კურცხალში …
ხელვაჩაურის სოფლებში მეწყერი განმეორდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს სწავლობენ. მუნიციპალიტეტის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის იწმინდება სტიქიის შედეგად დაზიანებული გზები „ახალსოფელში შტაბი მუშაობს, სადაც არის პრობლემა და გზებია ჩაკეტილი, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, წმინდება გზები. თხილნარში ჩაკეტილი იყო და გაიხსნა გზები, ახალსოფელში მუშაობენ და მალე გაიხსნება“. გამგებლის თქმით, მეწყრული პროცესები განმეორდა მახვილაურში, ახალსოფელში ავგიის დამაკავშირებელ გზაზე და სოფელ …
აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 134 589 ლარია
ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, მაისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგები, დათვლილია. უხვი ნალექის მიერ, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებისთვის მიყენებული ზარალი 134 589 ლარს შეადგენს. სტიქიის შედეგები მუნიციპალიტეტის გამგეობებმა ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე იყო წარმოდგენილი. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, 2016 წლის 7-8 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა გამგეობის ბალანსზე რიცხული ინფრასტრუქტურული ობიექტები: სოფელ შევაბურის …
Continue reading “აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 134 589 ლარია”