ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, 3 მარტს, მერიამ საქალაქო მიკროავტობუსების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. დეზინფექცია 600 მიკროავტობუსს ჩაუტარდება. „კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქალაქო ტრანსპორტს სპეციალური ხსნარით დღეში ორჯერ დაამუშავებენ. სადეზინფექციო ღონისძიებები კი კვირაში ორჯერ ჩატარდება“. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, პროცედურა ერთჯერადი არ იქნება და სამუშაოები რეგულარულად ჩატარდება. საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევაა დადასტურებული.
Tag Archives: მიკროავტობუსები
700 მიკროავტობუსი კონკურსზე და ლუქი კონდიციონერის ნაცვლად – მგზავრობა ბათუმში
მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას კვლავ ის 6 კომპანია აპირებს, რომლებმაც ასეთი ნებართვა [ლიცენზია] წინა კონკურსით მიიღეს, ანუ ის კომპანიები, რომელთა მიკროავტობუსებიც დღეს ემსახურებიან მგზავრებს. მერია ნებართვებს ერთი წლის ვადით გასცემს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში განაცხადის წარდგენა წელს კერძო ფიზიკურ პირებსაც შეეძლოთ, მერიაში გვითხრეს, რომ ასეთი განაცხადი არ შესულა. ტექდათვალიერებაზე …
Continue reading “700 მიკროავტობუსი კონკურსზე და ლუქი კონდიციონერის ნაცვლად – მგზავრობა ბათუმში”
მიკროავტობუსით მგზავრთა გადაყვანის ნებართვებზე ბათუმის მერიამ კონკურსი გამოაცხადა
ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად ქალაქის მერიამ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, იწარმოებს ბათუმის მერიის კანცელარიაში 2019 წლის 5 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე, მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ.ასათიანის ქ. N25; საკონკურსო კრიტერიუმების მიხედვით, M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მიკროავტობუსის) მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასება მოხდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, …
Continue reading “მიკროავტობუსით მგზავრთა გადაყვანის ნებართვებზე ბათუმის მერიამ კონკურსი გამოაცხადა”
ბათუმის მერია: სამარშრუტო მიკროავტობუსების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა არ არის
პირველი სექტემბრიდან ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე ყოველდღიურად მოძრავი მიკროავტობუსების რაოდენობა 460-დან 250-მდე შემცირდა. მგზავრებისთვის ეს განსაკუთრებით საგრძნობი სკოლის დაწყების შემდეგ გახდა. ზოგიერთი მოქალაქის თქმით, სამარშრუტო მიკროავტობუსს დიდხანს უნდა ელოდო და ხშირად ისეა მგზავრებით გადაჭედილი, რომ ასვლა შეუძლებელია. მერიამ მიკროავტობუსების რაოდენობა ისე შეამცირა, რომ მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობა ფაქტობრივად არ გაზრდილა. იქნებოდა თუ არა მიკროავტობუსების რაოდენობა საკმარისი მგზავრების …
Continue reading “ბათუმის მერია: სამარშრუტო მიკროავტობუსების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა არ არის”
კონკურსგავლილი მიკროავტობუსები ბათუმში ხვალიდან იმოძრავებენ
პირველი სექტემბრიდან ბათუმში კონკურსგავლილი მიკროავტობუსები იმოძრავებენ. 696 მიკროავტობუსიდან შემოწმება გაიარა და მინიმალური ზღვარი გადალახა 564-მა. მიკროავტობუსების მუშაობა დღეს, 31 აგვისტოს, საკრებულოს სხდომაზე კამათის საგანი გახდა. „შავი ფული ტრიალებს… ხაზები ისევ იყიდება 2 და 3 ათას დოლარად… ეს არის კორუფცია“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნოდარ დუმბაძემ. მან საკრებულოს სხდომაზე კონკრეტული სახელები გააჟღერა, ვინც მისი …
Continue reading “კონკურსგავლილი მიკროავტობუსები ბათუმში ხვალიდან იმოძრავებენ”
ბათუმში სამარშრუტო ხაზებისა და მიკროავტობუსების შემცირება იგეგმება
ბათუმის მერმა თავისი მუშაობის ასდღიანი ანგარიშის წარდგენის დროს ქალაქის სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაციაზე ისაუბრა. ლაშა კომახიძის თქმით, ქალაქში მოძრაობის ნაკადის დარეგულირება და სამარშრუტო ხაზების სწორად გამართვა არის ახალი სატრანსპორტო სტრატეგიის ნაწილი. რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია და შემცირდება თუ არა მიკროავტობუსების რაოდენობა ქუჩებში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე საუბრობს. ბატონო ემზარ, რა …
Continue reading “ბათუმში სამარშრუტო ხაზებისა და მიკროავტობუსების შემცირება იგეგმება”
ჩამატებული სავარძლები – ყველაზე ხშირი დარღვევა ბათუმის სამარშრუტო მიკროავტობუსებში
ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების ტექნიკური დათვალიერება დასრულდა. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა სავარძლებს შორის დაშორების სტანდარტზე მოდიოდა, რისი მიზეზიც მიკროავტობუსებში ჩამატებული ადგილებია. „ბათუმში ქალაქის ხაზებზე სულ 424 მიკროავტობუსი მოძრაობს, გარკვეული დარღვევები მათ 20%–ში დაუფიქსირდათ. დარღვევების 80% სავარძლებს შორის დაშორება იყო. ყველა სამარშრუტო ტაქსს ტექპასპორტში უწერია, თუ …