„მაქსიმალური სიმკაცრე“ – რიჟვაძე კონტრაქტორ კომპანიებსა და სეზონის გახსნის სამზადისზე

დღეს, 28 აპრილს, აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბათუმის ბულვარი ტურისტული სეზონის გახსნისთვის საგანგებო რეჟიმში უნდა მოემზადოს: „ჩვენ კარგად გვესმის, რომ ტურისტებს უნდა დავხვდეთ მაქსიმალურად მომზადებული. მინდა დავავალო შესაბამის უწყებებს, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, ისე ტურიზმის დეპარტამენტს და პირველ რიგში, ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელობას, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე, სერვისების ნაწილში შემდეგი სამი კვირა …

სტუდენტების ნაწილს სწავლის საფასურს დავუფინანსებთ – აჭარის მთავრობა

650-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებენ. ეს გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მიიღო პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გამო. „პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, უამრავ სტუდენტს გაუჭირდა სწავლის საფასურის გადახდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად დაფინანსდეს ყველა განაცხადი, რომელიც არის შესული აჭარის განათლების სამინისტროში,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს, 30 მარტს, გამართულ სხდომაზე. „ბათუმელები“ ინფორმაციის …

ინვესტორებს 6 თვით გადაუვადდებათ ვალდებულებები – რიჟვაძე

„ვინაიდან პანდემიის ეფექტი და მისი გავლენა გრძელდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით 6 თვით ყველა ინვესტორს, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები აქვს, აჭარის მთავრობა დამატებით 6 თვეს განუსაზღვრავს საშეღავათო პერიოდს და დამატებით გადაუვადდებათ მათ ვალდებულებები ყოველგვარი სანქცირების გარეშე,“- აღნიშნა აჭარის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თორნიკე რიჟვაძე ინვესტორებზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ეს ნაბიჯი ბიზნესის ხელშესაწყობად გადაიდგა, “ახალი სამუშაო …

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქობულეთში, ხალხთან და ხალხის გარეშე

დღეს, 29 აგვისტოს, აჭარის მთავრობა ქობულეთში, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას სასტუმროში [„ჯორჯია პალასი“] სხდომას გამართავს. დღის წესრიგში ოთხი საკითხია და რამდენიმე საინვესტიციო პროექტის ხელშეწყობის ღონისძიებების დამტკიცებას გულისხმობს. გარდა ამისა, როგორც მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რამდენიმე მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. სავარაუდოდ, ამ განცხადებებს მოვისმენთ, შემდეგ კი სხდომა ჟურნალისტებისთვის დაიხურება და მთავრობის თავმჯდომარე ოთხ მინისტრთან …

აჭარის მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე, რომელიც დღეს, 31 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე დაიწყო, ჟურნალისტებს არ უშვებენ. ბოლო წლების განმავლობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს სხდომის გაშუქებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცემათ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ზეპირი განმარტებით, რეგლამენტის თანახმად, აჭარის მთავრობას აქვს უფლება სხდომა დახუროს. ჟურნალისტების სხდომაზე არ დაშვების მიზეზად პრესცენტრმა ასევე სხდომათა დარბაზში უადგილობა დაასახელა. …

რის დაფინანსებას აპირებს აჭარის მთავრობა 2018 წლის ბიუჯეტით

მთავრობის სხდომაზე 2018 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. 2017 წელთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტი თითქმის 45 მილიონით იზრდება. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მთავრობისთვის ისევ პრიორიტეტია. აჭარის მთავრობა ბათუმი-ქედა-ხიჭაურის დასახლების გაზსადენის, ასევე ბათუმში, საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ესტაკადის მშენებლობას აანონსებს. ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ “ამ მეგა პროექტების განხორციელება საზოგადოების დაკვეთაა”. მომავალ წელს აჭარის ფინანსთა …

აჭარის მთავრობამ 6 ინვესტორი პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლა

დღეს, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც განსახილველად 12 საკითხი იყო გამოტანილი. დღევანდელ სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ რეგიონში მოქმედ, რამდენიმე შპს-ს საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ ისაუბრა. კერძდ 6 კომპანიას – (შპს “გიაგო”, შპს “რეკან გრუპ ჯორჯია”, შპს “TCF GEORGIA”, შპს “ADOG-GEORGIA”, შპს “ბათმშენი 2007”, “შპს “ბიჯი თრეიდი”, ინდ მეწარმე “მერაბ ბერიძე (რ.კ. “ქაქუთი””)  პირობით …

როდის აამოქმედებს აჭარის მთავრობა ეკომიგრანტებისთვის სახლების შესყიდვის პროგრამას

იმ სამი მილიონი ლარიდან, რაც მთავრობამ ბიუჯეტში ეკომიგრანტებისთვის სახლების შესყიდვის პროგრამისთვის გაითვალისწინა, ამ დრომდე ლარიც არ დაუხარჯავთ. ეს ერთადერთი პროგრამაა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ოცდაერთი პროგრამიდან, რომელიც ამ დრომდე არ აუმოქმედებიათ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის განმარტებით, 2016 წლის პირველი კვარტალი მთავრობას გათვალისწინებული ჰქონდა იმ სამართლებრივი ბაზის მოსამზადებლად, რაც სჭირდება ამ პროგრამის განხორციელებას. „მიღებული იქნა მთავრობის …

მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში

დღეს, 17 მაისს, მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ წელს, ბათუმის ძველ ბულვარში განთავსდება ახალი სასწრაფო ამბულატორია, რომელიც გადაუდებელ დახმარებას გაუწევს ქალაქის დამსვენებლებს. თანამედროვე ტიპის ამბულატორია სულ ორია საქართველოში და ერთ-ერთ მათგანს ბათუმის ბულვარში განათავსებენ.

რა საკითხები განიხილეს აჭარის მთავრობის სხდომაზე

11 თებერვალს აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელზეც ძალადაკარგულად გამოაცხადეს “აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსების ერთიანი ნორმების, თანხის გამოყოფისა და ხარჯვის ანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ” აჭარის მთავრობის 2012 წლის განკარგულება. განკარგულება მოიცავდა ისეთ ნორმებს, როგორიცაა მივლინების დროს დანამატების გაცემა, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯების რეგულირება და ა.შ. სხდომაზევე დადგინდა, რომ უწყებამ უნდა იმუშაოს …

Exit mobile version