„შვილი მეუბნება, მეშინია, წავიდეთო, მაგრამ სად?“ – 2 ოჯახი წაბლანაში კვლავ მეწყერსაშიშ ზონაშია

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში რამდენიმე ოჯახი კვლავ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. სამხარაულის ბიუროს დასკვნაში, რომელიც 2022 წლის მაისის ბოლოს მოამზადეს სპეციალისტებმა, ვკითხულობთ, რომ 7 ოჯახის საცხოვრებელი სახლი მეწყრული პროცესების გააქტიურების ზონაში დგას და აქ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ვერ იქნება ეფექტური, რადგან გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა ისევ ჩამოყალიბდეს და განვითარდეს მეწყრული პროცესები, რის გამოც გამოკვლეული ტერიტორიისა და მისი …

„ტერიტორია საფრთხის შემცვლელია“ – რა წერია სამხარაულის დასკვნაში წაბლანის მეწყერზე

ხულოში, სოფელ წაბლანაში, ის ადგილი, სადაც სკოლის აშენება იგეგმებოდა, მეწყერსაშიშია. ამ ადგილას ახალი სკოლა ვეღარ აშენდება, მეტიც, საფრთხის შემცველია სკოლის მიმდებარე ის ტერიტორიაც, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. ამას ამბობს სამხარაულის ბიუროს დასკვნა, რომელიც 2022 წლის მაისის ბოლოს მოამზადეს სპეციალისტებმა. კერძოდ, დასკვნაში ვკითხულობთ: „წაბლანაში საცხოვრებელი სახლებისა და საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მდებარეობს გეოდინამიკური პროცესების მუდმივი წარმოქმნა/განვითარების მაღალი …

წაბლანაში მეწყრის შიშის გამო მოსწავლეები მეზობელი სოფლის სკოლაში სწავლობენ

ხულოს სოფელ წაბლანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია,  სკოლის მოსწავლეები მეზობელ სოფელში დადიან სასწავლად. სკოლის შენობაში სწავლის შეჩერების მიზეზი მეწყრის გააქტიურების შიში გახდა. უკვე რამდენიმე თვეა სოფელ წაბლანაში მეწყრული პროცესები მიმდინარეობს და რამდენიმე ოჯახისთვის საფრთხისშემცველია. ამაზე თემაზე: წაბლანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა – რა ელით აქ მცხოვრებ ოჯახებს „წაბლანის მოსახლეობამ და სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ერთობლივად …

წაბლანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა – რა ელით აქ მცხოვრებ ოჯახებს

ხულოში, სოფელ წაბლანაში, მოსახლეობას გააქტიურებული მეწყრული პროცესი აშინებს. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა მეწყერი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გააქტიურდა და ბევრი ოჯახისთვისაა საფრთხის შემცველი. სოფელ წაბლანის მკვიდრი, 48 წლის ნანი შაინიძე ამბობს, რომ პრაქტიკულად მთელი სოფელი პარალიზებულია, რადგან მეწყერმა ხულოს ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი სოფლის გზის ნაწილიც წაიღო და მოსახლეობა იძულებულია შემოვლითი გზით ისარგებლოს, რომელიც შორია. „როცა …

მეწყერი წაბლანაში – 5 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს

სოფელ წაბლანაში განვითარებული მეწყრის გამო 5 ოჯახი მეწყრული ზონიდან გაიყვანეს. ხულოს მერიის ინფორმაციით, სოფელში უკვე იმყოფებოდნენ გეოლოგები. როგორც ხულოს მერიაში ამბობენ, გეოლოგების მიერ დამეწყრილი ტერიტორიის შესწავლის შემდეგ გადაწყდება, დაუბრუნდებიან თუ არა მეწყრული კერის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები თავიანთ საცხოვრებელს. მეწყრული კერების მიმდებარედაა წაბლანის საჯარო სკოლა. ამის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი ჯერ არ განახლებულა. „მეწყერმა დააზიანა წაბლანაში …

წაბლანაში მეწყერი ჩამოწვა და 100 მეტრი სიგრძის გზა წაიღო

ხულოში, სოფელ წაბლანაში, მეწყერი ჩამოწვა. „ბათუმელები“ სოფელში მერის წარმომადგენელს რაულ მახარაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მეწყერმა ასი მეტრი სიგრძის გზა წაიღო. მისი თქმით, ამ ეტაპზე მეწყერი საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ძლიერი წვიმის შედეგად შესაძლოა მეწყრული პროცესები ისევ განვითარდეს. „მეწყერი ჩამოწვა სოფლის ცენტრში მისვლამდე, სკოლასთან ახლოს და წაიღო ასი მეტრი სიგრძის გზა. ჩვენ გვაქვს …

Exit mobile version