რატომ ვერ იღებენ ქართველი ბავშვები მაღალ შეფასებას საერთაშორისო კვლევებში და რა უშლის ხელს მათემატიკის კარგად სწავლებას სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, ლალი ჯაყელს ესაუბრა. ქალბატონო ლალი, ალბათ იცით, რომ დიდი განხილვა მოჰყვა PISA-ს შედეგებს საქართველოში. ხომ არ გინახავთ ეს ტესტები, რაზეც ბავშვებმა იმუშავეს და თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის მიზეზები, …
Tag Archives: მოსწავლეების შეფასება
საქართველოში მოსწავლე გოგონების შედეგები აღემატება ბიჭებისას – PISA-ს ახალი კვლევა
საერთაშორისო კვლევის, PISA-ს 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსწავლეთა მიღწევები მათემატიკაში 2018 წელთან შედარებით 8 ქულით შემცირდა, კითხვაში კი – 6 ქულით. მაჩვენებელი მხოლოდ საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით. „PISA 2022 წლის მონაცემებით, მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია OECD-ის ქვეყნების საშუალოზე (OECD-ის საშუალო: 69%). კითხვაში დაახლოებით 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან …
მოსწავლის თვალით დანახული სოფლისა და ქალაქის სკოლა
14 წლის მარი ართმელაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა და სწავლობდა. მერე მისი ოჯახი ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად. მარის ახლა შესაძლებლობა აქვს, არაფორმალურ განათლებაში ჩაერთოს და სხვადასხვა ტრენინგსა თუ საჯარო შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. 14 წლის გოგოს ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე შევხვდით. მარიმ იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რაც მაღალმთიანი აჭარის სკოლაში სწავლასა და ქალაქის სკოლაში სწავლას შორის დაინახა. მარი …
Continue reading “მოსწავლის თვალით დანახული სოფლისა და ქალაქის სკოლა “
სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და სწავლა 2022 წლის 17 იანვარს განახლდება. არდადეგების დაწყებამდე სკოლებმა მოსწავლეები უნდა შეაფასონ და მონაცემები ელექტრონულ ჟურნალში ასახონ. დღეს მოსწავლეთა შეფასებისას ძირითადად ორი ტიპის – განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას იყენებენ. განმავითარებელი შეფასების დროს მასწავლებელი აღწერს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს …
Continue reading “სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება”
როგორ შეაფასებენ იმ მოსწავლეებს, ვინც სკოლას აცდენდა – მინისტრის ბრძანება
განათლების მინისტრის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წელს, მე-12 კლასის ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს სასწავლო საათების რაოდენობის 30 პროცენტი, შემაჯამებელი ან კომპლექსური დავალებების საფუძველზე შეფასდებიან. ბრძანების მიხედვით, სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი ან კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ. „შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა“, – …
Continue reading “როგორ შეაფასებენ იმ მოსწავლეებს, ვინც სკოლას აცდენდა – მინისტრის ბრძანება”
საქართველომ TIMSS-ის 2019 წლის კვლევებში საერთაშორისო ქულა მცირედით გაიუმჯობესა
2019 წლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS)-ის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, თუმცა მაინც ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო – 500 ქულას. მეოთხეკლასელების მიღწევები: მათემატიკა – 482 ქულა; ბუნებისმეტყველება – 454 ქულა; მერვეკლასელების მიღწევები: მათემატიკა – 461 ქულა; საბუნებისმეტყველო საგნები – 447 ქულა. ეს მონაცემები ნიშნავს, რომ 2017-2018 წელს გამოქვეყნებული PISA-ს კვლევების შემდეგ …
Continue reading “საქართველომ TIMSS-ის 2019 წლის კვლევებში საერთაშორისო ქულა მცირედით გაიუმჯობესა”
როგორ უნდა დაუწერონ ნიშნები მოსწავლეებს, რომლებიც გაკვეთილებს ვერ ესწრებიან
კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დიდ ნაწილში სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. აჭარის რეგიონში კი, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში არც სექტემბერში განახლებულა. რამდენიმე დიდ ქალაქში სწავლა ასევე დისტანციურად მიმდინარეობს, იზრდება წერტილოვანი შეზღუდვებიც სხვადასხვა სკოლაში. განათლების სამინისტროს „ბათუმელებმა“ ჯერ კიდევ 21 სექტემბერს მიმართა ოფიციალურად და ჰკითხა, თუ რამდენ ბავშვს არ ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა ან სათანადო ტექნიკური …
Continue reading “როგორ უნდა დაუწერონ ნიშნები მოსწავლეებს, რომლებიც გაკვეთილებს ვერ ესწრებიან”
V-VII კლასის მოსწავლეების ცოდნა და უნარები ელექტრონული ტესტირებით შეფასდება – naec
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იწყება მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებელი ტესტირება. პროექტი – „შეფასება განვითარებისთვის“ საპილოტეა და მასში ასამდე სკოლა და 200-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. მოსწავლეები მათემატიკასა და ქართულში შეფასდებიან. „პირველ ოთხ კლასში მიღწეული შედეგები შეფასდება მე-5 კლასის დასაწყისში, ხოლო პირველი ექვსი კლასის მანძილზე მიღწეული შედეგები მე-7 კლასში …