ტყეში სკის განთავსება ეღირება არა 10, არამედ 1 ლარი – ხარვეზი მთავრობის დადგენილებაში 

18 მაისს „ბათუმელებმა“ მთავრობის დადგენილებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტყეში დროებით გადატანილ თითოეულ სკაზე მეფუტკრე 10 ლარს გადაიხდის. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განმარტება გააკეთა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ და აღნიშნა, რომ მთავრობის დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზია და 10 ლარის ნაცვლად უნდა იყოს 1 ლარი: „საქართველოს მთავრობის N221 დადგენილების „ტყით სარგებლობის წესის შესახებ“ დოკუმენტში, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის …

ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა – მთავრობის ახალი დადგენილება

მეფუტკრეები ტყეში სკების განთავსებისთვის სახელმწიფოს ფულს გადაუხდიან. საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, ტყეში დროებით გადატანილ თითოეულ სკაზე მეფუტკრე 10 ლარს გადაიხდის. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამის შესახებ მეფუტკრეებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. „ვიდრე დადგენილებას მიიღებდა, მთავრობას პროექტი, წესით, ჩვენთან უნდა განეხილა. ახლა თქვენგან გავიგე და გამიკვირდა, რომ ასე უცებ მიიღეს… განხილვა არ ყოფილა, თუმცა ჩვენამდე …

92 წლის მეფუტკრის ცხოვრება პანდემიაში | ვიდეო

დილით ადრე იღვიძებს, ჯერ ყავას ან ჩაის სვამს, შემდეგ კი ფუტკრებთან მიდის. 92 წლის ხალით ქოქოლაძე დიდი ხანია, რაც მეფუტკრეობას ეწევა. მისი ყოველი დილა სკების დათვალიერებით იწყება, ეს საქმე არც პანდემიის დროს შეუწყვეტია და არც მაშინ, როცა კორონავირუსი გადაიტანა. „კორონავირუსი მეც გადავიტანე, მაგრამ არ გამჭირვებია. მხოლოდ ორი გადასხმა გამიკეთეს, მითხრეს ძლიერი ორგანიზმი გაქვსო. ჩაკეტილები ვიყავით, …

რა უნდა ქნან მეფუტკრეებმა ფუტკრის გადასარჩენად – სამინისტროს სპეციალისტის რჩევები

„სიტუაცია გაუმჯობესდა, მაგრამ შემოდგომაზე შესაძლებელია იგივე განმეორდეს, ტკიპამ უკვე კარგად ისწავლა დამალვა, დახურულ უჯრედებშია და უფრო ბარტყებზე პარაზიტობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ვარშანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის განყოფილების უფროსი. მას ვკითხეთ: რა უნდა ქნას მეფუტკრემ, როცა ფუტკარი მასობრივად იღუპება და რას აკეთებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ დროს, როცა მეფუტკრეთა გაერთიანებების თქმით, ფუტკრის დაახლოებით 60 …

„ფუტკრების დაახლოებით 60 პროცენტი განადგურდა“ – რას ამბობენ ასოციაციები და მთავრობა

„ფუტკარი მასობრივად იხოცება,“ – ამბობენ მეფუტკრეები, რომლებიც ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის საჭიროებას ხედავენ. მეფუტკრეების თქმით, ფუტკრის მასობრივი განადგურების მიზეზი ტკიპაა, რომელმაც წლების განმავლობაში იმუნიტეტი გამოიმუშავა და მასზე შესაწამლი საშუალება აღარ მუშაობს. ამ საქმის პროფესიონალები ფუტკრის დახოცვის სხვადასხვა მიზეზზე საუბრობენ. „ჩვენი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ფუტკრის დაახლოებით 60 პროცენტი განადგურდა. ფუტკრის მასობრივი განადგურების მთავარი მიზეზი მეფუტკრეების ნაკლები …

ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჯარა ქართული, ტრადიციული სკაა – სპეციალურად დამუშავებული ხის მორი, რომელშიც ფუტკარი თაფლს აწარმოებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, შესაბამისი ბრძანება 2021 წლის 26 იანვარს გამოსცა. სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა ჯარას თაფლის წარმოების შესახებ მონაცემების …

ჯარას თაფლი ევროკავშირის ბაზარზე – 4 მეფუტკრე აჭარიდან, რომლებმაც ბიოსერტიფიკატი მოიპოვეს

ჯარას თაფლის მწარმოებელმა 18-მა ქართველმა მეფუტკრემ ბიოსერტიფიკატი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თავიანთი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანა შეუძლიათ. საქართველოში ჯარას მეფუტკრეებმა ბიოსერთიფიკატი პირველად მოიპოვეს.  ჯარას მეფუტკრეები ძირითადად აჭარაში ცხოვრობენ, „ბათუმელები“ ოთხ მათგანს ესაუბრა. ჯარას თაფლი ძირითადად აჭარაში აწარმოებენ. წელს მეფუტკრეები 24 კასრიდან 3 ტონამდე ბიოთაფლს ელიან. ჯარა ქართული, ტრადიციული სკაა, ხის მორი, რომელშიც ფუტკარი …

ფუტკრის ენაზე მოლაპარაკე

ზაფხულის პაპანაქება დღეა. ქედაში, სოფელ კუჭულაში, 64 წლის დავითი სახლიდან გასასვლელად ემზადება. სახლთან ახლოს, ფერდობზე, მწვანე ფერად შეღებილი ათობით სკაა ჩამწკრივებული. დავითმა ფუტკარს უნდა მიხედოს, სკას გადახედოს. გორგაძეები მეფუტკრეები არიან. უკვე წლებია თაფლია მათი ოჯახის მთავარი შემოსავალი. ამ ოჯახის მეურნეობა იმით გამოირჩევა, რომ ადგილზე გამოჰყავთ „დედო“, იგივე დედა ფუტკარი და ფიჭასა და სკას თავადვე ამზადებენ. …

თაფლის ფესტივალი ბათუმში 12 აგვისტოს ჩატარდება

წელს ბათუმში თაფლის რიგით მესამე ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალზე, რომელიც 12 აგვისტოს ბათუმის ბულვარის კოლონადებთან უნდა გაიმართოს, ორმოცამდე მეფუტკრე სხვადასხვა სახეობის თაფლს ცოცხალი მუსიკის ფონზე წარადგენს. ფესტივალი ფლეშმობით გაიხსნება. ფესტივალის მსვლელობისას სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებაც იგეგმება, მათ შორის ბავშვებისთვისაც. ფესტივალის ორგანიზატორის, აჭარის აგროსერვისცენტრის დირექტორის, გოჩა ბერიძის თქმით, ფესტივალში მონაწილეობას აჭარის მეფუტკრეობის ასოციაციის წარმომადგენლები მიიღებენ. მისივე …

რა შემთხვევაში ჩაერთვება მეფუტკრე სახელმწიფო პროგრამაში

მთავრობამ „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ პროგრამა დაამტკიცა.  სახელმწიფო პროგრამა, როგორც მთავრობა აცხადებს, წარმოადგენს კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც საქართველოში თაფლის გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. [yellow_box]პროგრამის მიზანია:[/yellow_box] [checklist] თაფლის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ინტეგრირებული სისტემების (ერთიანი საწარმოო ციკლის) შექმნის უზრუნველყოფა; თაფლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა; გადამუშავებული თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა; თაფლის საექსპორტო პოტენციალის ზრდა; …

Exit mobile version