ქორწინების რეგისტრაცია აგვისტოდან ძვირდება, ფასები იზრდება სხვა მომსახურებაზეც

საქართველოს მთავრობის დადგენილებით პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 75 ლარი ეღირება. სამოქალო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით კი, დღესდღეობით ამ მომსახურების ღირებულება 50 ლარია. ტარიფები იცვლება სხვა მომსახურებაზეც. მაგალითად, თუ დღეს სპეციალური სარიტუალო მომსახურება ქორწინების სახლში შაბათ-კვირას 150 ლარი ღირს, 1-ელი აგვისტოდან 225 ლარის გადახდა მოგიწევთ. სხვა …

რამდენი ბავშვია სკოლის გარეშე დარჩენილი – მთავრობა კვლევას მხოლოდ ახლა იწყებს

საქართველოს მთავრობამ სკოლის მიღმა  დარჩენილი ბავშვების ბაზების შესაქმნელად დადგენილება მიიღო, რომელიც ოთხმა სახელმწიფო უწყებამ უნდა განახორციელოს. ეს უწყებებია: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სოციალური მომსახურების სააგენტო და მანდატურის სამსახური. დადგენილების მიხედვით, აღნიშნულმა უწყებებმა უნდა შეაგროვონ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების პირადი მონაცემები, შემდეგ ინფორმაცია უნდა დამუშავდეს სტატისტიკურად და განისაზღვროს ბავშვების საჭიროებები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი …

ცვლილება საკარანტინო წესებში – ახალი დადგენილება დღეს ამოქმედდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნებული პირი 8-დღიან იზოლაციას გაივლის. შესაძლოა ეს იყოს კარანტინი ან  თვითიზოლაცია. მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება PCR ტესტირება და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებს დატოვოს საიზოლაციო სივრცე. იზოლაციის დაწყებიდან მე-12 დღეს პირი ვალდებულია ჩაიტაროს PCR ტესტი განმეორებით – შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის …

როგორ მიენიჭება პედაგოგს სტატუსი – ახალი სქემა დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა, რის მიხედვითაც, მასწავლებლის ყველაზე დაბალი სტატუსი იქნება არა „პრაქტიკოსი“, არამედ „უფროსი“ მასწავლებელი, შედარებით მაღალი სტატუსია „მენტორი“. როგორ მიენიჭება პედაგოგს სტატუსი ახალი სქემის მიხედვით? მასწავლებელს სტატუსი – „უფროსი“ მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუკი  წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის ჩაბარებისათვის დადგენილ …

იკრძალება ყველა ტიპის სპორტული და კულტურული ღონისძიება ღია და დახურულ სივრცეში

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. იკრძალება კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში. აღნიშნული დადგენილებით ასევე  აკრძალულია ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება. მათ შორის: შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის …

იანვრიდან მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკების გამოყენება იკრძალება

ქართული თაფლი ევროკავშირის ქვეყნებში გასაყიდად გატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქართველი მეფუტკრეები ფუტკრის სამკურნალოდ ანტიბიოტიკებს აღარ გამოიყენებენ.  ამ დროისთვის როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე კერძო კომპანიების მიერ გაკეთებულ თაფლის ლაბორატორიულ სინჯების დიდ ნაწილში ევროკავშირში აკრძალული ანტიბიოტიკების მაღალი შემცველობა ფიქსირდება. მეფუტკრე ასლან შაქარაძე ქედიდან ამბობს, რომ საქართველოში ანტიბიოტიკების შემცველ პრეპარატებს მეფუტკრეობაში მასიურად იყენებენ, ქართულ …

საგრანტო დაფინანსება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე

საქართველოს მთავრობის 9 აგვისტოს დადგენილებით, 2018-2019 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური ოდენობა 1 498 500 ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობა სპეციალობების მიხედვით: დადგენილების მიხედვით, თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, …

საჯარო მოხელეებს წელიწადში ერთხელ მაინც შეაფასებენ – შეფასების შედეგები კონფიდენციალური იქნება

პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობები საქართველოს მთავრობამ ორი დღის წინ მიიღო და იგი ძალაში შევა 2018 წლის პირველი იანვრიდან. საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი – საჯარო მოხელე, შეფასებას წელიწადში ერთხელ მაინც [შესაფასებელი პერიოდი] დაექვემდებარება. მოხელის შეფასებას შესაძლებელია მოჰყვეს შემდეგი სამართლებრივი შედეგები: [checklist] მოხელისათვის კლასის მინიჭება; წახალისება; პროფესიული განვითარების, მისი სწავლების საჭიროების განსაზღვრა; მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება. …

მთავრობამ საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის წესები განსაზღვრა

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“, რომელსაც პრემიერმა ხელი მიმდინარე წლის 20 აპრილს მოაწერა, ძალაში 2017 წლის პირველი ივლისიდან შევა. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის წესების დადგენის მიზანია „საჯარო დაწესებულებაში ეთიკური გარემოს შექმნა და საჯარო მოსამსახურის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება, რაც უზრუნველყოფს მიუკერძოებელი, ობიექტური და კოლეგიალური საჯარო …

ფულადი წახალისება ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის

საქართველოს მთავრობამ „ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვისათვის საქართველოს მოქალაქე პაციენტის ფულადი წახალისების ოდენობა და გაცემის წესი“ დაამტკიცა. ფულადი წახალისების გაცემა განხორციელდება  უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად საბანკო ანგარიშზე [18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშზე] ჩარიცხვის გზით, რეგულარული ფორმის ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე და  რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის. მთავრობის დადგენილება ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან …

265,7 მილიონი ლარი საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის

საქართველოს მთავრობამ საქართველოში ფეხბურთის განვითარების [2016-2020 წწ.]  სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. 2016-2020 წლებში პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხა კი ჯამში 265 მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის დაფინანსების მიზნით, ქვეყნის მუნიციპალიტეტებსა და ავტონომიურ წარმონაქმნებს „ეთხოვათ“, რომ თავიანთ ბიუჯეტებში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული თანხიდან, 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით დარჩენილი რესურსი  გადარიცხონ ა(ა)იპ …

Exit mobile version